ALCOZON – ონლაინსივრცე, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ალკოჰოლურ სასმელებს და მათთან დაკავშირებულ ეკოსისტემას
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ALCOZON არის ონლაინსივრცე, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ალკოჰოლურ სასმელებს და მათთან დაკავშირებულ მთლიან ეკოსისტემას: პრემიალურ სპირტიან სასმელებს, ცქრიალებს და ღვინოებს, კოქტეილის ინგრედიენტებს, ბარის აქსესუარებსა და სელექციურ საჩუქრის სეტებს – ყველაფერს, რაც ხარისხიანი სასმლის გამოცდილებას ქმნის.
კომპანიის თანადამფუძნებლისა და პარტნიორის, თინათინ საბელაშვილის თქმით, ALCOZON დაიბადა ერთ მარტივ სურვილზე – სავაჭრო კულტურის განახლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო კომფორტული, სწრაფი და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზებაზე.
"ჩვენი მისიაა ალკოჰოლის შეძენა ისეთივე სასიამოვნო გავხადოთ, როგორiც მისი დაგემოვნებაა. ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ იპოვოთ ცნობილი ბრენდები, მრავალფეროვანი კატეგორიები და მზა სასაჩუქრე ან კოქტეილების სეტები, რომ შეძლოთ გემრიელი არჩევანის გაკეთება ერთი ღილაკის დაჭერით – სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად.ვქმნით სივრცეს, სადაც მომხმარებელი ყიდულობს არა უბრალოდ ბოთლს, არამედ:
- სწორად შერჩეულ საერთაშორისო ბრენდებს;
- პროფესიონალურ და ყურადღებიან მომსახურებას;
- მაღალი სტანდარტის სანდოობას, სადაც თითოეული პროდუქტი 100% ავთენტურია", – ამბობს თინათინ საბელაშვილი.
მისი თქმით, ALCOZON-ის მიზანია გახდეს პლატფორმა, სადაც მცირე და საშუალო იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები შეძლებენ საკუთარი ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვას თანამედროვე და სანდო გარემოში – განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ფიზიკური ან ონლაინმაღაზიის შექმნის რესურსი არ აქვს.
"ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას ყველას, ვინც მომხმარებელს ავთენტურ და ხარისხიან სასმელს სთავაზობს, ხოლო ALCOZON უზრუნველყოფს მათი ბრენდების სწორ პოზიციონირებას და სტაბილურ ზრდას. ჩვენი კატალოგი მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 500-ზე მეტ პროდუქტს, მათ შორის: სპირტიან სასმელებს (ვისკი, რომი, ჯინი, ტეკილა, ლიქიორები და სხვა), ცქრიალებსა და ღვინოებს, კოქტეილის ინგრედიენტებსა და ბარის მოწყობილობებს, არაალკოჰოლურ სასმელებსა და პრემიუმ ტონიკებს, სასაჩუქრე და კონცეპტუალურად შედგენილ სეტებს", – ამბობს ის.
დღეს alcozon.ge წარმოადგენს სანდო ონლაინსივრცეს სწრაფი მიწოდებით, რომელიც ამ ეტაპზე ოპერირებს მხოლოდ თბილისში და არის 500+ საერთაშორისო პროდუქტი, პერსონალური რეკომენდაციებით და B2B მომსახურებით.
"ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ალკოჰოლი, არამედ თანამედროვე შოპინგგამოცდილება, რომელიც დროის ეკონომიას, ხარისხსა და სანდოობას აერთიანებს", – ამბობს თინათინ საბელაშვილი.
თინათინ საბელაშვილი აღნიშნავს, რომ გუნდისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა მცირე დროში ისეთი პლატფორმის შექმნა იყო, რომელიც შეძლებდა ეპასუხა იმ მაღალი სტანდარტებისთვის, რომლის განვითარებაც მათი მიზანი იყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაფერი – დიზაინიდან ტექნიკურ მხარემდე – შესრულებულიყო სრულყოფილად, დახვეწილად და მომხმარებელზე მორგებული გამოცდილებით.
"ერთ-ერთი მთავარი სირთულე იყო თითოეული პროდუქტის დეტალური აღწერის, სწორი სტრუქტურისა და ვიზუალური სტანდარტის შექმნა – განსაკუთრებით ასეთი დიდი ასორტიმენტის შემთხვევაში. თავდაპირველად გამოწვევად ჩანდა ყველა დეტალის სისტემურად დამუშავება, თუმცა საბოლოოდ შევძელით თითოეული პროდუქტის უნიკალურობის, წარმომავლობისა და ხარისხის წარმოდგენა ისეთ დონეზე, რომელიც ბაზარზე ახალ სტანდარტს აყალიბებს.
წინაღობები ბევრ ნაწილში გამოჩნდა, მაგრამ სწორედ ამ პროცესმა და შემართებამ ჩამოაყალიბა alcozon.ge – ტექნიკურად გამართული, თანამედროვე და მაღალ სტანდარტებზე აგებული პლატფორმა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს მისცემს ისეთ გამოცდილებას, როგორსაც თავიდანვე ვგეგმავდით", – ამბობს ის.
კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ALCOZON-ის უკან დგას სამი ადამიანი, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ერთ სურვილზე კონცენტრირებულები – შეექმნათ პლატფორმა, რომელიც რეალურ ცვლილებას მოიტანდა.

"ჩვენი გუნდური სინერგია – სამი ადამიანის მრავალწლიანი გამოცდილებით ფინანსურ, ტექნოლოგიურ და ალკოჰოლურ სფეროში – გახდა ის ინსპირაციის წყარო, რომელიც გადაიქცა მკაფიო ბიზნესსტრატეგიად და გამოწვევად, რომლის შესრულებაც გვინდოდა მაღალი სტანდარტებით და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილებით, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომით", – ამბობს ის.
მისი თქმით, პლატფორმა სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე და უკვე იღებენ დადებით უკუკავშირს მომხმარებლებისგან. ის აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი შეფასებები გარდაიქმნება ფინანსურ შედეგებსა და ზრდაში, რაც გუნდს არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან.
"ეს არის შემოქმედებითი პროცესისა და კარგად დაგეგმილი ბიზნესსტრატეგიის იდეალური ბალანსი და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე დიდ ინსპირაციას ყოველდღიურ საქმიანობაში", – ამბობს თინათინ საბელაშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ALCOZON აპლიკაციის შექმნაც, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუმარტივდეთ შეძენის პროცესი და ყოველთვის ჰქონდეთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ახალი აქციებისა და შეთავაზებების შესახებ. აპლიკაციას დაემატება თანამედროვე ფუნქციები და ინსტრუმენტები, რომლებიც მომხმარებლის არჩევანს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

კომპანიისთვის 12 თვის მთავარი მიზანია პოზიციის გამყარება საქართველოს ბაზარზე. დღეს სწრაფი მიწოდება მოქმედებს მხოლოდ თბილისში, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ხედვაა, რომ Express Delivery სტანდარტი საქართველოში ყველა დიდ ქალაქში იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთან, თინათინ საბელაშვილი აღნიშნავს, რომ იგეგმება პლატფორმის განვითარება ყველა მიმართულებით:
• ასორტიმენტის გაფართოება ექსკლუზიური ბრენდებით, ბარის ინვენტარითა და ახალი პროდუქტებით. ასევე, დისტრიბუტორი პარტნიორების დამატებით, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია განათავსონ თანამედროვე პლატფორმაზე – სივრცეში, რომელიც მთლიანად მომხმარებლის გამოცდილების ხარისხის ზრდაზეა ორიენტირებული.
• ტექნოლოგიურად გაძლიერებული პლატფორმა ავტომატიზებული ფუნქციებით, ინტერაქტიული ფილტრებით, გაუმჯობესებული UX/UI-ით და სწრაფი ნავიგაციით.
• Express Delivery ქვეყნის მასშტაბით – თბილისიდან რეგიონებში.
• B2B მიმართულების გაფართოება – პროფესიონალური მომსახურება HoReCa სექტორისთვის – სტაბილური მიწოდება, მკაფიო პირობები და პარტნიორული შეთავაზებები.
• ბრენდის გაძლიერება და მარკეტინგი.
"ჩვენი მიზანია, ALCOZON გახდეს ის პლატფორმა, რომელსაც მომხმარებელი ბუნებრივად უკავშირებს სანდო, ხარისხიან და თანამედროვე გამოცდილებას და როცა ალკოჰოლის შეძენაზე ფიქრობს, მისი პირველი სურვილი სწორედ ჩვენთან შემოსვლა იყოს", – ამბობს თინათინ საბელაშვილი, ALCOZON-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი.