Get All Access for $5/mo

"არგო" - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მაღალი ხარისხის მომსახურების მიღების ადგილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სასტუმრო Boutique Hotel Argo ქუთაისის ისტორიულ, ულამაზეს უბანში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს, დიდგვაროვანი ოჯახის დაკვეთით, ევროპელმა არქიტექტორმა, ქუთაისში მოდერნის სტილის ფუძემდებელმა, ედმუნდ ფრიკმა ააშენა.

შენობა იმ დროის ესთეტიკას კარგად ასახავს და დღეს სრულად აღდგენილი, განახლებული და ავთენტური შენობის კარი ჩვენი ქვეყნის თუ ქალაქის ყველა სტუმრისთვის ღიაა.

"ამ ღიაობამ და სტუმრების მხრიდან დაინტერესებამ მოგვცა ბიძგი, მეტი გვეფიქრა როგორც სტუმარზე, ასევე სამოქალაქო სექტორზე და სასტუმრო არა მხოლოდ ღამის თევის, არამედ საინტერესო და ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებების მქონე შეხვედრების ადგილად გვექცია. ამით შევძელით შენობისთვის არამარტო გარეგნული იერსახე შეგვენარჩუნებინა, არამედ მისი ისტორიაც გაგვეცოცხლებინა.

დღეს ჩვენი სასტუმრო არის სამოქალაქო თეატრის დაბადების, ქალაქისთვის ცნობილი, საპატიო მოქალაქეების ნამუშევრების გამოფენის ადგილი. სხვადასხვა წარდგენებისა და პრეზენტაციების კერა. ვართ სხვადასხვა პროექტის, მათ შორის პრემიის - "თავისუფალი" - რეგიონალური პარტნიორები და ა.შ ", - ნათია კახიანი, სასტუმროს "Boutique Hotel Argo" მენეჯერი.

როგორც ნათია ამბობს, სამოქალაქო სექტორის განვითარებაზე ზრუნვის პროცესში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე სასიხარულო ამ წამოწყებაში თავად საზოგადოების დაინტერესება და უკუკავშირია.

"გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და რომელიც სრულიად ახალი გამოცდილებაა ბიზნესისა და საზოგადოებისთვის, ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაციაა.

ეს გაბედულობას მოითხოვდა, რადგან სამოქალაქო აქტივობა არ იყო შემოსავლის მიღებაზე გათვლილი და სრულიად უსასყიდლო აქტი გახლდათ, თუმცა ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ბიზნესის მიმართვა სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობისკენ ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, და ეს არათუ დაგვაზარალებს, არამედ თავის დივიდენდებს სახალხო სიყვარულისა და პატივისცემის სახით აუცილებლად მოიტანს ".

როგორც ნათია გვიყვება, მარტის დასაწყისში კომპანია "ჩაიხანასთან" ერთად ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ანას პროცესი" ჩვენებას გეგმავს. სასტუმროში მოწვეული იქნებიან გადამღები ჯგუფი, რეჟისორი და სტუმრები. ასევე მომდევნო თვეების ღონისძიებები წინასწარ დაგეგმილია.

"დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მოსმენა მასწავლა, საჭიროებების დანახვა, პასუხისმგებლობის გათავისება, რესურსებისა და დროის პატივისცემა.

რა რჩევას გავცემდი? სიახლეებს არ შეუშინდეთ, განვითარება არ შეაჩეროთ. ეცადეთ ზომიერება ყველგან და ყველაფერში იპოვოთ. ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც მთელი არსებით უყვარს, სადაც საკუთარ თავს იპოვის. მხოლოდ ასეთი საქმის კეთება უზღვავ ენერგიას მოგცემთ, ძალას და წარმატებას მოგიტანთ".

კომპანიის მიზანია, ქუთაისს "არგოს" სახით მაღალი ხარისხის მომსახურების სასტუმრო ჰქონდეს, სადაც ქალაქის სტუმრები ავთენტურ გარემოში მოხვდებიან, სასტუმროში, სადაც ამ ქალაქის წარსული, გემოვნება, ხასიათი კარგად ჩანს და, ამავდროულად, იყოს ადგილი, რომელიც ქალაქისა და სომოქალაქო სექტორის განვითარებისთვის იზრუნებს".

სასტუმრო Boutique Hotel Argo ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის #51-ში მდებარეობს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს