Sponsored Content

BMAutopark - ავტომობილების ყიდვისა და გაყიდვის თანამედროვე და მოხერხებული შესაძლებლობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BMAutopark - ავტომობილების ყიდვისა და გაყიდვის თანამედროვე და მოხერხებული შესაძლებლობა

"დრო იცვლება, მასთან ერთად ადამიანებიც. ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომელშიც ყოფითი "აუტანელი" საქმეების გამარტივებას ვცდილობთ. ძალიან ბევრი დამეთანხმება, რომ ავტომობილის ყიდვა/გაყიდვა დიდ რესურსს მოითხოვს, როგორც დროს, ასევე ნებისყოფას.

დაკვირვების შედეგად, გამიჩნდა იდეა, რომ ყველას აქვს უფლება, აისრულოს საკუთარი ოცნებები, ზედმეტი დაღლისა და ნერვიულობის გარეშე. სწორედ ამისთვის ვარსებობთ ჩვენ.

ჩვენი გუნდი მომხმარებელს სასურველი ავტომობილის შეძენასა და გაყიდვაში ეხმარება. მომხმარებლის ნაცვლად, ჩვენი ავტოპარკი ავტომობილს როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად ამოწმებს. თანაც ისე, რომ მომხმარებელი ამ დროს შეიძლება თავის სამუშაოს ასრულებდეს ან მშვიდ გარემოში ჩაის მიირთმევდეს და ისვენებდეს", - მარიამ გოგიაშვილი, BMAutopark-ის დამფუძნებელი.

როგორც მარიამი გვიყვება, 23 წლის ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა დიდ გამბედაობას, ძალას, მიზანმიმართულობას და რაციონალურ აზროვნებას მოითხოვდა.

"ყველაფრის ნულიდან დაწყება მარტივი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვერდით არავინ გყავს, ვინც დაგეხმარება და ავტოსფეროსა და ბიზნესის მართვას გასწავლის.

როგორც კი შიშის ეტაპს გაივლი, ჟინიც გემატება და ხვდები, რომ ის, რაც ოდესღაც მიუწვდომელი გეგონა, ნელ-ნელა მისაწვდომი ხდება. მკვეთრი და თავდაჯერებული ნაბიჯების გადადგმასთან ერთად აცნობიერებ, რომ შენი იდეა მხოლოდ იდეად არ დარჩენილა. ღირებულის შექმნა შეძელი", - ამბობს მარიამი.

გვირჩევს, რომ როგორი რთულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს მიზანი, მასზე უარი არ უნდა ვთქვათ. რადგან ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი ისტორიის დასაწყისია.

"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც არაფრისგან ყველაფრის შექმნა შეუძლია. იგი შეუპოვარი, გაბედული და მიზანსწრაფულია. არ ღალატობს თავის იდეას და შეუძლია მას ხორცი შეასხას".

შთაგონებას საქმიანობაში საკუთარი ძალა, ენერგია და რესურსი აძლევს, კმაყოფილი ადამიანები და მათი ახდენილი ოცნებები.

"გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები. ქალს ნებისმიერი ბიზნესის დამოუკიდებლად მართვა შეუძლია. ქალებმა თავიანთი ავტომობილებით თამამად უნდა იარონ სპეციალისტებთან, თუ ამის საჭიროება ექნებათ, ან თავად გახდნენ სპეციალისტები".