📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ჩვენ გვჯერა, რომ ნივთებს ზღვა ემოციისა და პოზიტიური განწყობის შექმნა შეუძლიათ ყოველდღიურ ცხოვრებაში"- ჰალო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "ჰალო" ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. კომპანია ანა ერემეიშვილმა და ლალი ქუთათელაძემ დააარსეს.

თანადამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი მიზანი საყვარელ ადამიანებთან ერთად ზღვაზე გატარებული მომენტების გაცოცხლება იყო. მათი თქმით, უნდოდათ შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში ხალისს შეიტანდა.

ყოველდღიურ ნივთებში ემოციური კავშირის ნაკლებობის აღდგენა ჰალომ 3 წლის წინ დაისახა მიზნად, "ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ბრენდი, რომელსაც შეეძლო სიცოცხლე შეეძინა ხშირად შეუმჩნეველი ნივთებისთვის".

ანა იხსენებს, რომ პანდემიის პერიოდში ბიზნესის დაწყება კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა. მისი თქმით, ფაქტობრივად, გაურკვევლობაში უწევდათ ნავიგაცია და ყოველი შემდეგი ნაბიჯის გადადგმა.

როგორც ანა ამბობს, პოსტპანდემიურ პერიოდში რთული იყო ნედლეულის შესყიდვის პროცესი უცხოურ ბაზარზე, რადგან საქართველოში სათანადო ხარისხის მასალა არ მოიპოვებოდა.

"ეს მღელვარე პერიოდი მოითხოვდა არა მხოლოდ სამეწარმეო სულისკვეთებას, არამედ გამძლეობას, რათა შევგუებოდით მცირე წარუმატებლობებს და ფარ-ხმალი არ დაგვეყარა".

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც "ჰალოს" დამფუძნებლები აღმოჩნდნენ, ეპოქსიდურ ფისზე მუშაობა იყო - მასალაზე, რომელზეც მანამდე არასდროს სმენიათ. ახალგაზრდა მეწარმეებმა ექსპერიმენტებზე დაყრდნობით შეიმუშავეს ფორმულა, რომლითაც დღეს საუკეთესო ხარისხის 3დ ტალღის ეფექტს იღებენ.

"მრავალი წარუმატებლობა და იმედგაცრუება გვქონდა ადრეულ ეტაპებზე, მაგრამ მივაგენით ფორმულას - გუნდის ურყევმა ერთგულებამ საბოლოოდ შედეგი მოგვცა. დღეს თამამად შეგვძილია ვთქვათ, რომ საქართველოში პირველები ვართ, ვინც საუკეთესო ხარისხის 3D ტალღის ეფექტით შექმნა პროდუქტი, რომელიც მორგებულია სახლის ყველა სივრცეზე", - ამბობენ დამფუძნებლები.

ანა იხსენებს, რომ სტერეოტიპები მათ გარშემოც იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ეფექტურმა თანამშრომლობამ მათთვის ეს რეალობა შეცვალა. მათ მოახერხეს რკინის, ხისა თუ სარკის საამქროებში საინტერესო თანამშრომლობების ჩამოყალიბება. დღეს ამ სივრცეებში მათ ყველა "გოგოების" სახელით იცნობს. დამოუკიდებელმა საქმიანობამ ქალ ანტრეპრენერებს დაანახვა, რომ ადამიანის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა და რომ გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარ ინსტინქტებს უნდა ენდონ.

"მეწარმეობის გზა არ არის მარტივი. ყოველდღე გიწევს, საკუთარ თავს დაუსვა კითხვა - სწორ გზაზე დგახარ თუ არა, ეს არის გარდაუვალი პროცესი, ზუსტად ეს გარემო გზრდის, გავითარებს და კომფორტის ზონიდან გამოჰყავხარ, რა დროსაც უფრო ფოკუსირებული და მიზანდასახული ხდები", - ამბობს ანა.

კითხვაზე, ვინ არის მათთვის ნამდვილი ანტრეპრენერი, "ჰალოს" დამფუძნებლები ასე გვპასუხობენ:

"ადამიანი, რომელიც უარს ამბობს სტანდარტული ცხოვრების სტილზე, აქვს მიზანი,რომლისკენაც სწორხაზოვანი ფიქრებით, მიზნებით, ქმედებებით და მოკლე ნაბიჯებით მიიწევს".

ანა და ლალი ამბობენ, რომ საქმეში მათი მთავარი ინსპირაცია და შთაგონება დაუვიწყარი მოგონებებია, რომლებიც ზღვასთან ასოცირდება. თითოეული პროდუქტი ატარებს არა მხოლოდ ზღვისა და ოკეანის ფერების ესთეტიკას, არამედ განასახიერებს ქართული სუფრის კულტურის ელემენტებსა და ღვინის ფერებს.

დაარსებიდან სამი წლის შემდეგ "ჰალოს" სამომავლო ხედვაა წარმოების გაფართოება და უნიკალური სივრცის შექმნა, სადაც მომხმარებელს შეეძლება წარმოების რთული ეტაპების მოწმე და მონაწილეც კი გახდეს.

გარდა ამისა, იგეგმება შეკვეთების მიღების გაციფრულება, რათა მომხმარებლის წარმოსხავის რეალობაში გადმოტანა უფრო გამარტივდეს. მომხმარებლებს მიეცემათ საშუალება, აღნიშნონ სასურველი დაფარვის არეალი არსებულ შაბლონებზე და ფერის გრადაციები თავიანთ სურვილებს მოარგონ.

"საბოლოო მიზანი მუდმივი რჩება - განვითარება, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება და, უპირველეს ყოვლისა, ზღვა ემოციების გაცემა".

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!