Get All Access for $5/mo

Coffee Shop "ნინასი" წალენჯიხიდან მალე საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"წალენჯიხაში take away ყავის ჭიქებით სარგებლობა მიუწვდომელი გახლდათ. აპარატული წესით მომზადებული ყავა ბაზარზე არ არსებობდა, რაც ჩემში უკმაყოფილებას იწვევდა. მქონდა სურვილი, შემექმნა ბრენდი, რომელიც სათავეს ჩემი მშობლიური წალენჯიხიდან აიღებდა", - ნინო შანავა, coffee shop "ნინასის" დამფუძნებელი, დირექტორი.

როგორც ნინო გვიყვება, ბიზნესგეგმის დაწერის შემდეგ "აწარმოე საქართველოს" მიერ ორგანიზებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც 27 750 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

"ჩემი გამარჯვების შემდეგ "აწარმოე საქართველოს" პროექტით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა. მწერდნენ და მეკითხებოდნენ პროექტის მსვლელობის დეტალებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ნინასი" ბევრისთვის მოტივაციის წყარო გახდა".

ნინო იხსნებს, რომ პროექტის მსვლელობის დროს რთული გზა გაიარა, ბევრი დაბრკოლება გადალახა. თუმცა გამორჩეული ოჯახისა და წალენჯიხელების გვერდით დგომით მიზანი განახორციელა.

"დიდი რესურსი ჩავდე და ვფიქრობ, გაამართლა. წარმატებებს ბავშვობიდან სირთულეების გადალახვის ფასად ვაღწევ. დღეს ეს დაბრკოლებები აღარ მაშინებს. ადამიანი ცვლილებების კატალიზატორი უნდა იყოს და მარტივ, რუტინულ ყოველდღიურობას არ უნდა ეგუებოდეს".

ნინო გვიყვება, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდა, ურჩევდა ზედმეტი პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა და სტანდარტულ სამსახურში ემუშავა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მიზანზე უარი არასდროს უთქვამს.

"ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ საკმაოდ დიდ სირთულეს შევეჭიდე, მაგრამ მომავალ მეწარმეებს მინდა ვურჩიო, სწორედ ამ სირთულეების გადალახვა აღძრავს კმაყოფილების გრძნობას და იძლევა მოტივაციას, რომ ხვალ მეტი გააკეთო. შეუძლებელი და გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, მთავარია მოვინდომოთ და სწორად დავისახოთ მიზანი".

მისი აზრით, ანტრეპრენერი არის შეუპოვარი ადამიანი, რომელიც სირთულეებს არ უშინდება და ახალი შესაძლებლობებისკენ მიიწევს.

"ჩემი ინსპირაციის წყარო მამაჩემია, რომელიც ბნელ 90-იან წლებში წალენჯიხის ნათელი მაგალითი იყო, რადგან ძალიან წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. ბავშვობიდან მეც მინდოდა საკუთარი საქმე და ბიზნესი მქონოდა. ამ რეალობას 24 წლის ასაკში ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი".

ნინო უახლოეს მომავალში მეორე ობიექტის გახსნას სხვა ქალაქშიც გეგმავს. სურს, რომ რამდენიმე ობიექტი გახსნას და უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს, რათა "ნინასი" საქართველოს სხვა ქალაქებშიც გახდეს ცნობილი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი