📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"დენტოგრაფი" - თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დენტოგრაფი" არის კლინიკა, რომელიც თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტმა მოკლე დროში სასურველი შედეგი მიიღოს. პაციენტს საშუალება აქვს, ექიმთან უშუალო კომუნიკაციის გზით გააკეთოს არჩევანი და სწორად გამოიყენოს ან შეაფასოს რესურსები.

"დენტოგრაფი" მომხმარებელს სთავაზობს თერაპიულ, ქირურგიულ, ორთოპედიულ, ორთოდონტიულ, იმპლანტოლოგიურ მომსახურებას; მშვიდ, მყუდრო და მეგობრულ გარემოს, რომელიც ნაკლებად არის ორიენტირებული მარკეტინგულ ხრიკებზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკას აქვს საკუთარი ლაბორატორია "დენტოგრაფ ლაბი" , რომლის საშუალებითაც დროულად შეგიძლიათ საოცნებო ღიმილი მიიღოთ.

"მას შემდეგ, რაც სამედიცინო სფეროში მოვხვდი, მუდამ ვოცნებობდი საკუთარ კლინიკაზე. დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც სამსახურიდან წამოვედი, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა.

იმ წამიდან დავიწყე ფიქრი, როგორ და სად მენახა კლინიკისთვის შესაფერისი სივრცე. ამ ყველაფერს კი ართულებდა ის, რომ არ მქონდა საკმარისი ფინანსური რესურსი. როცა ჩემს იდეასა და მიზანზე საუბარი დავიწყე, ძალიან ბევრი ადამიანი სკეპტიკურად განეწყო, თუმცა ბევრიც გვერდით დამიდგა. მე, ჩემმა მეუღლემ და ჩვენმა მეგობარმა საერთო ძალებითა და რესურსებით შევქმენით კლინიკა "დენტოგრაფი", - მარიამ დემეტრაშვილი, "დენტოგრაფის" თანადამფუძნებელი.

როგორც მარიამი გვიყვება, ერთმანეთის მიმართ ნდობისა და რწმენის დახმარებით მიზანი წარმატებით განახორციელეს. მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, უამრავი უძილო ღამისა და სირთულეების გადალახვის შემდეგ.

ეს განსაკუთრებით რთული იყო, რადგან გარემო ძალიან კონკურენტუნარიანია და ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა არსებობს. ამ პირობებში ყველაფერი ბევრად რთული და საპასუხისმგებლოა, მითუმეტეს მაშინ, როცა ადამიანის ჯანმრთელობას საქმე ეხება.

"დენტოგრაფის" გუნდი უწყვეტ განათლებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ახლო მომავალში ახალი საერთაშორისო საიმპლანტაციო სისტემის დანერგვა იგეგმება, რომლის ექსკლუზივიც მხოლოდ "დენტოგრაფს" ექნება.

"ჩვენი სურვილია დენტოგრაფი ყველასთვის ნაცნობი და სანდო კლინიკა გახდეს".

Business News

ისტორიული აღიარება - "პორშე ცენტრი თბილისს" მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

"პორშე ცენტრი თბილისმა" ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია