Get All Access for $5/mo

"ეკომეტრი" - ქართული კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაში ეხმარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოში შექმნილი გლობალური ეკოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა კაცობრიობის ისტორიაში. დარგის სპეციალისტების აზრით, მისი გადაჭრა შესაძლებელია არა ცალკეული ინდივიდუალური მიდგომებით, არამედ კაცობრიობის სრული ძალისხმევითა და ჩართულობით. ცალსახაა, რომ ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი ფაქტორია როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური პროცესები. სწორედ ამ შეუქცევადი მოვლენების პრევენციის მიზნით, თინათინ ჟიჟიაშვილმა დააარსა გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი "ეკომეტრი", რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. დაარსების დღიდან კომპანია აქტიურად ეხმარება სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს ქვეყანაში არსებული გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაში. გარდა ამისა, კომპანია უზრუნველყოფს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), მსოფლიო ბანკისა (WB) და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადებას.

საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება და დარგის სპეციფიკის ცოდნა თინათინ ჟიჟიაშვილმა საერთო კეთილდღეობის ფუნდამენტად აქცია და წინ წამოწია მთავარი ფასეულობა, რასაც გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვა ჰქვია. დაფუძნების დღიდან კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და იძენს სხვადასხვა ტიპის გამოცდილებას უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ რეალობაში გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ცენტრი ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაა, რომელიც დავაარსე 2020 წელს. დღემდე ვოპერირებთ თანმიმდევრული, გააზრებული სტრატეგიის მიხედვით. როგორც უკვე ვახსენე, კარგად გააზრებული სტრატეგია პირდაპირ კავშირშია კომპანიის გრძელვადიან წარმატებასთან, საბაზრო პოზიციონირების სიმყარესა და მდგრად განვითარებასთან. კომპანია დღეს ქართულ ბაზარზე ქმნის ხარისხიან, სრულფასოვან, ოპერატიულ საკონსულტაციო მომსახურებას გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და მოწინავე პოზიციები უჭირავს დარგის რეიტინგულ კომპანიებს შორის. ამასთან, საგულისხმოა, რომ კომპანიის თანამშრომელთა სრული უმრავლესობა ქალია. ყოველღიურად ვაკვირდები ქალების მრავალფეროვან უნარებს და მათ ვაძლევ ინსპირაციას, რეალიზდნენ, განვითარდნენ და აღმოაჩინონ საკუთარი თავის მხოლოდ საუკეთესო ვერსია", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს "ეკომეტრის" დამფუძნებელი და დირექტორი, თინათინ ჟიჟიაშვილი.

"ნამდვილი ანტრეპრენერისთვის მთავარი მუდმივობაა. ნებისმიერი მოცემულობის მიუხედავად, დგამს ნაბიჯს წინ და არ ჩერდება", - განმარტავს რესპონდენტი და ამატებს, რომ საკუთარი კომპანიის განვითარების ხედვა და პერსპექტივაც სწორედ ამ ინსპირაციაზე იქნება აგებული.

"კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად და შედეგების გასაუმჯობესებლად, ვფიქრობ, ყველა კომპანია საჭიროებს სტრატეგიულ ხედვასა და კონცეფციას. მიღწეული წარმატებები საშუალებას იძლევა, შეფასდეს კომპანიის მიმდინარე შედეგი და შესაძლებელს ხდის შედეგების განჭვრეტას უფრო ფართო, გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეს კომპანიის განვითარება აქტიურ ფაზაშია. დავიწყეთ ბიზნესპროცესების ავტომატიზება. ამასთან, დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან. იმედი გვაქვს, ჩვენი მონდომებით, ეფექტიანი შრომით და საქმის სწორად კეთებით ღირსეულად შევალთ და დავიმკვიდრებთ თავს საერთაშორისო ბაზარზეც".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი