Get All Access for $5/mo

FlowersGe Events - თქვენთვის ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას დაგეგმავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

FlowersGe Events - ქართული სააგენტოა, სადაც ღონისძიებების სამი მთავარი მიმართულებაა გაერთიანებული: ყვავილები, საორგანიზაციო გუნდი და საღონისძიებო ინვენტარი.

კომპანია Flowers Ge 2005 წლიდან არსებობს. პოზიციონირებს, როგორც ყვავილების მაღაზია, ასევე კომპანია მომხმარებლებს დეკორატიული გაფორმების მიმართულებითაც ემსახურებოდა.

"2019 წელს კომპანიის თანადამფუძნებელთან, ნანა ლაშქარაშვილთან ერთად, რომელიც ამავე დროს არის Flowers Ge-ს ხელმძღვანელი, გაგვიჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური გამხდარიყო და დავაარსეთ ივენთ მენეჯმენტ კომპანია FlowersGe Events.

ამ წლების განმავლობაში უამრავი კორპორაციული და პერსონალური ღონისძიება წარმატებით გავმართეთ და ერთგული მომხმარებლები შევიძინეთ. მთავარი მიზანი ივენთ მენეჯმენტ კომპანიის იყო ის, რომ გვსურდა მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა და ყველა მთავარი მიმართულება, რაც ღონისძიებას სჭირდება, ერთი კომპანიის ქვეშ გაგვეერთიანებინა. მომხმარებელს ერთ კომპანიაში დაეკვეთა ყვავილი, აეყვანა საორგანიზაციო გუნდი და დაექირავებინა საღონისძიებო ინვენტარიც", - სოფო გელაშვილი, კომპანია FlowersGe Events-ის თანადამფუძნებელი.

როგორც სოფო გვიყვება, ბიზნესის საწყის ეტაპზე კონკურენცია ძალიან მაღალი იყო. ამას პანდემიის პერიოდიც თან დაერთო, რამაც ბევრი ბიზნესი საფრთხის ქვეშ დააყენა.

"ვიფიქრეთ, ჩვენი მომსახურება რით უნდა ყოფილიყო გამორჩეული. საწყის ეტაპზე სწრაფად განვითარებას საორგანიზაციო გუნდისა და ყვავილების არსებობამ შეუწყო ხელი. საღონისძიებო ინვენტარი დავამატეთ და გავხსენით შოურუმი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოვიდეს და ადგილზე მისთვის სასურველი ინვენტარი და დეკორაცია შეარჩიოს.

ასევე შოურუმი გვეხმარება დეკორაცია რენდერის ნაცვლად შევთავაზოთ, რეალურად ავუწყოთ და ადგილზე ვაჩვენოთ, რაც დამკვეთისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალიან ამარტივებს. საღონისძიებო ინვენტარის მასშტაბურობიდან გამომდინარე კი, შეგვიძლია ერთდროულად 1000 კაციან და მეტ ღონისძიებას მოვემსახუროთ", - ნანა ლაშქარაშვილი, კომპანიის თანდამფუძნებელი.

სოფოს საქმიანობაში ინსპირაციას ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებელი აძლევს. ანტრეპრენერებს ურჩევს, რომ გაბედულები იყვნენ და ყოველთვის აკეთონ საქმე, რომელიც მათ უყვართ.

Flowers Ge Events გაფართოებას გეგმავს და აპირებს, საერთაშორისო ბაზარი მოიცვას.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ფინანსები

სტარტაპის დაფინანსების სხვადასხვა გზები

თქვენი იდეის დასაფინანსებლად რთულ კომპრომისებზე მოგიწევთ წასვლა.