Join our Waitlist for Expert Advice!

გაიცანით ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც 87$ მილიარდს ფლობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფრანსუაზა მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის, L'Oreal -ის დამფუძნებლის, ეჟენ პოლ შუელერის შვილიშვილი და მემკვიდრეა. ბლუმბერგის მონაცემებით, 70 წლის ასაკში ფრანსუაზა მსოფლიოს უმდიდრესი ქალია. მისი ქონება წელს 16$ მილიარდით გაიზარდა და ამჟამად 87$ მილიარდს შეადგენს.

შუელერი ფარმაცისტი იყო, რომელმაც 1909 წელს L'Oreal-ი დააარსა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1957 წელს, კომპანიის მართვას სათავეში ეჟენის შვილი და ფრანსუაზას დედა, ლილიან ბეტანკური ჩაუდგა.

ლილიანის მეუღლე ანდრე ბეტანკური ცნობილი ფრანგული გვარის წარმომადგენელი იყო, რომელიც ცნობილი გახდა არა მხოლოდ პოლიტიკური საქმიანობით, არამედ გლამურული საღამოების სიყვარულითაც. თუმცა თავად ანდრე სოციალური შეკრებების მოყვარული არ გახლდათ. იგი სახლში დარჩენას და Vanity Fair-ის კითხვას ამჯობინებდა.

ფრანსუაზასა და ლილიანს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში შვილს "ცივი ბავშვი" უწოდა.

ზრდასრულ ასაკში ფრანსუაზამ ავტორობა გადაწყვიტა. იმპერიის მემკვიდრემ არაერთი წიგნი დაწერა ბერძნულ მითოლოგიაზე, იუდაიზმსა თუ კათოლიციზმზე. მისი ბოლო წიგნი "Regard sur la Bible" 2008 წელს გამოქვეყნდა.

ამჟამად ბეტანკური კომპანიის აქციების 33%-ს ფლობს. 2017 წელს, როცა დედამისი გარდაიცვალა, ფრანსუაზამ მილიარდობით დოლარის ოდენობის ქონება მიიღო.

იგი ფილანთროპიულ საქმიანობასაც ეწევა. 2019 წელს იმ ფრანგ მილიონერთა სიაში მოხვდა, რომლებმაც ნოტრ-დამის აღსადგენად მილიონები გაიღეს.

ფრანსუაზა ასევე ბეტანკურ-შუელერის ფონდის პრეზიდენტია, რომელიც 1980-იან წლებში მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებისთვის დაარსდა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი