Get All Access for $5/mo

გამარჯვებულები მიდიან და ვინც მიდის - იმარჯვებს

By Jason Piper

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ენი დიუკი, ექსპერტი გადაწყვეტილების მიღების საკითხებში ამბობს, რომ ბიზნესის დატოვებას საზოგადოება არასწორად იგებს. მასზე, როგორც წარუმატებლობაზე, ფიქრი უნდა შეწყვიტოთ და იგი ზრდის სტრატეგიად მიიჩნიოთ.

როდესაც წარმატებული ანტრეპრენერები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან, ისინი ხშირად საუბრობენ საკუთარ შეუპოვრობაზე: საქმეები რთულად იყო, მაგრამ ისინი არ დანებდნენ. ეს მართლაც შთამაგონებელი გზავნილია, მაგრამ შეცდომაში შეყვანაც შეუძლია. "წარმატების მისაღწევად, რთულ პრობლემებთან მოგიწევთ გამკლავება", − ამბობს ენი დიუკი, პოკერის ყოფილი პროფესიონალი მოთამაშე, რომელიც გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიებს ასწავლის პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში, აღმასრულებლების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, − "მაგრამ გარდა ამისა, წარმატების მისაღწევად, თქვენ უარი უნდა თქვათ იმაზე, რის გაკეთებაც არ ღირს".

ცუდი რეპუტაცია აქვთ მათ, ვინც ბიზნესს ტოვებენ და დიუკი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს სწორი არ არის. სწორედ ამიტომ დაწერა მან ახალი წიგნი − "უარის თქმა". "ჩვენ უარის თქმას უნდა შევხედოთ, როგორც შესაძლებლობას, რომელიც უნდა განვავითაროთ", − ამბობს ის. განსაკუთრებით ანტრეპრენერებმა, რომლებმაც შესაძლოა სამსახურიდან წასვლა წარუმატებლობასთან გააიგივონ და შესაბამისად, არ შეამჩნიონ გამაფრთხილებელი ნიშნები. არ აღიარონ, რომ მათ ბიზნესს უჭირს, და ფუჭად დახარჯონ ინვესტორების ფული, თანამშრომლების ძალისხმევა და საკუთარი დრო, წინსვლის უფრო პერსპექტიული გზების ძიებაში. აქ, დიუკი განმარტავს, თუ როგორ და როდის სჯობს დანებება… ან თუნდაც, როდის უნდა დატოვოთ მაგიდაზე გარიგება, რომელიც ფინანსურად ნაკლებად მომგებიანია.

რატომ უყურებენ ანტრეპრენერები არასწორად თავისი ბიზნესის დახურვის ალბათობას?

ანტრეპრენერები მეტისმეტად აქტიურები არიან, და მართლაც გასაოცრები. მათ დიდი ფასეულობები მოაქვთ სამყაროსათვის.

მაგრამ თუ რაღაც ისეთში ჩარჩით, რის გაკეთებაც არ ღირს, გამოდის, რომ საკუთარ თავს სხვა შესაძლებლობების მოსინჯვის უფლებას არ აძლევთ. ეს არის კონცეფცია, რომელსაც ალტერნატიული შესაძლებლობების დანახარჯებს" ვუწოდებთ.

"შეუპოვრობა" გიბიძგებთ, რთული საქმეები აკეთოთ, მაგრამ ისეთი რთული საქმეების კეთებასაც გიბიძგებთ, რომლებიც ღირებული არ არის, და ეს გიშლით ხელს იმაზე გადასვლაში, რაც ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

ანტრეპრენერები ამასაც ამბობენ: "მაგრამ მე ვალდებული ვარ ეს საქმიანობა ჩემი ინვესტორების გამო გავაგრძელო", მაგრამ ასე არ არის.

როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენს იდეაში ინვესტორების ფულის დაბანდება არ ღირს, იმ წუთასვე უნდა დააბრუნოთ კაპიტალი და გზა გააგრძელოთ. მე უამრავ ვენჩურულ კაპიტალისტთან ვმუშაობ და ისინიც ასე ფიქრობენ. მათ დადებითი შეხედულება აქვთ ადამიანებზე, რომლებიც ამას აკეთებენ, რადგან იციან, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა უზომოდ ძნელია.

კიდევ ერთი რამ, რასაც ანტრეპრენერები ამბობენ: "მე ვალდებული ვარ ჩემი თანამშრომლების გამო, რომ მუშაობა გავაგრძელო".

ისევ და ისევ, თქვენ მათ ცუდ სამსახურს უწევთ, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რაზეც ენერგიის დახარჯვა არ ღირს. თქვენ მათ ხაფანგში იმწყვდევთ იმით, რომ ჯიუტობთ, ვერ გადაგიწყვეტიათ საქმიანობის შეწყვეტა.

გარდა ამისა, ვინც უარს ამბობს სამუშაოზე, ვერასოდეს გაიგებს, მისი იდეა მიაღწევდა თუ არა წარმატებას. ეს კი, ძალიან ძნელია.

კეთილი, მაგრამ თუ საქმეს გააგრძელებთ, მაინც ზუსტად არ გეცოდინებათ, რად გადაიქცევა იგი, თუმცა გექნებათ შეგრძნება, რომ რაღაც ცუდი მოგელით. ასე რომ, რა გირჩევნიათ? − იცოდეთ, რომ რაღაც ცუდი გელით იმის გამო, რომ წარუმატებლობიდან მართლაც კატასტროფაზე გადასვლა გეშინიათ?

აქ ერთი ხრიკია: როდესაც წარმოება დაიწყეთ, თქვენ ხომ არ იცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?.. თქვენ ზუსტად იმავე მდგომარეობაში იყავით, როგორშიც ახლა ხართ, როდესაც თავის დანებებას ფიქრობთ, გარდა იმისა, რომ რეალურად მეტი იცით. იცით, რომ გზა, რომელზეც დგახართ, ალბათ საუკეთესო არ არის.

თქვენ წერთ, რომ: "ბიზნესზე დროულად უარის თქმა, როგორც წესი, ისე აღიქმება, თითქოს მეტისმეტად ადრე იყოს". რატომ ხდება ასე?

ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ჩვენ მას გაურკვეველ პირობებში ვიღებთ. გადაწყვეტილება ბიზნესის დატოვების შესახებაც ასევე გაურკვეველ პირობებში მიიღება. თქვენ ფიქრობთ: "ამ გზას უნდა გავყვე თუ არა?" − თუ გაჰყვებით, მიხვდებით, სწორ გზაზე დგახართ თუ არა! საერთოდ, როდესაც რაღაცას თავს ვანებებთ, დარწმუნებულებიც ვართ, რომ სხვა არჩევანი აღარ გვაქვს.

ყველა თქვენმა თანამშრომელმა დატოვა სამსახური და თქვენ ფული აღარ გაქვთ, და არც კითხულობთ, სწორია თუ არა ამ საქმის დატოვება, რადგან ეს ერთადერთი არჩევანი გახდა.

ნამდვილად გვსურს ბიზნესისთვის თავის დროულად დანებება იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი − როცა ჯერ კიდევ გვაქვს ფული ბანკში, როდესაც ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენს თანამშრომლებს დავეხმაროთ უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდნენ, როდესაც ჯერ კიდევ შეგვიძლია რაღაც სხვაზე გადასვლა, რაც შესაძლოა უფრო ფასეული იყოს.

ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ეს პროგნოზირების პრობლემაა. იმ მომენტში, როდესაც თქვენ უარს იტყვით ბიზნესზე, ჯერ კიდევ იქნება მისი ამუშავების შესაძლებლობა. პრობლემა ის არის, რომ მცირე შესაძლებლობა იარსებებს, იგი ფასეული გახადოთ.

"შეუპოვრობა" გიბიძგებთ, რთული საქმეები აკეთოთ, მაგრამ ისეთი რთული საქმეების კეთებასაც გიბიძგებთ, რომლებიც ღირებული არ არის, და ეს გიშლით ხელს იმაზე გადასვლაში, რაც ნამდვილად ღირს ძალისხმევად.

მოდი იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ შეიძლება პროგნოზირება. რა საშუალება არსებობს იმის დასადგენად, რომ ამ საქმეზე უარის თქმის დროა?

ერთ-ერთი საუკეთესო გზა, იმის შემუშავებაა, რასაც მე "მომაკვდინებელი კრიტერიუმების კომპლექტს" ვუწოდებ. წარმოიდგინეთ, რომ რაღაცას იწყებთ და ერთი წლის შემდეგ ხვდებით, რომ ბიზნესი უნდა დახუროთ. მაგრამ უკან იხედებით და ხვდებით, რომ ადრეულ ნიშნებს ამჩნევთ იმისა, რომ ამ არჩევანის გაკეთება მოგიწევდათ. რა სიგნალებს ამჩნევდით?

ახლა სხვადასხვა მაჩვენებელზე უნდა იფიქროთ, რომელიც სწორ გზაზე მდგარ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ. მაგალითად, როდესაც V1 პროდუქტს გამოუშვებთ ან დაადგენთ, ახალი მომხმარებლის შესყიდვები რა თანხას შეადგენს. მიხვდებით, ეს ბიზნესი უნდა გააგრძელოთ თუ უნდა დატოვოთ, დამოუკიდებლად იმისა, თუ რას მიიღებთ.

ამ მეთოდს ძალიან კარგად რონ კონვეი იყენებს, SV Angel-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. როდესაც დამფუძნებელს ხედავს, რომელიც წარმატების გზას არ ადგას, მასთან დისკუსიას მართავს. ის კი, აუცილებლად ეტყვის: "ვითარების შეცვლა და ყველაფრის გამოსწორება შემიძლია". ის კი, არ ეთანხმება მათ.

კონვეი უპასუხებს: "მე მჯერა თქვენი, მაგრამ ეს რა არის? მოდი ვნახოთ, რა იქნება მომდევნო, ვთქვათ, ორ თვეში. რას ვნახავთ?" − ის ხვდება, რა არის ეს კონკრეტული მაჩვენებელი, და შემდეგ ამბობს: "მოდით, ორ თვეში ვისაუბროთ და თუ საკონტროლო მაჩვენებლებს მიაღწევთ, მე ყველაფერში დაგეთანხმებით, მაგრამ თუ ვერ მიაღწევთ, მაშინ მის დახურვაზე უნდა ვისაუბროთ". და შემდეგ დასძენს: "იცით, რატომ? რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. თქვენი, როგორც ბრწყინვალე ადამიანის, ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, იმაზე შრომობთ, რაც არ ამართლებს, როდესაც შეგიძლია ისეთ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომელიც სამყაროსაც შეცვლის და თქვენს ცხოვრებასაც, და მე ამიტომ მინდა გაგათავისუფლოთ".

როდესაც ბიზნესის დატოვების შესახებ მიიღებთ გადაწყვეტილებას, ემოციურად გამოფიტულად იგრძნობთ თავს და ეს მომწონს. მთავარი წარმატება ან წარუმატებლობა კი არა, მთავარი − სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაა. მიუხედავად ამისა, იქამდე მისვლა ძნელია.

ჩვენ ამ საკითხებს "შიდა და გარე დადასტურებას" ვუწოდებთ: ჩვენ გვინდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ კარგ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და გვსურს, საკუთარი თავზე ასე ვფიქრობდეთ. საკუთარი იდენტობა სტარტაპის ნაწილი ხდება და განსაკუთრებით, ანტრეპრენერებისთვის.

ასე რომ, რა იქნება, თუ ბიზნესს დატოვებთ? სავარაუდოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბიზნესის დაწყება თავიდანვე შეცდომა იყო. ჩვენ გვაინტერესებს, რა იქნება ეს ისეთი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ? ეს იმას ნიშნავს, რომ წარუმატებელი ვარ? ეს იმ მომენტს ჰგავს, როდესაც მაშინ დანებდებით, როდესაც წარუმატებლობიდან კატასტროფამდე მიხვალთ. ეს გვაიძულებს იქ ჩავრჩეთ და ჩვენი პროგრესი შევანელოთ.

ალბათ სწორედ ამიტომ აღწერთ ბიზნესისთვის თავის დანებებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ხომ ინსტრუმენტები გვეხმარება რაღაცის შექმნაში.

ამ მაგალითს შესადარებლად ხშირად ვიყენებ: წარმოიდგინეთ, რომ პირველი პაემანი, რომელზეც წახვედით, ბოლო იყო, რადგან აზრის შეცვლის შესაძლებლობა არ გქონდათ. თქვენ მასზე უნდა დაქორწინებულიყავით. რამდენად ძნელი იქნებოდა პაემანზე წასვლის გადაწყვეტილების მიღება? რამდენის გამოკვლევა მოგიწევდათ? რა დრო დაგჭირდებოდათ სასხლეტისთვის თითი რომ გამოგეკრათ? ღმერთო ჩემო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. მაშ, რატომ უნდა იაროთ პაემნებზე? იმიტომ, რომ ინფორმაცია მოიპოვოთ ამ პიროვნების შესახებ. ზოგჯერ გააგრძელებთ შეხვედრებს და ზოგჯერ კი, უფრო ხშირად, გაეცლებით.

ასე რომ, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც ოდესმე მიგიღიათ, ამ პაემნის მსგავსია. თქვენ იდეებთან გაქვთ შეხვედრები. თქვენ გაცნობის პროექტში იღებთ მონაწილეობას. მიზეზი, რის გამოც ამას ვაკეთებთ, ასეთი გაურკვევლობის მიუხედავად, ის არის, რომ მოგვიანებით შეგვიძლია საერთოდ უარი ვთქვათ ამ ვარიანტზე.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია