Join our Waitlist for Expert Advice!

"გულარტი" - სუვენირებით გადმოცემული მთიანი აჭარის სილამაზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა პროექტშიც აქტიურად ვარ ჩართული. სადაც მივდივარ, ვცდილობ ემოციების გასახსენებლად რაიმე პატარა ნივთი წამოვიღო თან.

ასევე, მინდა მთიანი აჭარის თემატიკის მქონე სუვენირი თან ვატარო და ამ მხარის სილამაზისა და განსაკუთრებულობის შესახებ მოვყვე. ერთხელ ხულოში მოსულმა სტუმარმა მკითხა, სად შეეძლო ხულოს თემატიკის ბრელოკის ან მსგავსი ნივთის შეძენა.

მაშინ მივხვდი, რომ აჭარის მთიან მუნიციპალიტეტში მოსულ სტუმრებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, მინიმალური ზომისა და ფასის სუვენირი შეიძინონ, რომელსაც წონაც ნაკლები ექნება და მოგზაურობის მოგონებებსაც შეახსენებს.

თითქმის ერთი წელია ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. დავიწყეთ ისეთი სუვენირების წარმოება, როგორიცაა ბრელოკები, მაცივარზე მისაკრავი მაგნიტები, ბლოკნოტები ადგილობრივი თემატიკით და სხვა", - ასმათ ბოლქვაძე, "გულარტის" დამფუძნებელი.

ასმათი მიიჩნევს, რომ ბიზნესის დაწყება გამბედაობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არც თავად იყო გამონაკლისი. თუმცა ერთ დღეს ოცნებას გაჰყვა და შედეგიც მიიღო. "გულარტი" ხულოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი საყვარელ ბრენდად იქცა.

"პროფესიით ეკონომისტი ვარ, ჩემი პროფესიით ვმუშაობ, დამატებით ვცდილობ, ახალგაზრდებთანაც ვიმუშაო, ახალგაზრდული მუშაკის სტატუსით. არასდროს მქონია გამოცდილება CO ლაზერის დანადგარსა და მის პროგრამებთან მუშაობისა. ვიცოდი მხოლოდ ერთი რამ, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა, სხვა დანარჩენი კი მესწავლა.

ეტაპობრივად სწავლა დავიწყე, გავიარე ფასიანი კურსი. პრეაქსელერაციის პროგრამებში მონაწილეობამაც გამზარდა, ასევე მეგობრებს სარეკლამო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვთ და მეხმარებიან, დანადგარსა და შესაბამის პროგრამებთან მუშაობას მასწავლიან. ეს ყველაფერი უდიდესი შრომის შედეგია".

ასმათი გვიყვება, რომ პირველი ნამუშევარი დაბალი ხარისხის იყო. ვიზუალურადაც არც ისე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მოთმინების წყალობით ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ისწავლა.

გვირჩევს, რომ არ შეგვეშინდეს გამოწვევების და გამოწვევა მივიღოთ როგორც შესაძლებლობა. მისთვის ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც შეცდომების დაშვების არ ეშინია.

"ჩემი ინსპირაცია ჩემი სოფლის, ხულოს მუნიციპალიტეტის და აქაური ხალხის სიყვარულია. ზოგადად მგონია, რომ ადამიანმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს ხულოს მუნიციპალიუტეტი და აქაური ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, სტუმართმოყვარეობითა და ზღაპრული ბუნებით ისიამოვნოს".

"გულარტი" უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ბრენდის ვებსაიტის შექმნას აპირებს. ასმათი ამბობს, რომ სურს სუვენირებზე (ნაკეთობებზე) QR კოდები დაიტანოს, სადაც იქნება მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაცია როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე, ასევე გეგმავს შეიძინოს დანადგარები, რომლებიც უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის დამზადებაში დაეხმარება.

Instagram: https://www.instagram.com/gulart32

Facebook: https://www.facebook.com/GulArt.store

E-mail: gulart.store@gmail.com

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"