Get All Access for $5/mo

Gymtonic - ადგილი, სადაც თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფიტნესინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ნინი გოგუაძეს ისეთი სივრცის საჭიროება დაანახვა, სადაც ადამიანები არა მხოლოდ ვარჯიშისა და წონის კლებისთვის, არამედ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვისაც მივიდოდნენ. სწორედ ამ იდეით შთაგონებულმა გახსნა ახალი სავარჯიშო სტუდია თბილისში, სახელწოდებით GymTonic. ნინის თქმით, ამ ტიპის ფიტნესდარბაზები უკვე პოპულარულია მსოფლიოში, საქართველოში კი ახლა იკიდებს ფეხს.

კომფორტის ზონიდან გამოსვლა და საკუთარი ბიზნესის დაწყება მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდა. ნინი მუდმივად იმაზე ღელავდა, რა მოხდებოდა, თუ ყველაფერი ისე არ წარიმართებოდა, როგორც ჩაფიქრებული იყო − შესაფერის მომენტს ეძებდა და ამიტომ გეგმების განხორციელებას მომავლისთვის დებდა. მალევე მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა ნინის მისცეს , მიჰყოლოდა საკუთარ სურვილებს და ასეც მოიქცა.

"გვიან მივხვდი, რომ საჭირო არ არის იდეალურ მომენტს დაელოდო, მთავარია, უმოქმედოდ არ იყო და გადადგა თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯები. პროცესში გზა აუცილებლად გამოჩნდება და მიხვდები, რომ შეგძლებია და შენი ოცნებები მიზნებად გადაგიქცევია!", − აღნიშნავს ნინი გოგუაძე.

დარბაზის გახსნისთვის ბევრი რამ იყო საჭირო − ფინანსები, ლოკაცია, აღჭურვილობა, ბიზნესის მართვის გამოცდილება, გუნდი, და რა თქმა უნდა, ათლეტები, რომლებსაც მწვრთნელისადმი ნდობა გააჩნიათ. ყოველივე ეს ერთი შეხედვით საშიში და რთული აღმოჩნდა, თუმცა საკუთარი საქმის სიყვარულმა ყველა გამოწვევა წარმატებით გადაალახვინა. ნინის თქმით, სწორედ ეს იყო ის საქმე, რაც ძალიან უნდოდა და ამიტომ, როგორც საკუთარ ათლეტებს ვარჯიშის დროს, საკუთარ თავსაც შემოუძახა − "იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მე მგონია" − ასე დაიბადა GymTonic-იც.

"ყველას ხშირად გვსმენია − "შტანგა და ჰანტელები რა ქალის საქმეა, გოგოსთვის კარგია ცეკვა, ან რაიმე მსგავსი ვარჯიშები". ეს ფრაზა მეც ხშირად მომისმენია, მაგრამ მინდა გითხრათ, რვა წელია სერტიფიცირებული მწვრთნელი ვარ, ვვარჯიშობ CrossFit-ს, ვავარჯიშებ ქალებს, კაცებს, ბავშვებს და ასაკოვან ხალხსაც. ყველანი შტანგით და ჰანტელებითაც ვვარჯიშობთ და ის ფაქტი, რომ გოგო ვარ, შედეგის მიღწევაში ხელს არ გვიშლის", - აღნიშნავს GymTonic-ის დამფუძნებელი.

ნინისთვის ინსპირაციის წყარო არა მხოლოდ საკუთარი საქმის სიყვარული, არამედ მის მიერ მომზადებული ათლეტების ყოველდღიური გამარჯვებებია − უკეთესი გამძლეობა, მეტი ძალა, გაუმჯობესებული იმუნიტეტი, ენერგიულობა, მენტალური ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი − "მიხარია, რომ GymTonic მათთვის არის ადგილი, სადაც დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც შეუძლიათ ახალი ენერგიით და დადებითი ემოციებით დაიმუხტონ".

GymTonic-ის დამფუძნებლის თქმით, ვარჯიში არ არის მხოლოდ ვიზუალური ცვლილებები, არამედ საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. სწორედ ამიტომ, ნინის და GymTonic-ის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს ამ იდეის გარშემო.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ