Get All Access for $5/mo

HAPPY GREEN - ქართული სტარტაპი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის ცივი დაწურვის წვენები, სმუზები და ენერგეტიკული ბურთულები ქართული სტარტაპისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი - ლოკაცია: KD4US

ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვების კულტურა დღეს ის მსოფლიო ტრენდია, რომელსაც არა მხოლოდ რიგითი ადამიანები, არამედ ბიზნეს და სტარტაპსექტორიც აქტიურად მისდევს. მის კვალდაკვალ კი ჯანსაღი პრინციპების შესაბამის სერვისებსა და პროდუქტებს ქმნის, ავითარებს და გვთავაზობს.

HAPPY GREEN სწორედ ის ახალბედა ქართული სტარტაპია, რომელიც მსოფლიოს ჯანსაღ, მწვანე და ვეგანურ ტენდენციას სრულად პასუხობს და მომხმარებლებს საქართველოში წარმოებულ ცივი დაწურვის წვენების ნაკრებს, სმუზებსა და ენერგეტიკულ ბურთულებს სთავაზობს.

სტარტაპი ლიზა აბრამიშვილმა და ანა გაგუამ დააფუძნეს. საზღვარგარეთ სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა მეგობრებმა ჯანსაღ ცხოვრების წესსა და კულტურასთან მჭიდრო კავშირის მქონე საქმიანობის წამოწყება განიზრახეს. აღსანიშნავია, რომ ანა კეთილდღეობის ქოუჩის წოდებას ფლობს, რომელიც აშშ-ში 1-წლიანი ქოუჩინგის კურსის გავლის შემდეგ მიენიჭა. ამდენად, პროფესიულად ესმის, რამდენად დიდია ჯანსაღი კვების როლი ადამიანთა კეთილღეობისა და ბედნიერებისთვის. გადაწყვიტეს, დაგროვილი გამოცდილება და სურვილები საერთო საქმეში გაეერთიანებინათ. ასე დაიბადა HAPPY GREEN – ბრენდი, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურებულ სრულიად ჯანსაღ, ვეგანურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს. პროდუქციაში არ გამოიყენება შაქარი ან რაიმე არაბუნებრივი დანამატი. სპეციალურად ბრენდისთვის შექმნილ ბოთლზე დატანილ ეტიკეტზე კი დეტალურადაა აღწერილი თითოეული წვენის შემადგენლობა და დამახასიათებელი თვისებები. წვენებს მხოლოდ ცივი დაწურვის მეთოდით, სპეციალური აპარატით იღებენ. ცივი დაწურვის ტექნოლოგია, ხილ-ბოსტნეულისგან სასარგებლო ვიტამინების, მინერალებისა და ენზიმების მაქსიმალურად მიღების აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს. თავდაპირველად, საქმეში ჩართული მხოლოდ ორნი – ანა და ლიზა იყვნენ. ყველა პასუხისმგებლობას ერთად ინაწილებდნენ – იქნებოდა ეს მომარაგების, მომზადებისა თუ ადგილზე მიწოდების სერვისის უზრუნველყოფა. დაარსებიდან 1 წლის თავზე კი ბიზნესი, რომელიც უკვე 20 000-ზე მეტ გაყიდულ ბოთლსა და 100-ზე მეტ ლოიალურ კლიენტს ითვლის, გაფართოვდა და დღეს HAPPY GREEN-ის პროდუქციას უკვე გაზრდილი გუნდური შემადგენლობა ქმნის.

ბრენდის პოპულარული დეტოქს-ნაკრები, რომელსაც ორგანიზმის გასაწმენდად, გასაჯანსაღებლად, განსატვირთად, იმუნიტეტის ასამაღლებლად და გასახდომად მიმართავენ, რვა სახეობის წვენსა და სმუზს აერთიანებს. მეტი ეფექტისთვის ისინი დანომრილია და სწორედ ამ თანმიმდევრობით მიღების შემდეგაა განსაკუთრებით ეფექტური. აღსანიშნავია, რომ დეტოქს-წვენებით განტვირთვისა და გაჯანსაღების დღეებს თანაბრად მიმართავენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. ხშირი მომხმარებლები არიან ბავშვებიც, რადგან მოზარდებისთვის ჯანსაღი დანამატები განსაკუთრებით რეკომენდებულია. წვენებზე გათვალისწინებულია ადგილზე მიტანის სერვისი. შესაძლებელია მათი კორპორაციული დაკვეთაც, რომელსაც ორგანიზაციები საკუთარი თანამშრომლების ენერგიულობისთვის ხშირად მიმართავენ. ასევე, HAPPY GREEN მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ჯანსაღ წახალისებას და მათ ხშირად სხვადასხვა აქციასა და სიურპრიზს სთავაზობს."ჩვენს დეტოქს-წვენებში არაერთ საინტერესო დასახელების წვენს შეხვდებით. მაგალითად, GREEN VIBES-ი სრულიად მწვანე შეფერილობის პროდუქტებს აერთიანებს და მწვანე ვაშლის, კივის, კიტრისა და ისპანახის ნაზავს წარმოადგენს. ამ წვენის შემადგენლობა თავდაპირველად აკვირვებდათ მომხმარებლებს, თუმცა ის მალე მათ საყვარელ სასმელად იქცა. ORGANGE FUN-ი ფორთოხლის, სტაფილოს, ლიმონის, კურკუმასა და ვაშლის ნაკრებია, YELLOW ENERGY კი ანანასს, ლიმონს, კოჭასა და ვაშლს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ ORGANGE FUN და YELLOW ENERGY გაყიდვების ლიდერი და მომხმარებელთა ფავორიტი წვენებია. HAPPY GREEN-ის თითოეული წვენის შემცველობა შემთხვევითი არ არის და მათი რეცეპტურა სპეციალურ დაკვირვებებზე დაყრდნობითაა შერჩეული", – გვიყვებიან HAPPY GREEN-ის დამფუძნებლები.

HAPPY GREEN-ის მკაფიო მიზანია, რომ მისმა პროდუქციამ ადამიანებს ბედნიერების განცდა და სიჯანსაღე მოუტანოს. შემთხვევითი არ არის ბრენდის ლოგოც: სიტყვა HAPPY-ში ბოლო ასო სტილიზებულად მომღიმარ სახეს გამოხატავს და დეტალად, იმ ფერის ხილის გამოსახულება აქვს დართული, რა შეფერილობის წვენზეც ეტიკეტია დატანილი.

"ჩვენი ბრენდის მთავარ მესიჯს DRINK YOUR FOOD წარმოადგენს. თანამედროვე დატვირთული ცხოვრების პირობებში ხილ-ბოტნეულის ყიდვა, შესაბამისი დამუშავება, მომზადება და მირთმევა, დიდ დროსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. მეორე მხრივ, მათი არასათანადო რაოდენობით მიღება საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ პროცესს ამარტივებს HAPPY GREEN. ის ამ შრომას საკუთარ თავზე იღებს და მოხმარებლებს დასალევი, თხიერი, სატარებლად მოხერხებული სახით სთავაზობს იმ აუცილებელ პროდუქტებს, რომლის მიღებაც ჯამრთელობისთვის აუცილებელია", – ამბობენ ლიზა აბრამიშვილი და ანა გაგუა.

აღსანიშნავია, რომ HAPPY GREEN გარემოსადმი პასუხისმგებლობას განსაკუთრებით გრძნობს. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებს სთხოვს გამოყენებული ბოთლები არ გადაყარონ. HAPPY GREEN-ის კურიერები გამოყენებულ ბოთლებს იბრუნებენ და ისინი პლასტიკატის გადამამუშავებელ ქარხანაში მიაქვთ, რითიც გარემოს დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

სასურველი წვენის ან ნაკრების შეკვეთა კი მომხმარებლებს HAPPY GREEN-ის FACEBOOK და INSTAGRAM გვერდზე შეუძლიათ. ასევე, მათი დაგემოვნება კაფეებში და ფიტნესცენტრებშია შესაძლებელი: "სკოლა", "ყიყლიყო", "ლეილა", "უკვე", "ფეფერ ბოი", "ერთი ყავა", Burger House Tbilisi, Double B, World Class და სხვა. მომავალში ბრენდი განვითარებასა და კიდევ არაერთი ჯანსაღი პროდუქტით აპირებს ასორტიმენტის გამდიდრებას, წარმოების გაზრდასა და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში მხარდაჭერას.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ტექნოლოგიური ტრენდები

Carusell - მანქანის ყიდვა/გაყიდვის სწორი გზა

"რადგან ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე დავიწყეთ ეს საქმე, გადავწყვიტე, რომ კომპანიისთვის სახელიც ხალხს შეერჩია და მისი მეწილენიც გამხდარიყვნენ"