Get All Access for $5/mo

IQ CLUB - ბავშვთა ინტელექტუალური განვითარების კლუბი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"როცა ჩემი პროფესიული ისტორია დაიწყო, ბაზარზე, მომხმარებელსა და მოგებაზე არაფერი ვიცოდი. ჩემი მთავარი ინსპირაცია ბავშვები და განათლების სფერო იყო. ვაცნობიერებდი იმას, რომ ადამიანმა საკუთარი ცხოვრება იმის კეთებას უნდა მიუძღვნას, რაც ძალიან უყვარს. ასეთ დროს ყველა დღე საჩუქარია და ყველა სირთულე მხოლოდ გამოწვევაა. არ ვიცი, მე ვაცოცხლებ ჩემს საქმეს, თუ ჩემი საქმე მაცოცხლებს მე", - ნინო ზარნაძე, IQ CLUB-ის დამფუძნებელი და დირექტორი.

ნინომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. მაშინ 26 წლის იყო. უნდოდა ეკეთებინა საქმე, რომელიც ცვლილებებს მოახდენდა. ამ დროს მას უკვე ჰქონდა საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

იგი ათ წელზე მეტია სხვადასხვა უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციას იკავებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები, კვლევები და სახელმძღვანელო საზოგადოებრივ ადმინისტრირებაში. ნინო, ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი გახლავთ. ჰარვარდის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაში, მოგვიანებით კი სამეცნიერო პროექტშიც მონაწილეობდა და საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე მეცნიერებთან ერთად განათლების სისტემის აქტუალურ საკითხებზე კვლევითი ნაშრომი გამოაქვეყნა.

"განათლება ყოველთვის უდიდეს სიმდიდრედ და იარაღად მიმაჩნდა. მინდოდა ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომლის კონცეპტუალური, ეთიკური და სოციალური ღირებულება გაცილებით მაღალი იქნებოდა მის მონეტარულ ღირებულებაზე. სწორედ ასე გაჩნდა ბავშვთა ინტელექტუალური განვითარების კლუბი IQ CLUB.

ეს არის სივრცე, სადაც ბავშვებს თვითრეალიზება და თვითრეფლექსია, სიახლის ცდა და ექსპერიმენტირება, თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე მუშაობა შეუძლიათ.

კომპანია დამატებითი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს ძლიერი მხარეების, ტალანტების აღმოჩენა-განვითარებაში ეხმარება. ისინი მომავალში წარმატებულ მოსწავლეებად, მოაზროვნე ადამიანებად, მხატვრებად, მწერლებად, საზოგადო მოღვაწეებად ყალიბდებიან.

"საქართველოს რთული სოციალურ-ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით, ორი ძირითადი მიზანი დავისახე. ერთი, რომ საგანამანათლებლო სივრცე უნდა შემექმნა, რომელიც ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა და მეორე, "მკვდარი", საქართველოში "არამომგებიანი" საქმიანობები გამეცოცხლებინა, რომლებიც ბავშვებისთვის საინტერესო იქნებოდა. ასე გაჩნდა ასტრონომიის, ბოტანიკის, ფილოსოფიის, კინემატოგრაფიის, ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერებისა და სხვა პროგრამები.

ბავშვთა ინტელექტუალური განვითარების კლუბის მასწავლებლები ცდილობენ არამხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ცოდნა, არამედ ცოდნით გატაცებული ადამიანები შექმნან.

ადამიანის ხასიათის ძირითადი კონტურები, უნარები და მიდრეკილებები ბავშვობაში ყალიბდება. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ეპიზოდია ადმიანის ცხოვრებაში, რომელსაც შეუძლია მისი მომავალი განაპირობოს.

ადამიანის პროფესიული წარმატება-წარუმატებლობა, საქმიანი ურთიერთობები და გარემოსთან დამოკიდებულებები, ქცევები და პოლიტიკური შეხედეულებებიც კი, ბავშვობაში განვლილ ცხოვრებასთანაა კავშირში.

"ჩემი ბიზნესის დაწყება ყველა ეტაპზე გამოწვევებსა და რისკებთან იყო კავშირში. ჩვენი პროგრამები ყველა ოჯახისთვის უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. გუნდის შექმნა, პროგრამების შედგენა, კოლაბორაცია განსხვავებული ხედვისა და ინტერესების მშობლებთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, საზოგადოებაში ინტეგრირება, კოვიდ-პანდემიის რთულად განვლილი გზა - ეს ჩვენი 15-წლიანი პროფესიული გზაა.

ამ სირთულეების გავლა შეუძლებელი იქნებოდა იმ გუნდის გარეშე, რომელიც ბავშვთა ინტელექტუალურ კლუბს აცოცხლებს და ავითარებს. ჩემი გუნდის წევრები არიან ის პედაგოგები, რომლებიც ბავშვსა და მის ინტერესებზე წინ არასდროს არაფერს აყენებენ. მე კი ის დამფუძნებელი და მეწარმე ვარ, რომელსაც ადამიანებისა და იდეების უფრო სჯერა, ვიდრე პროექტების.

ანტრეპრენერი პრაგმატული ხელოვანია. ის მუდმივ ძიებასა და მოქმედებაშია. ამიტომ მოქმედება ყოველთვის კარგი არჩევანია. მას, ვინც არ მოძრაობს, ზურგის ქარი არასდროს ეხმარება".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ