Get All Access for $5/mo

''კალეისი'' - ვერცხლის მრავალფეროვანი აქსესუარები "კალეისის" სტილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას ერგება"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნინი უხურგუნაშვილი

"კალეისი" ვერცხლის აქსესუარების ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის, 925 სინჯის ვერცხლის აქსესუარებს ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის ქმნის.

ბრენდი 2018 წელს გამოჩნდა ბაზარზე. მისი დამფუძნებლები ბავშვობის მეგობრები − თათა კაპანაძე და მარიამ ხუხუნაიშვილი არიან.

"კალეისის" ისტორია 2018 წლის ივნისში დაიწყო. მე და მარიამი კლასელები ვიყავით და იმ დროიდან ვმეგობრობთ. ერთ საღამოს მარიამს გაუჩნდა იდეა, რომ ჩვენ ორს გაგვეერთიანებინა ძალები, შესაძლებლობები და გაგვეკეთებინა რაღაც ახალი − ის, რაც ორივესთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. ვინაიდან არცერთს ბიზნესის წარმოების გამოცდილება არ გვქონდა, მოგვიწია გავრკვეულიყავით როგორც ვერცხლის აქსესუარების დამზადების ტექნოლოგიაში, ასევე PR-ში, მარკეტინგში, სოციალური მედიის მართვასა და კიდევ მრავალ სხვა საკითხში", − უყვება თათა კაპანაძე Entrepeneur-ს.

"კალეისის" ბაზარზე გამოჩენას სამი თვე დასჭირდა. ამ დროში დამზადდა მინიმალისტური კოლექცია და გაიმართა ყველა ის ტექნიკური საკითხი, რომელიც ახალბედა ბიზნესს დასაწყებად სჭირდებოდა. თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ ბრენდი სტილით, შეფუთვით, ფასითა და ხარისხით გამორჩეული უნდა ყოფილიყო.

"კალეისის" სტილი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას ერგება", − ამბობენ "კალეისის" დამფუძნებლები. აღსანიშნავია, რომ ვერცხლი სწორედ ის ლითონია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას და ჩვენს დროშიც საკმაოდ მოდურია. "კალეისის" სამკაული თანამედროვე ადამიანის სტილს კარგად ერწყმის.

ბრენდისთვის დამახასიათებელია ორიგინალური შეფუთვაც. პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი არა მხოლოდ აქსესუარს, არამედ მასთან ერთად ლამაზ და პრაქტიკულ ბრენდირებულ ხის ყუთსაც იღებს, რომლის გამოყენება ზარდახშადაა შესაძლებელი. ხარისხთან ერთად, ბრენდი ხელმისაწვდომი და ბიუჯეტური ფასითაც გამოირჩევა.

ბრენდის ახალბედობის მიუხედავად, "კალეისის" სამკაული ვერცხლის მოყვარულებისთვის უკვე საკმაოდ პოპულარულ და მოთხოვნად აქსესუარად იქცა.

"ვემზადებით ახალი კოლექციისთვის და ჩვენს მომხმარებელს ბევრ სასიამოვნო სიახლეს ვპირდებით, თუმცა ვიდრე ახალი კოლექცია გამოჩნდება, საახალწლო ციებ-ცხელება უკვე დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანი, ვინც "კალეისს" აირჩევს, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩება. ჩვენთვის მომხმარებელი და მისი ინტერესები პირველ ადგილზე დგას", − გვპირდებიან ბრენდის დამფუძნებლები. საახალწლო სიახლეებთან ერთად კი შემდეგი წლის გამოწვევებისთვისაც ეზადებიან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვებდეველოპერებთან, რათა "კალეისმა" 2020 წელს საკუთარი ვებგვერდით მომხმარებლებს მოქნილი სერვისი შესთავაზოს. ვებგვრდზე მსურველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ბრენდის ძველ და ახალ კოლექციებს, შეარჩიოს სამკაულის ზომა, შეუკვეთოს და არჩეული აქსესუარი მისთვის სასურველ მისამართზე მიიღოს. ასევე, საიტზე განთავსებული იქნება ბლოგის გვერდიც, რომელიც ვიზიტორებს სიახლეებთან ერთად, მუდმივად განახლებულ, საინტერესო და თემატურ სტატიებს შესთავაზებს.

ვებგვერდის ინტერნეტსივრცეში გამოჩენამდე კი "კალეისის" ვერცხლის აქსესუარების გაცნობა და შეძენა ბრენდის FACEBOOK და INSTAGRAM-გვერდებზეა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სამკაულს დამზადებული კოლექციიდან შეუკვეთავთ, მას მეორე დღეს უფასო მიტანის სერვისით მიიღებთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის სასურველი სამკაულის დამზადებას დრო დასჭირდება, სასურველი ნივთი თქვენს კოლექციას შეკვეთიდან მაქსიმუმ ხუთ სამუშაო დღეში შეემატება.

წინასაახლწლო Secret Santa-ს ბუმთან დაკავშირებით კი, "კალეისის" გუნდმა გადაწყვიტა სანტებისთვის საჩუქარზე ფიქრის პროცესი შეემსუბუქებინა და სპეციალური სასაჩუქრე ვაუჩერები შექმნა. ასევე, იგეგმება საახალწლო გათამაშება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა, ბრენდის გვერდის თითოეულ გამომწერს ექნება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან

ინსპირაცია

16 ციტატა ახალ წელს ცვლილებების დასაწყებად

ცვლილებები აზრებით იწყება. გადახედეთ ციტატებს, რომელთა ავტორებმაც დიდი ცვლილებები მოახდინეს მთელი ისტორიის განმავლობაში