Get All Access for $5/mo

''კომბინიზონა'' - პირველი საორსულე და ლაქტაციაზე ადაპტირებული და ადაპტური სამოსის ბრენდი საქართველოში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განო მელითაური, კომბინიზონა

"კომბინიზონა" პირველი ბიზნესია საქართველოში, რომელიც კერავს ქალბატონების, ბავშვების, მოზარდების, უნისექს, ადაპტურ, დიზაინერულ, საორსულე და ლაქტაციაზე სრულიად ადაპტირებულ ფუნქციურ სამოსს უნიკალური ფერების არქიტექტურით. მომხმარებელმა "კომბინიზონა" ძალიან მალე მოირგო და შეიყვარა. მის განვითარებაში და გაზრდაში კი მნიშვნელოვანი როლი "საქართველოს ბანკის" საგრანტო კონკურსმა ითამაშა. საწარმოს განვითარება "საქართველოს ბანკმა" 50 000 ლარით დააფინანსა.

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის პირველი, ფერების კვლევაზე დაფუძნებული ტანსაცმლის ხაზი "კომბინიზონა" ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა. საახალწლო, ქალისა და ბავშვის ვინტაჟური, ფერადი, ფუნქციური და ეკომეგობრული სამოსი იმდენად პოზიტიურად მიიღო შავ, მუქ ლურჯ და ნაცრისფერ ვიტრინებს შეჩვეულმა მომხმარებელმა, რომ პირველივე კოლექცია სამ კვირაში ამოიყიდა. ძალიან მალე გაზრდილმა მოთხოვნამ დილემის წინაშე დააყენა მენეჯმენტი, ვინაიდან კომპანიას იმ წლებში არ გააჩნდა საკუთარი საკერავი მანქანაც კი და წარმოებაც მხოლოდ ოთხი ადამიანისგან შედგებოდა.

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე, ფერადოვნების ლობისტმა "კომბინიზონამ", რომელიც ყველასია, ვისაც საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და გარდერობის გაფერადება სურს, სხვადასხვა თერაპიული კოქტეილებით, მალევე იპოვა გამოსავალი. დამფუძნებლებმა "საქართველოს ბანკის" საგრანტო კონკურსის განაცხადი შეავსეს ინოვაციური სოციალური მეწარმეობის მიმართულებით და "საქართველოს ბანკის" დაფინანსებაც მოიპოვეს. "კომბინიზონა" გახსნის დღიდან აქტიურად ზრუნავდა შშმ-პირების, სოციალურად დაუცველი ქალბატონების დასაქმების მიმართულებით და ჰქონდა ოცნება − საქართველოს მოდის სექტორში ინოვაციები და ინკლუზია დაენერგა.

"საქართველოს ბანკისგან" მოპოვებული დაფინანსებით საქართველოში პირველმა საორსულო და ადაპტურმა ტანსაცმლის წარმოებამ სტარტი უკვე საკუთარი დანადგარებით, გაფართოებული გუნდითა და გაზრდილი ნედლეულის მარაგით დაიწყო.

ბრენდის ფოკუსი სოციალური გარემოს უკეთესობისკენ შეცვლა და ადამიანებისთვის ყოველდღიურობის გამარტივებაა. "კომბინიზონას" ყველა კოლექცია ძალიან ხმამაღალი აქცენტებითა და გულწრფელი მესიჯ-ბოქსით გამოირჩევა.

კამპანიების უმრავლესობა არასწორად დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევისკენ არის მიმართული და ფერადი, თამამი და კომფორტული გადაწყვეტილებებით, ცდილობს საზოგადოების ხედვა უკეთესობისკენ შეცვალოს. დაგმოს ძალადობრივი გარემო, უკანონო მშენებლობები, რომელსაც 2021 წელს ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერით, "მერსედესის" მოდის კვირეულზე საოცარი დებიუტით გამოეხმაურა ყველასგან გამორჩეული პერფორმანსით − "ბეტონის ქალაქის სიზმრები", სადაც ბეტონით განადგურებული და დანაგვიანებული ქალაქის ულამაზესი ინსაიტებით შექმნილი ნაცრისფერი კაბით ნანკა კალატოზიშვილი საზოგადოების წინაშე წარდგა.

"კომბინიზონა" პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც ნარჩენების მართვა ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაიწყო და აბსოლუტურად ყველა კოლექციაში წინამორბედი კოლექციების ქსოვილების ჩაბრუნებას დღემდე აგრძელებს. წარმატებული აღმოჩნდა პირველივე ლუქ-ბუქი, რომელიც 2019 წელს პარიზის ყველაზე ცნობილმა − ტრანოის შოურუმმა მიიწვია, ამას მოჰყვა მორდეში, მილანის ნიუქამერების კონკურსში საუკეთესო ექვსეულის ბილეთი, 2020 წლის გაზაფხულიდან კი ევროკავშირის და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის "კლასტერები განვითარებისთვის" მხარდაჭერა. ბრენდის მთავარი ნიშაა, მუდმივად მოუსმინოს და დააკმაყოფილოს საკუთარი მომხმარებლების მოთხოვნები, ამიტომაც მოსწონთ კიდეც ასე ძალიან. რაც ბრენდს გამოარჩევს, არის ხელმისაწვდომობა და ახალი პროდუქციის შექმნის პროცესში მომხმარებლის ჩართულობა. ბრენდი მათ გამუდმებით ეპატიჟება ფოკუს-ჯგუფის სესიებზე და მათთან ერთად არკვევს იმ საჭიროებებს, რომელსაც განო მელითაურის კრეატიული დირექტორობის ქვეშ "კომბინიზონას" გუნდი უკვე გაფართოებული შემადგენლობით აცოცხლებს.2020 წლიდან "კომბინიზონა" კიდევ უფრო წარმატებულ ბიზნესად იქცა. გაზარდა წარმოება, დაასაქმა დამატებით 50-მდე ქალბატონი. განსაკუთრებული მოწონება "კომბინიზონას" საორსულო ხაზის, ლაქტაციაზე ადაპტირებულმა კომფორტულმა სამოსმა დაიმსახურა. ესენია მომავალი დედებისთვის განკუთვნილი 100%-ით ნატურალური პიჟამების, ხალათების, სპორტული და კლასიკური ნაკრებები, საორსულო ქურთუკები, კომბინიზონები და კანით-კანთან კონტაქტის ხაზი.

"კომბინიზონას" კოლექცია მრავალ შოურუმსა და გამოფენაზეა მიწვეული. საწარმო ამჟამად ბრენდის ახალ კოლექციაზე მუშაობს, რომლითაც ექსპორტზე გასვლას გეგმავს. ასევე, პროცესშია ნარჩენების მართვის უნიკალური პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და თანაბრად აერთიანებს როგორც კერძო კომპანიებს, ისე შშმ-პირთა მშობლებს, მცირე საწარმოებსა და დიდ წარმატებულ კომპანიებსაც. შშმ-პირებისთვის, ბრენდმა "მაკ ჯორჯიასთან" თანამშრომლობით ექსკლუზიური საწვიმრების სერია შექმნა, რათა დახმარებოდა ეტლით მოსიარულეებს დაემსხვრიათ სტერეოტიპები და ქუჩაში, წვიმიან ამინდშიც შესძლებოდათ გადაადგილება. "კომბინიზონა" მზადაა აქსელერაციისთვის და იმედია, ძალიან მალე ინოვაციური ფაბრიკა კიდევ ერთხელ გააკვირვებს და გაახარებს ამჯერად უკვე მსოფლიოსაც.

საახალწლოდ, მომხმარებლების თხოვნით "კომბინიზონას" საორსულო ხაზისთვის ცალკე ვებგვერდი დაიწყებს ფუნქციონირებას, დამოუკიდებელ სოციალურ არხებთან ერთად, ვინაიდან ბრენდი გაფართოვდა და დედებისა და მომავალი დედებისთვის სრულიად ახალი გამოცდილების გაზიარებას "კომბინიზონამამსით" (kombinizonamoms.ge/kombinizona.com) გეგმავს. ამასთან, არსებული Kombinizona family-ის ჯგუფი დედებს არაერთ სიურპრიზს უმზადებს, რომელიც ნამდვილად გასცდება სამოსის თემას. ვებგვერდი დეკემბრის პირველი კვირიდან გაეშვა, ასევე, სოციალური გვერდებიც, და პირველ 500 მომხმარებელს 50%-იან ფასდაკლებას მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს.

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა დღეს 3 მიმართულებით ოპერირებს:
დამცავი სამედიცინო ეკიპირება (ერთჯერადი ხალათები, კომბინიზონები, ქუდები, ბახილები, სტერილური პროდუქცია ქირურგიისთვის), უნიფორმები, სპეცტანსაცმელი და დიზაინერული ბრენდი ("კომბინიზონა", "კომბინიზონამამსი").

ინფორმაციისთვის კი გეტყვით, რომ "საქართველოს ბანკის" დაფინანსებით ჯამში 15 სოციალური საწარმო უკვე შეიქმნა და დამატებით 3 საწარმო ახლა იქმნება. საწარმოების შესაქმნელად გამოყოფილმა თანხამ 850 000 ლარი შეადგინა. ვრცლად ბანკის სხვა CSR-პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?