Sponsored Content

კორა კონსალტინგი - ბიზნესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"კორა კონსალტინგი" დაარსდა იმ მიზნით, რომ გადაჭრას ბიზნესის წინაშე არსებული საერთო გამოწვევები.

"კომპანიის დაარსების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ჩემი გამოცდილება ისეთი აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის შექმნისთვის უნდა გამომეყენებინა, სადაც გათვალისწინებული იქნებოდა გუნდსა და კლიენტებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზები. მსურდა ისეთი ხარისხიანი მომსახურების მიწოდება, რომელიც ნამდვილად ფასეულია ბიზნესისთვის", - სოფიკო ღუდუშაური, "კორა კონსალტინგი", მმართველი პარტნიორი.

როგორც სოფო გვიყვება, ბიზნესის დაწყებისას მრავალ კარიერულ შემოთავაზებაზე უარის თქმამ მოუწია. არაერთი წარმატებული საერთაშორისო კომპანიისგან, მათ შორის ამერიკის და ავსტრალიის ბაზარზე, შემოთავაზებები ძალიან მაცდური იყო, თუმცა გადაწყვიტა, რომ ცოდნა და გამოცდილება აქ, საქართველოში უნდა გამოიყენოს. იზრუნოს უკეთესი ბიზნესგარემოსა და ბიზნესკულტურის მქონე ისეთი კომპანიის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მაგალითი იქნება სხვა კომპანიებისთვისაც.

"მიმაჩნია, რომ კომპანიის წარმატების საფუძველი მისი გუნდია. შესაბამისად, მთავარი გამოწვევა იყო ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც დასაყრდენი იქნებოდა კომპანიის ზრდისთვის, ასევე კლიენტებისთვის ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდებისთვის. სწორედ ასეთი გუნდის ჩამოყალიბებამ მოგვცა შესაძლებლობა, საქმიანობის დაწყებიდან სულ რაღაც 8 თვეში ისეთი ზრდისა და შემოსავლის გენერირება, რომელიც იმავე პერიოდში სხვა აუდიტორულ კომპანიებში არ დაფიქსირებულა".

სოფიკოს დამოუკიდებელმა საქმიანობამ ასწავლა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე უფრო მეტად აგებს პასუხს, ვიდრე ოდესმე. ასევე დარწმუნდა იმაში, რომ მონდომება, სურვილი და მიზანმიმართული სვლა საკუთარი სურვილებისკენ აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

"ანტრეპრენერი ის ადამიანია, ვინც მზად არის, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენოს და გარისკოს, როგორც ინოვატორმა, რომელიც მუდმივად ეძებს სხვადასხვა შესაძლებლობას, ვისი მიზანიც არის განავითაროს, შექმნას რაღაც უკეთესი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური განვითარება".

სოფიკო ახალი, ბიზნესისთვის საინტერესო მიმართულებების წარდგენასა და განვითარებას აპირებს, რაც არ შემოიფარგლება ბაზარზე აპრობირებული აუთსორსინგული მიმართულებებით.

"ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს მათი საოპერაციო საქმიანობის ოპტიმიზაციას, მომავალი ზრდის შესაძლებლობების შეფასებას, ფინანსური აუდიტორული შემოწმების დროს მხარდაჭერას, შიდა რესურსის მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით, ასევე გვსურს თანამშრომლების მართვის განსხვავებული სისტემა დავნერგოთ, რაც ხელს შეგვიწყობს მათთან გრძელვადიანი და საინტერესო ურთიერთობების დამყარებასა და გადინების თავიდან არიდებაში".