Get All Access for $5/mo

La Clinique - საქართველოში პირველი Skin-Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრი, რომელიც მსოფლიო ტენდენციებზე დაფუძნებულ უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

La Clinique-ი საქართველოში ყველასთვის კარგად ნაცნობი პირველი, ე.წ. Skin Bar კონცეფციის ესთეტიკური ცენტრია, რომელსაც ელენე კერძია დასთან ერთად 7 წელია წარმატებით ხელმძღვანელობს. კლინიკა საკუთარ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისოდ ლიცენზირებული აპარატურით თანამედროვე და მოთხოვნადი ესთეტიკური სერვისებით უზრუნველყოფს.

გლობალური ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიის მუდმივი დაკვირვებისა და სიღრმისეული კვლევების საფუძველზე, La Clinique-ი ყოველწლიურად ქართველი მომხმარებლებისთვის ახალი, ინოვაციური სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ კომპანია წელსაც მიკრონიდლინგის, ტექნობიუთისა და ლედთერაპიების სახით ადგილობრივ ბაზარზე 2024 წლის მსოფლიოში აქტუალურ მიმართულებებს ავითარებს.

კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად ესწრებიან საერთაშორისო ფესტივალებსა და კონფერენციებს. მიმდინარე წელს La Clinique-ის გუნდი IMCAS-ის კონგრესზე საერთაშორისო სამედიცინო კვლევით კონფერენციებს ესწრებოდა, სადაც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვანი ესთეტიკური ცენტრების, საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები და პლასტიკური ქირურგები იკრიბებიან.

"ყოველი წლის დასაწყისში მსოფლიოს ესთეტიკურ ცენტრებსა და კლინიკებს აქვთ შესაძლებლობა მომდევნო წლის სიახლეებს გაეცნონ. ამ წლის IMCAS-ის გამოფენაზე გავეცანით 2024 წლის მთავარ სიახლეებს, ჩვენს კლინიკებში ინოვაციების ნაწილი უკვე დანერგილი გვქონდა, თუმცა აღმოვაჩინეთ ისეთი ტექნოლოგიებიც, რომლებსაც ახლა ვნერგავთ. პირველი ინოვაცია ეგზოსომებია − რომლებსაც გასული წლიდან ვაკეთებთ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს მიკრონიდლინგის პოპულარიზაცია, რომელიც დერმატოლოგიური ინიექციების ჩამნაცვლებელია. ასევე ძალიან პოპულარულია ტექნობიუთი და ლედთერაპიები", − აღნიშნავს ელენე კერძაია.

ელენეს თქმით, სახლში თავლის მოვლის ტენდენციები, რომელიც შედარებით მარტივი და მოსახერხებელია, ყოველწლიურად უფრო აქტუალური ხდება. "ტექნობიუთი" სახლში თავის მოვლის ერთ-ერთი უნიკალური საშუალებაა, რომელიც აჩქარებს პროცესებს და ქალბატონებსა თუ მამაკაცებს სახის კანის მოვლას ბევრად უმარტივებს.

"2023 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით Skin Bar-ის კონცეფცია განსაკუთრებულ მიმზიდველობას იძენს. შესაბამისად, პრემიუმ ბრენდებიც ადაპტირდნენ და შექმნეს ახალი, Skin Bar პროცედურებზე მორგებული პროტოკოლები. თუ აქამდე კოსმეტოლოგია ჩაკეტილი პროცედურების ერთობლიობად მიიჩნეოდა, ნელ-ნელა შეხედულებები შეიცვალა და მომხმარებლებმა კაბინურიდან ღია პროცედურებზე გადაინაცვლეს. ამ ცვალებადი ტენდენციების დასაკმაყოფილებლად ჩვენც შევიმუშავეთ საავტორო პროტოკოლები, რომლებიც სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს". - ამბობს La Clinique-ის დამფუძნებელი.

როგორც ელენე აღნიშნავს, სილამაზის სფეროში საქმიანობის სურვილი საკუთარი აუცილებლობიდან გამომდინარე გაუჩნდა. თავად ხშირად ინტერესდებოდა ამა თუ იმ პროცედურებით და ახლა ცდილობს ისინი არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც შესთავაზოს.

"La Clinique-ის შექმნით მე და ჩემს დას გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებდნენ უმაღლესი ხარისხის ესთეტიკური მედიცინის სერვისების მიღებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, თუმცა საკუთარი ხედვის რწმენით ამ დაბრკოლებებს წარმატებით ვუმკლავდები", - ამბობს ელენე.

აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ თბილისში, საბურთალოზე La Clinique-ის ახალი ფილიალი გაიხსნა, კომპანია კი ორმაგი ძალებით აგრძელებს უნიკალური სერვისის მიწოდებას მომხმარებლებისთვის. სამომავლოდ დამფუძნებლების სურვილია, ფრანჩიზას სახით, საკუთარი სამუშაო გამოცდილება, პროტოკოლები, აპარატები და ზოგადად ბიზნესკონცეფცია საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანონ, რათა La Clinique-ის უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გახდეს შესაძლებელი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

როგორ უნდა ენდოთ ინტუიციას, რომ სწორი ბიზნესგადაწყვეტილება მიიღოთ

ანტრეპრენერები გადაწყვეტილებების უმრავლესობას, როგორც წესი, მონაცემებზე დამყარებით იღებენ, მაგრამ ასეთ დროს, ასევე მნიშვნელოვანი, თქვენი ინსტინქტებია