Cyber Week Sale! 50% Off All Access

"მალენტა" - ახალი და საუცხოო გემო ქართულ ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მალენტა" პანდემიის დროს დაარსდა. მაშინ, როცა გარე სამყაროდან ყველა იზოლირებული ვიყავით და ახალი იდეებისა და გამოწვევებისთვის უამრავი დრო გვქონდა. გადავწყვიტეთ, ჩვენი ჰობი - კულინარია ბიზნესად გვექცია.

სახლში მომზადებული სოუსები მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ამასთან, ჩვენს ბაზარზე დიდი არჩევანიც არ იყო. ვცადეთ რაღაც ახალი და საინტერესო შეგვექმნა. გემოების დაბალანსებაზე მუშაობა დავიწყეთ და საბოლოოდ, "მალენტა", ანუ ტკბილ-ცხარე ჟელე სოუსები მივიღეთ.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელთან ჯანსაღი, დანამატების გარეშე დამზადებული, ვეგანური პროდუქტი მივიტანოთ, რაც მათ მომზადებულ კერძებს განსაკუთრებულ არომატს შესძენს", - მარი კვერნაძე, "მალენტას""-ს თანადამფუძნებელი.

მარი ფიქრობს, რომ პანდემიის დროს ბიზნესის დაწყება დიდი გამოწვევა იყო., რადგან პარტნიორებთან პირისპირ კომუნიკაციასაც ვერ ახერხებდნენ. შეზღუდული იყო პროდუქციის გაცნობის, დეგუსტაციის, პრეზენტაციის პროცესი.

"ყველაზე მეტად პროფესიონალურ კულინარიაში გამოუცდელობა გვაშინებდა., როგორ მიიღებდა მომხმარებელი ქართული სამზარეულოსთვის უცხო გემოებს. ამ სფეროში არ გვქონდა გამოცდილება არ გვქონდა ამ სფეროში. უბრალოდ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ყველას უნდა მოსწონებოდა".", ,- მარი კვერნაძე, ..მალენტა"-ს თანადამფუძნებელიამბობს მარი.

,,აბსოლუტურად ყველა საფეხური, რომელსაც პროდუქტის გადიოდა შექმნას სჭირდებოდა, მომარაგებიდან შეფუთვამდე, აღარაფერს ვამბობ მომზადებასა და შეზავებაზე, ჩვენ მიერ იყო წარმოებული. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესი იყო ტექნიკური ნაწილი. ჩვენი პროდუქცია ხანგრძლივ შენახვაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიების შესწავლამ მოგვიწია. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შრომა, თუმცა დრომ გვაჩვენა, რომ ჩვენ ეს შევძელით", - ნანა ხომერიკი, "მალენტა"-ს" თანადამფუძნებელი.

ნანა ამბობს, რომ საკუთარი თავის რწმენა და დაუღალავი შრომა ყველაზე მნიშვნელოვანია. გვირჩევს, რომ არ დავნებდეთ და გამოცდილი ადამიანების რჩევები გავითვალისწინოთ. მათთვის მოტივაცია კმაყოფილი მომხმარებელია.

"ჩვენ სხვადასხვა სამეწარმეო გამოფენებსა და მარკეტებში აქტიურად ვმონაწილეობასთ. ვიღებთ. ადამიანები ხშირად მოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენი პროდუქტი არის საოცრება, რომ ასეთი არაფერი არ გაუსინჯავთ. ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს".

"მალენტამ" ქართული ბაზარი უკვე მოიცვა. შემდეგი ეტაპი არის ექსპორტი ევროპაში, ამერიკასა და არაბეთის ქვეყნებში. იგეგმება საწარმოს გაფართოვება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.

სიახლეები

ჟოზე ამერიკაში წავიდა!

"ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი", − გიორგი მარშანია

ლიდერობა

ბიზნეს ქოუჩინგი ანტრეპრენერებისთვის

რა უფრო არის ქოუჩინგი – მეცნიერება თუ ხელოვნება?

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან