Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"მედიქსი" თურქეთში სამედიცინო ვიზიტის დაგეგმვასა და ყველა საჭირო პროცედურის მოგვარებაში დაგეხმარებათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მედიქსი" არის ადგილი, სადაც იგეგმება ქართველი პაციენტებისთვის თურქეთში მკურნალობის პროცესი. კომპანია არის ქართული და თანამშრომლობს ყველა თურქულ საავადმყოფოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ "მედიქსი" არ არის კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება.

ქართველ პაციენტს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს ქალაქი, საავადმყოფო და ექიმი, რათა მკურნალობა სრულად დაგეგმოს.

"მედიქსი" კლინიკისგან წინასწარ იღებს ექიმის რეკომენდაციას და ხარჯთაღრიცხვას, ამის შემდეგ იწყება პროცესის დაგეგმვა: კომპანია ყიდულობს ავიაბილეთებს, გეგმავს აეროპორტში მანქანის დახვედრას, სასტუმროში განთავსებას, თარჯიმნის მომსახურებას, უზრუნველყოფს ექიმთან ვიზიტსა და პროცედურებზე ჩაწერას. წინასწარ დაგეგმილია ვიზიტის შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტის საავადმყოფოსგან მიღება და პაციენტის აეროპორტში გაცილება.

"მსურდა ქართველი პაციენტებისთვის შემექმნა ახალი გამოცდილება, რათა ერთ სივრცეში მიეღოთ ინფორმაცია სასურველი კლინიკისგან და შემდეგ თავად აერჩიათ სასურველი ვარიანტი. ჩემი მიზანი იყო ავიაბილეთების, სამგზავრო დოკუმენტაციის, აეროპორტიდან გადაადგილების, სასტუმროს დაჯავშნის, დაზღვევის, ენობრივი ბარიერის გამოწვევები კომფორტულად მოგვეგვარებინა.

ეს იყო გამბედაობისა და სიმამაცის გამოცდა. 26 წლის ასაკში გავხდი რეგიონის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების - "ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" ადმინისტრაციული დირექტორი.

ამ ბიზნესის დაწყების საფუძველი სამედიცინო სექტორში ჩემი 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება იყო. ასევე მქონდა ტურისტული კომპანია, შესაბამისად, მოგზაურობის დაგეგმვის ნაწილშიც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა", - ეკა ხორგუანი, "მედიქსის" დამფუძნებელი და დირექტორი.

როგორც ეკა გვიყვება, "მედიქსის" იდეაზე მუშაობისას ყველაზე დიდი გამოწვევა კონცეფციის სწორად ჩამოყალიბება იყო. მას არ სურდა ქართველი ექიმების კვალიფიციურობა ეჭვქვეშ დაეყენებინათ.

"ქართველ ექიმებს უდიდეს პატივს ვცემ, ხშირად მაქვს მათთან კონტაქტი პაციენტებთან დაკავშირებით. მრავალი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ვფიქრობ, "მედიქსის" კონცეფცია სწორად ჩამოვაყალიბე, თუ რატომ და რა შემთხვევებშია საჭირო თურქეთში მკურნალობა.

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ შეიძლება შენს საქმეს საუკეთესოდ აკეთებდე, მაგრამ თუ ამაზე ადამიანებს არ ესაუბრები, შესაძლოა სხვა, სრულიად ახალბედა, შენზე წარმატებული გახდეს".

ეკატერინე ამბობს, რომ საქმეში მთავარია ხალხს მოუსმინო. საკუთარმა იდეამ ისე არ უნდა შეგიპყროს, რომ მომხმარებლის აზრის გათვალისწინება შეწყვიტო და ცვლილებებისთვის მზად არ იყო.

მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გუნდის სწორად ჩამოყალიბება და მათთან ნაყოფიერი მუშაობა.

"ჩემი აზრით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც შესაძლებლობების დანახვა, შექმნა და ამ ყველაფრის შემოსავლის წყაროდ ქცევა შეუძლია.

ჩემი მთავარი ინსპირაცია კმაყოფილი პაციენტია. სამედიცინო ვიზიტის დასრულების შემდეგ პაციენტები ყოველთვის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ და არც რეკომენდაციებს იშურებენ.

სარეკლამო კამპანიისთვის არასდროს მიმიმართავს, ჩემი პაციენტები ჩემ შესახებ ერთმანეთისა და სოციალური ქსელების საშუალებით იგებენ, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა".

"მედიქსი" რამდენიმე მიმდინარე პროექტის ავტორია და ქართველი პაციენტები ამ პროექტებისგან მიღებული მომსახურებით რეგულარულად სარგებლობენ. ეს არის თურქეთში სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ვიზიტები, რადიოლოგიური კვლევის დისკებისა თუ ბიოფსიის მასალის თურქეთში გაგზავნა და მეორე აზრის მიღება თურქი სპეციალისტებისგან.

ასევე "მედიქსის" მიერ ორგანიზებული ონლაინკონსულტაციები თურქ ექიმებთან, საქართველოში ექიმების მოწვევა კონსულტაციებისთვის და სხვ.

"ამ ეტაპზე ჩვენს პრიორიტეტად ქართველი პაციენტებისთვის მაქსიმალური სარგებლის შექმნა რჩება. ასევე ვგეგმავთ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში ჩართვას, სამედიცინო უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის მოკლევადიანი კურსებისა და სამუშაო შეხვედრების თურქულ საავადმყოფოებში ორგანიზებას და კიდევ რამდენიმე პროექტს, რომელიც წლის ბოლომდე აუცილებლად განხორციელდება ხელმისაწვდომი პირობებით.

ასევე, წლის ბოლომდე ჩვენი პატარა და მეგობრული გუნდის გაზრდასაც ვაპირებთ".

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ჩემმა Tesla-მ კინაღამ შემიწირა

მეტი ავტომატიზაცია ნაკლებ უნარს ნიშნავს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია