📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მეღვინეობა პი - "ღვინო, როგორც მუდმივა, რომელიც არ იცვლება დროსა და სივრცეში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დღეს ქართულ ბაზარზე ბევრი ღვინოა, თუმცა მომხმარებლისთვის კონცეპტუალური პროდუქტის შეთავაზება მაინც დეფიციტურია. "მეღვინეობა პი" შეიქმნა იმ რწმენით, რომ შეგვეძლო მინიმალური ინტერვენციითა და ვენახის პოტენციალის გამოყენებით მაღალხარისხიანი ხელნაკეთი ტერუარული ღვინოების წარმოება, რომელიც ყოველწლიურად აჩვენებდა ინდივიდუალიზმს, გამოსახავდა ადგილს, სტილს და ორიენტირებული იქნებოდა განვითარებაზე", − აღნიშნავს თეონა ომარაშვილი, "მეღვინეობა პი"-ს დამფუძნებელი.

თეონას ოჯახს რამდენიმე ათეული წელია, რაც 3 ჰა ვენახი აქვს გაშენებული თელავის რაიონის სოფელ აკურასა და შილდაში, რომლებიც მაღალი ხარისხის ყურძენს იძლევა. გარდა ამისა, ოჯახს წინაპრებისგან გადმოცემულ ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას ფლობს, რომელიც ღვინოს ჰარმონიული და დაბალანსებული გემოვნებით გამოარჩევს. ბოლო პერიოდში საქართველოში მცირე მარნებისთვის ღვინის წარმოების პრაქტიკის განვითარება ოჯახს შესაძლებლობას აძლევდა, საკუთარი ღვინოები დიდი აუდიტორიისთვის წარედგინა. სწორედ ამ იდეებით შთაგონებულმა თეონა ომარაშვილმა დაუდო საფუძველი "მეღვინეობა პი"-ს 2020 წელს, საკმაოდ შეზღუდული რესურსით.

"სახელწოდება "პი" უკავშირდება მათემატიკურ რიცხვ პის, რომელიც უნივერსალური მუდმივაა − "ღვინო, როგორც მუდმივა, რომელიც არ იცვლება დროსა და სივრცეში". მიგვაჩნია, რომ მთავარი სამარკო ნიშანი თავად "საფერავია" და მთელ მსოფლიოში მან უნდა წარადგინოს როგორც ჩვენი მეღვინეობა, ასევე ჩვენი ქვეყანა თავისი 8000-წლიანი ღვინის შექმნის უწყვეტი ისტორიითა და ტრადიციით", - აღნიშნავს თეონა.

ბრენდი ბაზარზე პირველად 2019 წელს "საფერავით" წარდგა, მთელი აქცენტი ღვინის ხარისხსა და ლიმიტირებული ხელნაკეთი ღვინის შექმნაზე გაკეთდა. "მეღვინეობა პი"-მ 2019 წელს 200, ხოლო 2020 წელს 2 200 ბოთლი ღვინო აწარმოა, რაც პანდემიის პირობებში დიდი რისკი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია კრიზისულ პერიოდში დაფუძნდა, ბრენდმა ეს პერიოდი სტაბილურად გაიარა. აღსანიშნავია, რომ "პი"-ს ბაზარზე გამოჩენას საერთაშორისო ჯილდო MUNDUS VINI-ზე GRAND GOLD & BEST OF SHOW მედლები და პირველივე ექსპორტიც მოჰყვა. მცირე მარანი დღემდე ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება, 2022 წელს მეღვინეობამ წარმოება 7 000 ბოთლამდე გაზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ბრენდი არაერთ საერთაშორისო კონკურსზე დაჯილდოვდა ოქროსა და ვერცხლის მედლებით, გარდა ამისა, რამდენიმე საერთაშორისო პრესტიჟულ გამოცემებშიც დაიბეჭდა მის შესახებ.

დღეს "პი"-ს ღვინოების ძირითადი ნაწილი ექსპორტზე უკვე ბრიტანეთში გადის, მცირე რაოდენობით კი ბელგიაში, გერმანიასა და ადგილობრივ ბაზარზეცაა წარმოდგენილი.

"დღემდე მიწევს გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება და ამას პატარ-პატარა დოზით ყველგან ვხვდები ამ ინდუსტრიაში. მთავარი ნდობის მოპოვებაა. როცა ძალიან დიდი შემართება გაქვს, აკეთო ის, რაც გიყვარს. მაღალი ხარისხის მისაღებად შრომობ გულწრფელად და თავდაუზოგავად, დადებით შედეგ ყოველთვის იღებ. საბოლოოდ ღვინო თავისას ამტკიცებს და ეს სტერეოტიპული მიდგომებიც ქრება", − აღნიშნავს თეონა.

თეონა ომარაშვილისა და მისი გუნდის მიზანია, შექმნან ისეთი სტანდარტები, რომელიც გაუძლებს დროს, კრიტიკას და თავის ადგილს დაიკავებს ღვინის დიდ სამყაროში. "მეღვინეობა პი"-ს მომავალი ერთი წლის გეგმა საექსპორტო ახალი ბაზრების მოძიება, ვენახების სრული პოტენციალის ხელშეწყობით მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებაა, რაც მათ სამი სახეობის ღვინის − "საფერავის", "დალისა" და "აკურას" წარმოებაში დაეხმარება.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერი ≠ გამომგონებელი

იმისათვის, რომ ინოვაციური ბიზნესი შექმნათ, სულაც არ არის აუცილებელი გამომგონებელი იყოთ

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ