Get All Access for $5/mo

"მკითხველი" - თეონა მჟავანაძე "ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს"

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის "საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ "საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

თეონა მჟავანაძე
"მკითხველი" / დამფუძნებელი და დირექტორი
გამომცემლობა "პერგამენტი" / დამფუძნებელი

ჩვენი მიზანი მოსახლეობის ზოგადი განათლების დონის ამაღლებაა. ჩვენი კომპანიის მეშვეობით, წიგნები ისეთ მაღალმთიან რეგიონებშია ხელმისაწვდომი, სადაც წიგნის მაღაზიები არ არსებობს.

პირველი კომპანია 2015 წელს დაფუძნდა. 6 წლის წინ ონლაინ და სატელეფონო გაყიდვების მიმართულება ძალიან ახალი იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩვენმა კომპანიამ პირველმა დაიწყო სატელეფონო შეთავაზება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში რეგიონების მასშტაბით. მანამდე მხოლოდ თბილისში არსებობდა მსგავსი სერვისი. შესაბამისად, საწყის ეტაპზე მომხმარებელი საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი ასეთი სერვისის მიმართ. ყველაზე დიდი გამოწვევა კი მომხმარებლის დარწმუნება და მისი ნდობის მოპოვება იყო, რომ ამ სერვისით ესარგებლათ.

გარემოში, სადაც აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიები და იზრდება მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნები, მნიშვნელოვანია დაეწიო დროს და იყო კონკურენტუნარიანი. მაშინ, როცა აქტიურად ჩნდებიან ბაზარზე კონკურენტები, მნიშვნელოვანია მომხმარებლის მხრიდან მოდიოდეს არჩევანი, თუ რატომ შენ და არა სხვა კომპანია?! ამისათვის ძალიან ბევრ დეტალზე დაკვირვებაა საჭირო, რათა ის ნიუანსები აღმოიფხვრას, რომელიც მომხმარებელს დისკომფორტს უქმნის მომსახურებისას. შესაბამისად, ეს არის მუდმივი დაკვირვებისა და დიდი შრომის პროცესი.

ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს და ყოველი ახალი სირთულე ის გამოწვევაა, რომლის დაძლევაც კიდევ უფრო მეტ სტიმულსა და ძალას გმატებს წარმატებისათვის. საწყის ეტაპზე, ყველა ბიზნესს აქვს სირთულეები, მაგრამ მთავარია სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდე და საქმეს შედეგის მისაღწევად მცდელობა არ დააკლო. შედეგი, რომელსაც ფიქრობდი, რომ მიაღწევდი საქმიანობის დასაწყისში, არასდროს უნდა იყოს საკმარისი. სამყაროს განვითარებასთან ერთად, საქმიანობამ არ უნდა შეწყვიტოს განვითარება, რათა არ ჩამორჩეს დროსა და მომხმარებლის მოთხოვნებს. შესაბამისად, პირველი რჩევა ისაა, რომ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის. შრომისმოყვარეობა და მიზნისკენ სწრაფვა განაპირობებს საბოლოო შედეგს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხელმძღვანელის პოზიცია გუნდის მართვისას. ვფიქრობ, წარმატებული კომპანიის ამოსავალი არის გუნდი, რომელსაც უქმნი შესაბამის ჯანსაღ და სრულფასოვან გარემოს. კომპანიისა და სისტემის განვითარებისთვის მოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაობის ხარისხი დამოკიდებულია ამაღლებულ და სასიამოვნო განწყობაზე.

ვინაიდან ონლაინრეჟიმში ვმუშაობთ, ჩვენთვის განსაკუთრებული შეფერხება პანდემიას არ გამოუწვევია. ერთადერთი, რადგან მოსახლეობის ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, საერთო გაყიდვებზე ეს უარყოფითად აისახა.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ვფიქრობ, ჩვენს კომპანიას მოთხოვნების შესაბამისად აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი წიგნის სახით. ცნობადობა, სწორი მარკეტინგი, მომხმარებლისგან ნდობის მაღალი დონე და ბევრი სასიამოვნო სიახლე, საქმიანობის ის ნიუანსებია, რითაც არსებულ სიტუაციასთან გამკლავება შევძელით.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი თანამშრომლების მხრიდან განსაკუთრებული მობილიზება მოხდა ამ სიტუაციაში. მათი იდეები განვითარებისა და გაძლიერებისთვის უზომოდ დაგვეხმარა, რასაც ძალიან ვაფასებთ და გვეამაყება, რადგან კომპანია სწორედ ამ ადამიანების საშუალებით ქმნის ძლიერ და წარმატებულ გუნდს.

ამჟამად დიდი გეგმები გამომცემლობის მიმართულებით გვაქვს, რადგან გამომცემლობა "პერგამენტი" ახალია და გვინდა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. სოციალური მედიის მიმართულებითაც მეტი ღონისძიების გატარებას ვგეგმავთ. ამ ყველაფერში კი თანადგომას ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორი − "საქართველოს ბანკი" გვიწევს. გამომცემლობის მიერ პირველი პროექტებიც სწორედ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე