Get All Access for $5/mo

Mycorner.ge - იპოვე შენი კუთხე ექსპერტებთან ერთად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Mycorner.ge − უძრავი ქონების მულტიფუნქციური კომპანიაა, რომლის მიზანია დაეხმაროს თითოეულ ადამიანს, ვისაც "საკუთარი კუთხის პოვნა სურს".

ბინის შეძენა ადამიანების ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, Mycorner.ge კი ცდილობს მათ ეს პროცესი გაუმარტივოს და უმოკლეს დროში თითოეულ ადამიანს საოცნებო სახლი აპოვნინოს. კომპანია არამხოლოდ ბინის შერჩევაში ეხმარება მომხმარებლებს, არამედ მის რეალიზაციას, იურიდიულ კონსულტაციასა და შეფასებას უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

Mycorner.ge-ის შექმნის იდეა თამუნა წოწორიას მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც საკუთარ თავზე გამოცადა, რაოდენ რთული პროცესია სახლის ძიება − ამ დროს გეშინია, ვერ პოულობ იმას, რაც გჭირდება, გარშემო კი გზას ვერავინ გიკვალავს. თამუნას თქმით, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყება საკმაოდ სარისკო აღმოჩნდა მისთვის. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, სხვადასხვა კომპანიიდან უამრავი "მაცდური" შემოთავაზების მიუხედავად, მცირე კაპიტალით ბიზნესგეგმის განხორციელება დაიწყო.

"20 წლიდან ვმუშაობ, არ მახსენდება უმოქმედოდ გატარებული დღეები. სხვებისთვის იდეების მიწოდებით და არათანაბარ სამუშაო გარემოში ყოფნით საბოლოოდ დაღლილმა, გადავწყვიტე მეკეთებინა ისეთი რამ, რაც არამარტო მე, სხვებსაც მიანიჭებდა ბედნიერებას და სარგებელს", − ამბობს თამუნა წოწორია.

ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში იყო უნდობლობა და სტიგმა უძრავი ქონების სექტორისადმი. თუმცა, როგორც თამუნა აღნიშნავს, პროფესიონალიზმით, დეტალებზე ორიენტირებულობით, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით Mycorner.ge-მ არსებული სტიგმები მალევე დაამსხვრია და დღემდე წარმატებით განაგრძობს ოპერირებას.

რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებს, თამუნა წოწორიას თქმით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევები არ ჰქონია, თუმცა არაერთხელ მოუსმენია სტერეოტიპული ფრაზები მისი მისამართი − "ქალს საკუთარი ბიზნესი ოჯახს აკარგვინებს, ბიზნესს დიდი დროის დათმობა სჭირდება" და ა.შ. თამუნა მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი, რაშიც მეორე ნახევარი მას მაქსიმალურად უჭერს მხარს. მისი თქმით, ძლიერი ქალებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავისა და სხვების ცხოვრების გაუმჯობესება სურთ, გენდერული სტერეოტიპები არასდროს იქნება დაბრკოლება.

"ბედი მის მხარესაა, ვინც ბედავს"! შენც გაბედე და არავის ათქმევინო, რომ რამე არ შეგიძლია ან არ გამოგივა, ყველაფერი განხორციელდება, რასაც შენი გონება გაიფიქრებს. ფოკუსირდი მიზნებზე და არა დაბრკოლებებზე. არ დაივიწყო, რომ დამარცხება არის გამოცდილება, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს, არცერთ გარემოებაში არ დანებდე, რადგან არ იცი რამდენად ახლოს ხარ მიზანთან", − ამბობს Mycorner.ge-ის დამფუძნებელი.

როგორც თამუნა აღნიშნავს, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ ცხოვრებაში ნამდვილი ბედნიერება მთის მწვერვალზე კი არა, ციცაბო კლდეზე ასვლაშია. მისთვის ანტრეპრენერი იდეით გულანთებული ადამიანია, რომელსაც აქვს სულისკვეთება და სიყვარული როგორც საქმის, ასევე ადამიანების მიმართ, რომელიც უკეთესობისკენ ცვლის საკუთარ და გარშემო მყოფების ცხოვრებას, დაბრკოლებების მიუხედავად არ ავიწყდება, რომ "ყველაფერი, რაც ოდესმე გინდოდა, შიშის მეორე მხარესაა!"

სამომავლოდ Mycorner.ge-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელზეც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. კომპანია ნერგავს ახალ მეთოდებს, რათა დაამსხვრიოს კომუნიკაციასთან, გაყიდვებსა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ყველა ბარიერი.

თამუნას სჯერა, რომ სწორი კომუნიკაცია, თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული წარმატების საწინდარია. წარმატება კი არა მდგომარეობა, არამედ უწყვეტი და სასიამოვნო პროცესია.

"ყოველი დღე და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი დახმარება და სწორი შედეგით მიღებული ემოციებია ჩემი ინსპირაცია და მამოძრავებელი ძალა, იმისათვის, რომ ვაკეთო ის, რაც ასე ძალიან მიყვარს!", − აღნიშნავს Mycorner.ge-ის დამფუძნებელი.