Cyber Week Sale! 50% Off All Access

Na-Tea - ქართველი ჩაის ოსტატის მიერ მომზადებული ჩაის სარელაქსაციო დეტოქს პროგრამა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Na-Tea ჩაის სარელაქსაციო დეტოქს პროგრამაა, რომელიც ტიტესტერმა და ჩაის ოსტატმა, ნათია ნადირაშვილმა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა და უკვე ორი წელია, რაც მომხმარებელს მისი შეძენა შეუძლია. პროგრამის შექმნის ინსპირაციის წყარო საკუთარი საქმისადმი დიდი სიყვარული აღმოჩნდა − ნათია კარგად ფლობს მცენარეების შეზავებისა და სასარგებლო ნაყენების დამზადების ხელოვნებას.

როგორც ჩაის ოსტატი აღნიშნავს, Na-Tea-ს ჩაის სარელაქსაციო დეტოქს პროგრამა ადამიანს მატებს ენერგიასა და შრომისუნარიანობას, აჯანსაღებს და ათავისუფლებს სხეულს ზედმეტი სითხისა და არასაჭირო ნივთიერებებისგან. გარდა ამისა, პროგრამა უზრუნველყოფს მშვიდ და უწყვეტ ძილს. აღსანიშნავია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ნატურალურია და ჯანსაღი ინგრედიენტებისგან მზადდება.

"ჩემი საქმიანობა სრულად მომართულია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მინდოდა, რომ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და შემდეგ სხვა დანარჩენისთვის შემექმნა რაიმე ღირებული, საინტერესო და ძალიან სასარგებლო, რაც ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებდა", − აღნიშნავს ნათია ნადირაშვილი.

ქართულ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილის პოვნა, თავის დამკვიდრება და ნდობის მოპოვება Na-Tea-სთვის მარტივი არ აღმოჩნდა. როგორც ჩაის ოსტატი აღნიშნავს, საკუთარი თავის სიყვარულმა, რწმენამ, უწყვეტმა სწავლამ, შრომისმოყვარეობამ და ოცნებების ნაბიჯ-ნაბიჯ დევნამ სწორედ ის შედეგი მოიტანა, რაც სურდა.

"მახსოვს, როგორი სიფრთხილით ვდგამდი თითოეულ ნაბიჯს, როგორ ვფიქრობდი ყველაფერზე ერთად, როგორ დავამარცხე შიში და დავარწმუნე საკუთარი თავი იმაში, რომ მე ეს შემიძლია. ოგორ გულმოდგინედ ვსწავლობდი ყველა დეტალს, 24/7-ზე პროდუქტის განვითარებაზე ვფიქრობდი და შედეგად მივიღე ის, რაც მინდოდა", − ამბობს იგი.

აღსანიშნავია, რომ ნათია პროფესიით PR სპეციალისტია და არაერთ კომპანიასთან საკმაოდ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. როგორც თავად აღნიშნავს, Na-Tea-ს პროდუქციის გაყიდვების გაზრდის მიზნით მას არასდროს გამოუყენებია მარკეტინგული სტრატეგიები თუ ხრიკები, რადგან ყველაფერს მხოლოდ სიყვარულით აკეთებს.

"არ არსებობს წარმატება, რომელიც საკუთარი საქმის სიყვარულის გარეშე მიიღწევა, უნდა აკეთო მთელი გულით და დიდი სიყვარულით. რუტინა ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების გზაზე, პატარა ნაბიჯების დაფასება შორეული მიზნების მიღწევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიჰყევით თქვენს ოცნებებს, ალბათ ბევრი მარცხი და წინააღმდეგობა შეგხვდებათ, გულიც ბევრჯერ გაგიტყდებათ, ხელს ჩაიქნევთ, იტირებთ, არ მოგეწონებათ, გაქცევა მოგინდებათ, მაგრამ არასდროს შეწყვიტოთ ოცნებების დევნა", - ამბობ ნათია ნადირაშვილი.

რაც შეეხება გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავების საკითხს, წარმოების პროცესში მას მსგავსი დაბრკოლება არასდროს ჰქონია, პირიქით, მუდმივად გრძნობს მხარდაჭერას და ხელშეწყობას ირგვლივ მყოფი ადამიანების მხრიდან. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებზე, რომლებსაც ხან წარმატებით, ხანაც წარუმატებლად უმკლავდება.

რაც შეეხება ბრენდის განვითარების სამომავლო ხედვას, ნათიას თქმით, ამჟამად Na-Tea-ს დღის წესრიგში მასშტაბების ზრდა და საკუთარი პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობაა − "მსურს, რომ ბევრმა ადამიანმა გამოსცადოს საკუთარ თავზე სარელაქსაციო დეტოქს პროგრამის სიკეთე, რათა უფრო მეტ ადამიანს დავეხმარო ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი