პირველი კერძო არქივიდან სტრატეგიულ 3PL პარტნიორობამდე – როგორ ცვლის DASTA აქტივების მართვის კულტურას

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2014 წელს კომპანია "დასტა რექორდს მენეჯმენტი" ქართულ ბაზარზე პირველი პროფესიონალური დოკუმენტების მართვისა და საარქივო მომსახურების პროვაიდერი გახდა. კომპანიის აღმასრულებელი დრექტორის, ნინო კუხიანიძის თქმით, იდეა, რომელიც დასავლურ ბაზარზე აპრობირებული პრაქტიკიდან წამოვიდა, უკვე 12 წელია საქართველოში რეალობად იქცა.

"ჩვენმა ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა დაინახეს ის პრობლემა, რომელსაც ბევრი ორგანიზაცია აწყდებოდა: ქაღალდების ზღვა და მათი არაეფექტიანი მენეჯმენტი.

როდესაც ბაზარზე ამ სერვისს ვნერგავდით, ზუსტად ვიცოდით, რომ კომპანიებს სჭირდებოდათ არა მხოლოდ სივრცის დაზოგვა, არამედ ინფორმაციის სწრაფი მოძიების გარანტია. ჩვენმა წარმატებამ დაადასტურა, რომ ფიზიკური არქივების მართვა ციფრულ ეპოქაშიც კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკუთარი ძალებით არქივის მოვლა დიდ რესურსს მოითხოვს – იქნება ეს სპეციალურად აღჭურვილი დაცული სივრცე თუ გადამზადებული თანამშრომლები და ჩვენი მიზანია, ბიზნესს დავანახოთ, რომ ამ მომსახურების აუთსორსზე გატანა ბევრად ეფექტიანია. ამ უპირატესობით დღეს უკვე ბევრი წამყვანი კომპანია სარგებლობს ფინანსური, ჯანდაცვის, ვაჭრობის თუ სხვა სექტორიდან, რომელთათვისაც ჩვენი მომსახურება ეფექტური ოპერაციული მართვის შეუცვლელი კომპონენტია", – ამბობს ის.

დღეს DASTA უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დოკუმენტების მართვით. 2022 წელს შეიქმნა Dasta 3PL მიმართულება, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს მესამე მხარის ლოგისტიკის სრულ ციკლს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ხაზს უსვამს, რომ დღეს საქართველოში 3PL მომსახურება აქტიური ტრანსფორმაციის ფაზაშია.

"ჩვენ ვხედავთ გადასვლას მარტივი სასაწყობე მომსახურებიდან რთულ, კომპლექსურ ჯაჭვურ მენეჯმენტზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, მოთხოვნა ხარისხიან სერვისზე საგრძნობლად იზრდება. კომპანიები მეტად აცნობიერებენ, რომ უპირატესობა არა სასაქონლო მარაგის იაფად განთავსებაშია, არამედ მათ ეფექტურ მართვაში – არ გადაიხადონ ზედმეტი აუთვისებელ სივრცეში, შეინახონ უსაფრთხოდ და რაც მთავარია, მიიღონ დამატებითი ღირებულების სრული სერვისები, როგორიცაა ტვირთის მიღება, მითვლა, აგროვება, მარაგების კონტროლი, ტრანსპორტირება და სხვა.

ჩვენი ხედვით, საქართველო აღარ არის მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი. ის ხდება რეგიონული ჰაბი, სადაც 3PL სერვისი ბიზნესის "ზურგის ქარია". ადგილობრივი კომპანიებისთვის ეს ნიშნავს წვდომას დასავლური სტანდარტის სერვისებზე, რაც მათ კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზეც ზრდის", – აღნიშნავს ის.

ნინო კუხიანიძე ხაზს უსვამს, რომ DASTA-ს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი უსაფრთხოება და მოქნილი ფასწარმოების მოდელია, რაც ასე მნიშვნელოვანია როგორც არქივისთვის, ასევე მარაგების მენეჯმენტისთვის. მისი თქმით, კომპანიის ფილოსოფია მარტივია: რატომ უნდა იკავებდეს დოკუმენტაცია ძვირადღირებულ საოფისე ფართს, რომელიც შეიძლება შემოსავლის მომტან სამუშაო გარემოდ იქცეს? ან არის კი დოკუმენტაცია სათანადოდ დაცულ გარემოში?

"მარაგების შემთხვევაში, ტრადიციული მიდგომით, კომპანიებს უწევთ ფიქსირებული ქირის გადახდა იმის მიუხედავად, ათვისებული აქვთ თუ არა ფართი სრულად. ეს განსაკუთრებით პრობლემურია სეზონური ბიზნესებისთვის, სადაც მარაგების დონე მუდმივად იცვლება.

DASTA-ში კლიენტი იხდის მხოლოდ რეალურად ათვისებული სივრცისა და დროის პროპორციულად. ჩვენ ვათავისუფლებთ ბიზნესს არაეფექტიანი საოპერაციო ხარჯებისგან. ჩვენი მიზანია, ბიზნესს შევუქმნათ კულტურა, სადაც რესურსების მართვა მაქსიმალურად რაციონალური და გამჭვირვალეა".

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მათთვის ტექნოლოგია არ არის არჩევანი – ის აუცილებლობაა.

"უფრო მეტიც, მას ჩვენს უპირატესობად ვაქცევთ, რათა დავხვეწოთ სამუშაო პრეცესები. სწორედ ციფრული გადაწყვეტები გვაძლევს საშუალებას, კლიენტებს შევთავაზოთ მათი აქტივების მართვის სრულიად ახალი სტანდარტი. არქივის მართვისთვის ვიყენებთ სპეციალურად ჩვენი მომხმარებლებისთვის შექმნილ პროგრამას, სადაც დოკუმენტები არის სისტემატიზებულად აღრიცხული და მარტივად მოსაძიებელი".

რაც შეეხება 3PL მიმართულებას, ნინო კუხიანიძე აღნიშნავს, რომ მათი საწყობის მართვის სისტემა საშუალებას იძლევა, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეცდომები მარაგების აღრიცხვაში და უმოკლეს დროში მიეწოდოს კლიენტს ინფორმაცია მათი რაოდენობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ DASTA 200-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს, რაც მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ბაზარზე.

"ჩვენი წარმატების ფორმულა მარტივია: ჩვენ არ ვართ უბრალოდ "შემნახველები", ჩვენ ვართ კლიენტის საოპერაციო გუნდის გაგრძელება. ნდობა იმ მომენტიდან იწყება, როდესაც კლიენტის საჭიროებების სიღრმისეულ კვლევას ვატარებთ მანამ, სანამ პირველ ყუთს საწყობში შევიტანთ.

როდესაც კომპანია გვირჩევს, ის სინამდვილეში დროს ყიდულობს. ჩვენ ვთავაზობთ საშუალებას, რომ მათმა გუნდმა ენერგია არა ქაღალდებში ქექვას, არამედ საკუთარი ბიზნესის ზრდას მოახმაროს. ამას ემატება უსაფრთხოების უმაღლესი, ევროპული სტანდარტები. კლიენტმა იცის, რომ მისი აქტივები დაცულია როგორც ფიზიკური (ხანძარსაწინააღმდეგო, კლიმატ-კონტროლი), ისე ციფრული (ISO სტანდარტები) საფრთხეებისგან. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა აყალიბებს ხანგრძლივ ლოიალობას", – ამბობს ნინო კუხიანიძე.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ DASTA-ს მართვის კულტურა აერთიანებს დასავლურ, სტრუქტურირებულ მიდგომას, სადაც უსაფრთხოება და პროცესების გამჭვირვალობა პრიორიტეტულია და ქართულ, დინამიკურ ენერგიას, რომელიც ეხმარება მათ კლიენტის საჭიროებებზე სწრაფად და მოქნილად რეაგირებაში.

"ჩვენი პრიორიტეტი, პირველ რიგში, კლიენტის დოკუმენტაციისა თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსაფრთხოებაა. ჩვენი კლიენტებისთვის კონფიდენციალურობა და ამავდროულად, მიწოდების სასწრაფე არის მთავარი ღირებულება, რასაც ჩვენი გუნდი ბოლომდე იზიარებს და იცავს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი კულტურა არის გარემო, სადაც პროფესიონალიზმი მეგობრულ, მხარდამჭერ ატმოსფეროს ერწყმის. სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად 200-ზე მეტ კომპანიას უმაღლესი ხარისხის სერვისი მივაწოდოთ".

ნინო კუხიანიძე ამბობს, რომ თუ ადრე კომპანიები სასაწყობე მომსახურების მიმწოდებლებს ძირითადად სივრცის ან ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებად აღიქვამდნენ, დღეს მოთხოვნა ბევრად უფრო კომპლექსურია. მისი თქმით, ბიზნესებს სჭირდებათ პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ შეინახავს დოკუმენტებს ან პროდუქტს, არამედ სრულად მართავს პროცესებს, ოპტიმიზაციას უკეთებს ოპერაციებს და ამცირებს საოპერაციო ხარჯებს.

"სწორედ ამ ტენდენციამ გარდაქმნა 3PL სერვისი უბრალო ლოგისტიკური მომსახურებიდან სტრატეგიულ პარტნიორობად. ამ ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა Dasta-ს როლიც. დღეს კომპანია აღარ არის კომპანიების სტრატეგიული პარტნიორი მხოლოდ არქივის მართვის კუთხით. ის იღებს პასუხისმგებლობას კლიენტის აქტივების სრულ მართვაზე.

ნინო კუხიანიძის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის, მართვის მიდგომა სრულად ეფუძნება ერთი მრივ, კლიენტებთან და მეორე მხრივ, გუნდთან სინქრონულ და ეფექტურ კომუნიკაციას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა იყოს ორმხრივად განვითარებული – მოვუსმინოთ კლიენტების საჭიროებებს, შევიმუშაოთ მათზე მორგებული სერვისების განვითარების გზები და ეს გეგმები და მიზნები სწორად გავუზიაროთ ჩვენს გუნდს. მეორე მხრივ კი, აუცილებელია მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ასრულებენ საოპერაციო პროცესებს და მათი ხედვები და იდეები ჰარმონიულად ჩავაშენოთ ამ გეგმებში. ამ კომუნიკაციის ბალანსი მეხმარება საბოლოოდ არ მოვწყდეთ რეალობას და ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ პრაქტიკული, ეფექტური და გრძელვადიანი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმით", – ამბობს DASTA-ს აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, გუნდი კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალაა – ისეთ სპეციფიკურ და საპასუხისმგებლო სფეროში, სადაც კლიენტები საკუთარ უმნიშვნელოვანეს აქტივებსა და ინფორმაციას ანდობენ, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და ერთგულება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

"ჩვენი ორგანიზაციული კულტურა რამდენიმე პრინციპს ეყრდნობა. პირველ რიგში, გუნდს აერთიანებს საერთო ღირებულებები და მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება. თითოეულ თანამშრომელს კარგად ესმის, რომ მისი მუშაობის ხარისხი პირდაპირ აისახება კლიენტის ბიზნესის გამართულ მუშაობაზე. ამასთან ერთად, მუდმივად ვდებთ ინვესტიციას ცოდნაში.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ღიაობა და ნდობა. ჩვენი ორგანიზაციული კულტურა აფასებს იმ თანამშრომელთა გამოცდილებას, ვისაც უშუალო შეხება აქვს კლიენტებთან, უსმენს და ითვალისიწნებს მათ აზრს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მოქნილები და სწრაფად ვუპასუხოთ ბაზრის მოთხოვნებს".

როგორც ნინო კუხიანიძე ამბობს, 3PL მიმართულება ჯერ კიდევ განვითარების ფაზაშია.

"თუმცა წინსვლის ტემპი და სტაბილურობა გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ძალიან დიდ ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენი უახლოესი მიზანია, საქართველოში 3PL სერვისის იმ დონემდე სრულყოფა, რომ ადგილობრივმა ბიზნესებმა ზუსტად ისეთივე სარგებელი მიიღონ, როგორსაც განვითარებული ქვეყნების წამყვანი კომპანიები იღებენ. ამის პოტენციალს ქვეყანაში ნამდვილად ვხედავთ".

ასევე, აღნიშნავს, რომ ბიზნესის ზრდასთან ერთად, იგეგმება ფიზიკური გაფართოებაც. მისი თქმით, კომპანიისთვის საინტერესოა სხვადასხვა სპეციფიკისა და დანიშნულების სასაწყობე სივრცეების შექმნა, რაც ბაზრის მზარდ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

თუ ერთ წინადადებაში უნდა აღწეროთ, რას წარმოადგენს DASTA დღეს ბაზრისთვის რა იქნებოდა ეს?

"ერთი წინადადებით, თუ რას წარმოადგენს ჩვენი კომპანია დღეს ბაზრისთვის: DASTA არის ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დასავლური სტანდარტების სინთეზით კომპანიებს ფიზიკური აქტივების მართვის ტვირთისგან ათავისუფლებს და მათ ყველაზე ძვირფას რესურსს – განვითარებისთვის საჭირო დროსა და სივრცეს უბრუნებს", – ამბობს DASTA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კუხიანიძე.