Join our Waitlist for Expert Advice!

Rankers - თქვენი ბიზნესის მეგზური ციფრულ სამყაროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Rankers - ასე ჰქვია ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, რომელიც ციფრული არხების მეშვეობით ბიზნესებს დასახული მიზნების მიღწევასა და საზოგადოებასთან პროდუქტიულ კომუნიკაციაში ეხმარება. დღეს კომპანიის პორტფოლიოში არაერთი წარმატებული პროექტი ერთიანდება.

ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე, Rankers-ის გუნდი ინდივიდუალურ სტრატეგიებს ქმნის, რაც საბოლოოდ ბიზნესის წარმატების გარანტი ხდება. უფრო ვრცლად, თუ რა სამომხმარებლო გამოცდილებას ქმნის Rankers-ი ქართულ ბაზარზე, Entrepreneur-ი კომპანიის თანადამფუძნებელს, თინათინ ჭკადუას ესაუბრა. თინათინს ციფრულ მარკეტინგში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებში. ამ დროის განმავლობაში იგი სხვადასხვა ინდუსტრიაში რამდენიმე ათეულ პროექტზე მუშაობდა, მათ შორის კი ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა.

როგორია Rankers-ის ნიშა ადგილობრივ ბაზარზე და რა განსაკუთრებულ სერვისს სთავაზობთ კომპანიებს?

ქართულ ბაზარზე არსებული სხვა ციფრული მარკეტინგის სააგენტოებისგან განსხვავებით, Rankers-ში, ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომპანიებს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან ინდივიდუალურ სტრატეგიებს ვთავაზობთ. ჩვენ ვიყენებთ არა მხოლოდ სტანდარტულ სოციალურ ქსელებს - Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, არამედ ისეთ ციფრულ არხებს, როგორიცაა Telegram-ი, Whatsapp-ი, Discord-ი, Reddit-ი, X-ი და Wechat-ი. აღნიშნული პლატფორმები, ფაქტობრივად, აუთვისებელია ბაზარზე მაშინ, როდესაც სწორი სტრატეგიის მეშვეობით, ოპტიმალური და ზოგიერთი ინდუსტრიისთვის უფრო მოგებიანიც კი არის მათი გამოყენება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Rankers-ში ინდივიდუალურად შემუშავებული მომსახურების პაკეტები გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერი სიდიდის ბიზნესს მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურება შევთავაზოთ.

ძირითადად რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ და როგორია სამუშაო პროცესი Rankers-ში?

თითოეულ ბიზნესთან მათი საჭიროებების განსაზღვრისა და სწორი სამუშაო სტრატეგიის შექმნის მიზნით ერთი გუნდი მუშაობს, იგივე Dedicated Teams-ი. შემოქმედებითი გუნდის წვერების ოდენობა ბიზნესის მიზნებიდან თუ ინდუსტრიიდან გამომდინარე იცვლება, მაგრამ არასდროს არის 5 წევრზე ნაკლები. აღსანიშნავია, რომ Rankers-ის გუნდები მხოლოდ Senior სპეციალისტებისგან შედგება.

მსურს, განსაკუთრებით გამოვყო კრიპტოინდუსტრიაში წარმატებით განხორციელებული პროექტები, რადგან ქართული ლიცენზიების არაღიარების გამო, კრიპტოინდუსტრია რეკლამირების კუთხით უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მსგავს პროექტებზე განსაკუთრებული ყურადღება ეპყრობა სწორ კონტენტსტრატეგიასა და SEO ოპტიმიზაციას, რადგან მომხმარებელთა უმრავლესობა ონლაინსივრცეში სასურველი მომსახურებისა თუ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას უმეტესად google-ის საძიებო სისტემიდან იწყებს.

როგორ შეაფასებდით Rankers-ის 2-წლიანი მუშაობის შედეგებს, რა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეთ ამ პერიოდის განმავლობაში?

განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც პარტნიორი კომპანიების თვალსაჩინო წარმატებას ვხედავთ და ვიაზრებთ, რომ ამაში ჩვენი წვლილიც გვაქვს შეტანილი. გასული წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა Rankers-ისთვის, ჩვენთან პარტნიორობის შედეგად კომპანიებმა კიდევ უფრო გაამყარეს საკუთარი პოზიციები ბაზარზე და წლის დასახული მიზნებიც წარმატებით შეასრულეს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი საერთაშორისო ონლაინკრიპტოკაზინოსთვის გაკეთებულ SEO ოპტიმიზაციას.

ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მუშაობას 0-იდან ვიწყებთ - ბრენდის სტრატეგიული და ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებით, ასეთ დროს მთელი გუნდი აქტიურად ერთვება ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში. შეგრძნების დონეზეც კი ასეთ კომპანიებთან მუშაობა, სადაც ყველაფერი ჩვენი შექმნილია - სახელი, ლოგო, ფერები, ვებსაიტი თუ სოცმედიაგვერდები, ორმაგად სასიამოვნო და შთამაგონებელია.

აქტიური სამუშაო პროცესის მიუხედავად, წარმატების საზომი მაინც ციფრებია, რომლითაც ნებისმიერ მარკეტინგულ კამპანიასა თუ აქტივობას ვაფასებთ. Rankers-ის 2023 წლის საქმიანობა ციფრებში კი ასე გამოიყურება:

  • წლის განმავლობაში ვიმუშავეთ 57 ბრენდთან;
  • სხვადასხვა ციფრული მომსახურება გავუწიეთ 19 ინდუსტრიას;
  • გადავიღეთ 38 სარეკლამო ვიდეო;
  • სარეკლამო კამპანიებზე დავხარჯეთ 480k+ ლარი;
  • შევქმენით 28 კომპანიის ვიზუალური იდენტობა და ბრენდინგი;
  • დავწერეთ 1000+ სხვადასხვა მარკეტინგული ტექსტი.

როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო ხედვა?

უახლოს მომავალში გვსურს, Rankers-ის ოფისმა WEB3 სივრცეში გადაინაცვლოს და ჩვენი პოზიციები კიდევ უფრო გავამყაროთ ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. ასევე უფრო მეტად განვავითაროთ ის მიმართულებები, რაც სხვა მარკეტინგული სააგენტოებისგან ნათლად გამოგვარჩევს.