Join our Waitlist for Expert Advice!

როგორ გავხადოთ კომპანიის პროდუქტები უფრო დასამახსოვრებელი მომხმარებლებისთვის? - გაიცანით სარეკლამო კომპანია "ელეგანსი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ორგანიზაციებისთვის უმნიშვნელოვანესია, პოტენციურმა მომხმარებლებმა მარტივად შეძლონ კომპანიის იდენტობის ამოცნობა. ცნობდნენ მის სახელს, სიმბოლოს, დიზაინს ან ნებისმიერ სხვა დეტალს, რაც ხელს უწყობს მათი პროდუქტისა თუ სერვისის იდენტიფიცირებას. იმაში კი, თუ როგორ სურს, კომპანიამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი ბაზარზე, ორგანიზაციებს სარეკლამო კომპანიები ეხმარებიან.

როგორ შეუქმნათ წარმოდგენა მომხმარებლებს იმის შესახებ, თუ ვინ ხართ თქვენ, როგორც ბიზნესი? ამაში სარეკლამო კომპანია "ელეგანსი" დაგეხმარებათ, რომელიც კომპანიებს სხვადასხვა პროდუქტის ბრენდირებას, ბეჭდვით მომსახურებასა და ბრენდინგის შემუშავებას სთავაზობს. "ელეგანსი" ორიენტირებულია როგორც საცალო (B2C), ასევე კორპორაციულ შეკვეთებზე (B2B). გარდა ამისა, სარეკლამო კომპანიის სერვისებში შედის მცირე ტირაჟის დაბეჭდვა უმოკლეს დროში, რითიც აქტიურად უწყობს ხელს ახალბედა ორგანიზაციებს, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით პოზიციონირდნენ ბაზარზე.

"6 წლის წინ ჩემი მეუღლე მოეწყო სამუშაოდ სარეკლამო სააგენტოში, მალევე დაეუფლა ამ პროფესიას, იყო ერთ-ერთი მოწინავე მბეჭდავი, შეისწავლა უამრავი დანადგარი და ითავსებდა ბევრ პოზიციას. მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი, და ერთხელ, როცა ვესტუმრე სამსახურში და ვნახე რას საქმიანობდა, ძალიან დამაინტერესა და მომეწონა, მისი და განყოფილების მენეჯერის რეკომენდაციით მეც დამაწყებინეს მანდ სამუშაო დამხმარედ.

ბავშვის დაბადების შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩვენ წამოვედით იმ კომპანიიდან და არსებული ცოდნით და გამოცდილებით დავაარსეთ საკუთარი სარეკლამო სააგენტო. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ბაზარზე უამრავი კონკურენტია, დანადგარები ძვირია, დამკვეთების პოვნა და შემდეგ მათი ნდობის მოპოვება არცთუ ისე იოლია, ამიტომ არსებული დანაზოგით ნელ-ნელა დავიწყეთ განვითარება. მეუღლე მბეჭდავის როლს ითავსებდა, მე - მენეჯერის. მაგრამ ჩვენი ოჯახური ბიზნესი დიდხანს არ გაგრძელდა. 2 წლის წინ მეუღლე კოვიდს ემსხვერპლა. დავპირდი, რომ არ დავანებებდი თავს ჩვენს ბიზნესს და გავაგრძელებდი ჩვენს საქმიანობას და ერთ-ერთ მოწინავე კომპანიად ვაქცევდი. მენეჯერის როლთან ერთად ვითავსებდი ბუღალტრის, მომმარაგებლის, ლოჯისტიკის, დიზაინერის, კურიერის და კიდევ ბევრ როლს... ცოტა ხნის წინ ავიყვანე დამხმარე და ახლა ახალი გამოწვევებით ვუდგები ჩემს საქმეს", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს მარინა ტაინოვი, სარეკლამო კომპანია Elegance-ის დამფუძნებელი.

ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისას, რესპონდენტის განმარტებით, ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ამ გზაზე შეხვდა, ეს გარშემო მყოფი ხალხი გახლდათ. ზოგიერთ მათგანს არ სჯეროდა ახალი წამოწყების წარმატების, ზოგიერთი კი მიიჩნევდა, რომ ქალი ვერ შეძლებდა დანადგარებთან მუშაობას. თუმცა უდიდესი მოტივაციითა და შრომით მარინა ტაინოვმა შეძლო იდეა რეალურ ბიზნესად ექცია.

"არავის სჯეროდა ჩვენი, ერთმანეთის იმედზე ვიყავით და ჩვენ ეს შევძელით. მეორე წინააღმდეგობა იყო მეუღლის გარდაცვალება, რადგან 2 წლის ბავშვთან ერთად ძალიან ძნელი იყო ბიზნესის განვითარება, თუმცა ოჯახში მეხმარებოდნენ და ნელ-ნელა გადავლახე ეს სირთულე. მეგობრების გამხნევება ძალიან პოზიტიურად ისახებოდა ჩემზე. დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, პირველ რიგში, დროის მენეჯმენტი, ადამიანებთან ურთიერთობა, აზრების გაცვლა, ახალი და საინტერესო კავშირების დამყარება. ჩემი რჩევა იქნება, არ შეშინდეთ, გაბედეთ, გარისკეთ, ოღონდ წინასწარ აწონ-დაწონეთ, რომ შემდეგ არ გაკოტრდეთ. ყველაფერს სჭირდება დაფიქრება, გაზომვა და შემდეგ მოქმედება. ბევრი ადამიანი შეგხვდებათ გზაზე, ვინც არ დაუჯერებს თქვენ წარმატებას, შეგიშლით ხელს, შეგაშინებთ, თუმცა უსმინეთ მხოლოდ თქვენს გულს და რჩევისთვის მიმართეთ მხოლოდ წარმატებულ ადამიანს, რომელმაც უკვე განვლო ეს რთული გზა და ზუსტად იცის, რის ფასად დაუჯდა წარმატების მიღწევა", - განმარტავს მარინა ტაინოვი.

აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ "ელეგანსმა" საქორწილო სასაჩუქრე ყუთების წარმოებაც დაიწყო. მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ პატარძლისა და მეჯვარეებისთვის განკუთვნილი ე.წ. ბოქსები, რომელშიც სხვადასხვა ტიპის საინტერესო პროდუქტი შევა.

რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმას, "ელეგანსის" გუნდი კიდევ უფრო აფართოებს სერვისების არეალს და მომხმარებლებს უნიკალურ სერვისებს შესთავაზებს. კომპანიამ უკვე გამოიწერა ახალი დანადგარები, რომლის ანალოგი საქართველოში არ მოიპოვება და რომლითაც "ელეგანსის" სერვისები კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. გარდა ამისა, კომპანიის მიზანია, არამხოლოდ შეიძინოს კიდევ უფრო მეტი კერძო თუ ბიზნესმომხმარებელი, არამედ აქტიურადაც ჩაერთოს საგანმანათლებლო საქმიანობაში. სწორედ ამ მიზნით "ელეგანსმა" უკვე გამოუშვა მათ მიერ შექმნილი განმავითარებელი წიგნი-აქტივობა ბავშვებისთვის, რომლიც 3+ ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარე თვეში ასევე დაგეგმილი აქვთ ვორქშოფის გამართვა ბავშვებისთვის.

"როგორც ამჟამინდელ, ისე სამომავლო საქმიანობასა და გეგმებში უდიდეს ინსპირაციას ჩემს საქმიანობაში მაძლევს ჩემი პატარა შვილი. დაღლილი და რთული სამუშაო დღის მერე, როცა გგონია, რომ ენერგიაგამოცლილი ხარ, ბავშვის თვალები და ღიმილი ყოველთვის ახალ ნაპერწკალს აჩენს შენში, იჯერებ, რომ რასაც აკეთებ სხვებისთვის, ამაო არაა, რომ შენ სჭირდები შენს დამკვეთებს და ასე, ხელახლა დაბადებული, მეორე დღეს აგრძელებ შენს საქმიანობას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა სამუშაო დღის დასასრულს ან შაბათ-კვირას დაურეკავთ დამკვეთებს და გადაგვარჩინეო, თხოვიათ, რადგან დროში ვერ ეტეოდნენ და შეკვეთები ჰქონდათ ჩასაბარებელი. იმ დღეებში დამიტოვებია ბავშვი დედაჩემთან და უკან დავბრუნებულვარ, სამსახურში, რათა მათი შეკვეთები დამემზადებინა. ამით აფასებენ ჩემს კომპანიას, ყოველთვის ინდივიდუალურად ვუდგებით მომხმარებლებს, შევდივართ დამკვეთის სიტუაციაში და ვცდილობთ მათ გახარებას".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

Business News

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად?

თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი

ინსპირაცია

18 ფილმი, რომელიც ყველა ანტრეპრენერმა უნდა ნახოს

ბიზნესის განვითარების რა სტადიაზეც არ უნდა იმყოფებოდეთ, ამ ფილმებით ბევრის სწავლას შეძლებთ

სიახლეები

Mytalent.io - რეკრუტინგი საერთაშორისო სტანდარტით

MyTalent.io-ს მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით არსებული გერმანულენოვანი ტალანტების დაკავშირება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის დამსაქმებლებთან