Get All Access for $5/mo

საბავშვო ბაღი "მორტი" - თბილი, უსაფრთხო და საინტერესო გარემო ბავშვებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საბავშვო ბაღი "მორტი - Morty Kindergarten" თიკო კობაძემ და ანი ლალაშვილმა დააფუძნეს ორ ბიზნესპარტნიორთან ერთად. მათ ერთმანეთი სასწავლო დაწესებულებაში, უნივერსიტეტში მუშაობისას გაიცნეს.

უმაღლეს სასწავლებელში რამდენიმეწლიანი მუშაობისა და დიდი გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადაწყვიტეს, შეექმნათ სივრცეები, სადაც დანერგავდნენ იმ მეთოდებსა და მიდგომებს, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის.

"მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, დაგროვებული ცოდნა სასარგებლოდ გამოგვეყენებინა და შეგვექმნა რამდენიმე სივრცე, სადაც დავნერგავდით იმ მეთოდებს და მიდგომებს, რაც მნიშვნელოვანია პიროვნების განვითარებისთვის", - იხსენებს ანი ლალაშვილი.

ასე დაარსდა მათი პირველი საერთო პროექტი "ედუ ლაბი", სივრცე, სადაც ყველა ასაკის მომხმარებელს აქვს საშუალება, დაეუფლოს მისთვის საინტერესო სხვადასხვა სპეციალობას, შეისწავლოს უცხო ენები, აიმაღლოს კვალიფიკაცია მრავალი მიმართულებით.

ორ ბიზნესპარტნიორთან ერთად "ედუ ლაბის" გახსნიდან ერთი წლის შემდეგ საბავშვო ბაღის გახსნა გადაწყვიტეს. მათი საერთო მოტივაცია თავიდანვე ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შეთავაზება იყო.

"გადავწყვიტეთ საბავშვო ბაღი "მორტი" გაგვეხსნა, რადგან ვფიქრობთ, ნებისმიერი ბავშვისთვის ჯანსაღი პირობები მომავალში მათი წარმატებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა. ასე დაიბადა "მორტი", სახელზე ბევრი ვიფიქრეთ და დარქმევის პრივილეგია მეგობრებს ერგოთ წილად, ის ოთხფეხა მეგობრის სახელია", - ამბობს თიკო.

ამბობენ, რომ ბაღის კონცეფცია აქამდე არსებული დაწესებულებებისგან განსხვავებულად ჩამოყალიბდა. დამფუძნებლების სურვილი იყო, გაეხსნათ სკოლამდელი აღზრდის სასწავლო სივრცე, სადაც ბავშვები იგრძნობდნენ მაქსიმალურ თავისუფლებას, ექნებოდათ საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება და მეგობრებთან ერთად კომფორტულ, უსაფრთხო, საინტერესო გარემოში ყოფნა მათთვის ბედნიერება იქნებოდა.

რადგანაც პატარებისთვის ბაღში სიარული, განსაკუთრებით საწყისი ეტაპი, სტრესთან არის დაკავშირებული, ანიმ და თიკომ გადაწყვიტეს, "მორტიში" მისული პატარებისთვის სრულიად განსხვავებული, კომფორტული გარემო მოეწყოთ. ადგილი, სადაც თითოეული დეტალი ბავშვზე იქნებოდა ორიენტირებული და სადაც პატარები იღებენ იმ სითბოსა და სიყვარულს, რაც მათ სჭირდებათ.

"თავიდანვე ძალიან გაგვიმართლა იმ გუნდში, რომელმაც ჩვენთან ერთად დაიწყო ბაღის გახსნაზე მუშაობა. გვყავს არაჩვეულებრივი მენეჯერი, თაკო მელითაური. ამ სფეროში მისი მრავალწლიანი მუშაობა უმნიშნელოვანესი იყო ჩვენთვის, მისი წვლილი ბაღის შექმნასა და განვითარებაში უდიდესია. თითოეული აღმზრდელი, გუნდის წევრი ოჯახის წევრივით მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ალბათ ეს არის იმ სტაბილური გარემოს გარკვეული წინაპირობა, რაც ჩვენთან არის გამოხატული", - ამბობენ დამფუძნებლები.

საგანმანათლებლო საქმიანობა სხვა ბიზნესსაქმიანობისგან განსხვავდება, განსაკუთრებით, როცა საქმე სკოლამდელი ასაკის პატარებს ეხება. თიკო ამბობს, რომ მათი ანტრეპრენერული მოგზაურობა გამოწვევებით იყო სავსე და დღემდე ასე გრძელდება.

"მორტის" თანადამფუძნებელი თიკო კობაძე ამბობს, რომ ბაღის მენეჯმენტი, გამოწვევების გარდა, უდიდეს პასუხისმგებლობასაც უკავშირდება.

"პროცესში გვქონდა ძალიან ბევრი გამოწვევა, დღემდე ასეა, ხშირად გვაქვს უძილო ღამეები, ჩვენი ყოველი დილა იწყება 08:30 სთ-ზე, იმ მომენტიდან, როდესაც ბაღი იხსნება და მხოლოდ 19:00 სთ-ზე გვეხსნება ის დაჭიმულობა, რაც მთელი ამ დროის მანძილზე გვაქვს.

კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამდენი ბავშვის ერთ სივრცეში ყოფნას გულისხმობს. მათზე ისევე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, როგორც საკუთარ შვილებზე", - ამბობს თიკო კობაძე.

ქალი ანტრეპრენერები ამბობენ, რომ უამრავი ყოველდღიური და საწყის ეტაპზე არსებული გამოწვევის მიუხედავად, საბავშვო ბაღმა "მორტიმ" მოახერხა ადგილის დამკვიდრება მაღალი კონკურენციის პირობებშიც და მშობლების ნდობა მოიპოვა.

ანი ლალაშვილის თქმით, ეს "მორტიმ" პასუხისმგებლიანი მიდგომითა და ბავშვზე ორიენტირებული გარემოს შექმნით მოახერხა.

"ყველაზე დასაფასებელი და საამაყო ამ ყველაფერში ის არის, რომ "მორტიმ" მალე გაითქვა სახელი და დაიმკვიდრა თავი ბაზარზე მაღალი კონკურენციის პირობებში".

ანის თქმითვე, დამოუკიდებელ საქმიანობამდე უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მენეჯმენტის ნაწილში. როგორც ის Entrepreneur-თან ინტერვიუში ჰყვება, საბავშვო ბაღის გახსნიდან მალევე ქვეყანაში კანონმდებლობა შეიცვალა და ყველა მოქმედი ბაღი ავტორიზაციის რეჟიმში გადავიდა.

სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენეს უნივერსიტეტში მიღებული განათლების მენეჯმენტის ცოდნა თიკომ და ანიმ. მათი თქმით, ავტორიზაციის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და შემდეგ ეტაპებზეც თავდაჯერებულად არიან განწყობილი.

"ბაღის გახსნიდან მალე, ქვეყანაში ამოქმედებული ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა მოქმედი საბავშვო ბაღი ავტორიზაციის რეჟიმში გადავიდა. უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილება დაგვეხმარა პროცესში მარტივად გავრკვეულიყავით და მალევე მიგვეღო ყველა ის ცვლილება, რომელიც ყველასთვის სავალდებულო გახდა. პირველი ეტაპი, თვითშეფასების ნაწილი წარმატებით გავიარეთ და გვჯერა, რომ საბოლოო შედეგიც კარგი გვექნება", - ამბობენ ისინი.

საბავშვო ბაღ "მორტის" დამფუძნებლებს მრავალფეროვანი სამომავლო გეგმები აქვთ. თიკო და ანი ამბობენ, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღონ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება. ანტრეპრენერი ქალები აპირებენ, რომ ეს მათ ერთგვარ მისიადაც კი იქცეს და ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის ფარგლებში ფილიალების გახსნას აპირებენ.

"სამომავლოდ გვინდა გვქონდეს ფილიალები თბილისის სხვადასხვა უბანში და ასევე რეგიონებში, გვსურს ჩვენი აღზრდის მეთოდებით სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა ყველას მივცეთ".

დამწყებ ანტრეპრენერებს ან, უბრალოდ, ჯერ კიდევ იდეაზე მომუშავეებს ანი და თიკო ურჩევენ, რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა. მათი თქმით, წარმატება აუცილებლად მიდის იმ ადამიანებთან, ვისაც საკუთარი თავის სწამს.

"გვჯერა, მეტი და მეტი წარმატება გველოდება წინ. მათთვის კი, ვინც ახლა იწყებთ რაიმე ტიპის საქმიანობას, მხოლოდ ერთი რამის რჩევა შეგვიძლია: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იშრომეთ თავდაუზოგავად და წარმატება აუცილებლად მოვა".

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.