Join our Waitlist for Expert Advice!

"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" - სივრცე იურისტების პროფესიული განვითარებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირმა კახიძე პროფესიით იურისტია, რომელმაც თითქმის 10 წლის წინ "საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა" დააფუძნა და დღემდე აქტიურად განაგრძობს მის განვითარებას. როგორც ირმა აღნიშნავს, იმ დროისთვის ბაზარზე, ფაქტობრივად, არ არსებობდა არცერთი ტრენინგ ცენტრი, რომლის ძირითადი სამიზნე აუდიტორია მხოლოდ იურიდიული სფეროს წარმომადგენლები იქნებოდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სკოლის შექმნის იდეაც.

"იურისპრუდენცია ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სულ ცვლილების პროცესშია, ამიტომ აუცილებელია ჩვენც ავუწყოთ ფეხი და ვიყოთ ინფორმირებული კანონში მიმდინარე ცვლილებებისა და უახლესი პრაქტიკის შესახებ, ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იურისტთა უმაღლესი სკოლის შექმნის დროს", − აღნიშნავს ირმა კახიძე.

"საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის" მიზანი ასევე დამწყები იურისტების მხარდაჭერაა, რისთვისაც სკოლა დაინტერესებულ პირებს მოსამართლის, ადვოკატისა და ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს სთავაზობს.

როგორც ირმა აღნიშნავს, ჯერ კიდევ 10 წლის წინ რთული იყო პროგნოზების გაკეთება, ვინაიდან კომპანია ბაზარზე, ფაქტობრივად, უკონკურენტო იყო და მსგავსი გამოცდილებაც არ არსებობდა. იურისტთა უმაღლესი სკოლა წლების განმავლობაში ფრთხილად ვითარდებოდა და ცდილობდა საკუთარი უნიკალური სტილი შეექმნა, რითაც საბოლოოდ შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება.

კომპანიისთვის ყველაზე დიდ წინააღმდეგობას ისეთი ტრენინგ კურსების შემუშავება წარმოადგენდა, რომელიც იურიდიული სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელზე იქნებოდა გათვლილი. ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერები მოიწვია, მათ შორის მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, ადვოკატები და ნოტარიუსები, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც უზიარებდნენ აუდიტორიას.

ირმას თქმით, გენდერული სტერეოტიპები სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების ყველა დონეზე გვხვდება, მათ შორის არც მისი საქმიანობა იყო გამონაკლისი, თუმცა ვინაიდან კავშირი ძირითადად იურისტებთან ჰქონდა, ნაკლებად იგრძნობოდა მსგავსი სტიგმები.

"ყოველთვის იარსებებს უარის თქმის მილიონი მიზეზი, მაგრამ თუ არსებობს ერთი მიზეზი მაინც, რის გამოც ღირს კონკრეტული საქმის დაწყება, მაშინ უკან არ დაიხიოთ და იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად, საწყის ეტაპზე ყოველთვის შეხვდებით უამრავ დაბრკოლებას და სირთულეს, მაგრამ სწორედ ამ სირთულეების გადალახვა გაქცევთ ძლიერ ადამიანად და მენეჯერად", - ამბობს ირმა კახიძე.

როგორც "საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის" დამფუძნებელი აღნიშნავს, ინსპირაციას საკუთარი საქმის სიყვარული აძლევს - "უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ჩვენ მიერ გადამზადებული იურისტები გვხვდებიან სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში და ხარისხიან მომსახურებას გვიწევენ. ასეთ დროს ვრწმუნდები, რომ ჩვენ არამარტო ჩვენი პროფესიის, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებაშიც შეგვაქვს წვლილი".

აღსანიშნავია, რომ "საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის" გუნდი მუდმივად ცდილობს განვითარებას, რათა საკუთარ მომხმარებლებს ბევრად უკეთესი პროდუქტი შესთავაზოს. ამჟამად კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა აკრედიტაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მალე ბაზარზე "საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის" სახით ახალი აკრედიტებული სასწავლებელი გამოჩნდეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

ანტრეპრენერობა - აზროვნების ტიპია

"რაღაც უნდა ისწავლოთ და ამავე დროს, რაღაც უნდა დაივიწყოთ"