You can be on Entrepreneur’s cover!

"საზოგადოების აზროვნების შეცვლა მსურს. იმის, თუ როგორ უყურებს და როგორ მიაგებს პატივს იგი სპორტსმენ ქალებს" ლიდერები, რომლებიც კულტურაზე გავლენას ახდენენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჰეილი როზენი - Just Women's Sports-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

როდესაც ყოფილმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა ჰეილი როზენმა 2020 წელს Instagram-ანგარიში შექმნა, რომელიც ქალთა სპორტის ამბებს ეძღვნებოდა, უნდოდა თავისი მიმდევრები დაერწმუნებინა, რომ ის ვარდისფერი არ იქნებოდა. მაგრამ როდესაც მან Just Women's Sports IG ანგარიში მედიაპლატფორმად გარდაქმნა, იქ სერიოზული ანალიტიკური მასალები, პოდკასტები, საინფორმაციო ბიულეტენები განათავსა და იმავე მასშტაბით გააშუქა ყველა სიახლე, როგორც მამაკაცის სპორტის სახეობებშია. "საზოგადოების აზროვნების შეცვლა მსურს. იმის, თუ როგორ უყურებს და როგორ მიაგებს პატივს იგი სპორტსმენ ქალებს", − ამბობს როზენი, რომელმაც გასულ წელს $3,5-მილიონიანი დაფინანსების რაუნდი დახურა ისეთი ინვესტორების დახმარებით, როგორებიც არიან კელი ო'ჰარა და კევინ დურანტი, და ახლახან კიდევ $6 მილიონი მოიზიდა, − "შეცდომებს ქალთა სპორტის ყველაზე მგზნებარე მომხრეებიც კი უშვებენ, ამას ისე უყურებენ, როგორც ქველმოქმედებას, ხშირად სპორტსმენების მიღწევებსაც არად მიიჩნევენ, მეტ ყურადღებას მათ ძალაზე ამახვილებენ. მათთვის ეს არის მისაბაძი მაგალითი".

როზენის თქმით, ასეთი აზროვნება კატეგორიის პოტენციალს ზღუდავს, იმის დაუნახაობა, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ქალთა სპორტი, ახალი გულშემატკივრებისა და ინვესტორების მოზიდვაში უშლის ხელს. "მამაკაცების სპორტი მთლიანად აჟიოტაჟზეა დაფუძნებული", − ამბობს ის, − "ხოლო, ქალთა სპორტი, ძალიან ხშირად − დანაშაულის გრძნობაზე. მე ყველაზე ეფექტიანი გზა ვიპოვე და ეს საპირისპიროს დამტკიცებაა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ როგორ ხდება ინვესტირება ქალთა სპორტში. მაგრამ როდესაც ფეხბურთის მატჩს 90 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება, ფაქტები თავისთავად მეტყველებენ ყველაფერზე და შეუძლებელია უარყოფა, რომ რეალური ბიზნესშესაძლებლობები ქალთა სპორტშიც არსებობს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს უმრავლესობა".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"