Get All Access for $5/mo

"შენ ხარ საკუთარი თავის საუკეთესო მოტივატორი" - ლალი სამსონიძის წარმატებული საკონდიტრო ბიზნესი და ბავშვობის ახდენილი ოცნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლალი სამსონიძე ბავშვობიდან ოცნებობდა, ჰქონოდა საკონდიტრო, სადაც ადამიანებს უამრავი ტკბილეულით გაუმასპინძლდებოდა. 15 წლის წინ გადაწყვიტა, რომ ოცნება ბავშვობაში არ უნდა დაეტოვებინა და მის ახდენაზე მუშაობაც დაიწყო − ასე გაიხსნა ახალციხეში პატარა კაფე და დაიწყო SL Company-ის ისტორიაც.

48 წლის მეწარმე ქალის ბიზნესი ამჟამად 3 კაფე-საკონდიტროსა და პურის ქარხანას აერთიანებს − კაფეები ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქშია, ხოლო პურ-ფუნთუშეულის ქარხანა ახალციხეში. ამჟამად სულ დასაქმებული ჰყავს 117 ადამიანი.

ლალი ამბობს, რომ საკუთარი თავის მოტივატორები ყველანი თავად ვართ. განათლებით ფილოლოგს, სწორედ მისსავე ოცნებებმა მისცა მოტივაცია, რეგიონში მწირი რესურსებით დაეწყო ბიზნესი.

"ბუნებით ძალიან მებრძოლი ვარ, დამარცხება არ მჩვევია. იდეალისტი და ამავდროულად მაქსიმალისტი ვარ. იყო წარმატებულინიშნავს იყო გამჭრიახი, გქონდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი; მოულოდნელობებთან გამკლავება და ემოციური ბალანსის დაცვაც აუცილებელია. ეს თვისებები კი წარმატების ფუნდამენტია", − ამბობს ის Entrepreneur-თან.

მეწარმე ფიქრობს, რომ მისი ბიზნესის წარმატება თავდაუზოგავი შრომის შედეგია. 2008 წელს როცა ახალციხეში პირველი პიცერია გახსნა, ფაქტობრივად, ნულიდან იწყებდა − ფართი იჯარით აიღო და ბევრი სირთულის მიუხედავად, მიზნისკენ სწრაფვა არ შეუწყვიტავს.

ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად პროფესიონალი კადრების არარსებობას ან გადინებას, ემიგრაციას ასახელებს. მეწარმე ამბობს, რომ რეგიონში ეს განსაკუთრებულად იგრძნობა. გარდა იმისა, რომ მუდმივად ავითარებს საკუთარ უნარ-ჩვევებს და ეცნობა ბიზნესში არსებულ სიახლეებს, უწევს ახალი კადრები ჯერ გადაამზადოს და შემდეგ დაასაქმოს. ყველაფრის მიუხედავად კი ახლის ძიებას არ წყვეტს, რათა მომხმარებელს მუდმივად გაუმჯობესებადი სერვისი შესთავაზონ.

"თითქმის ყოველწლიურად დავდივართ საერთაშორისო გამოფენებზე, ვესწრებით სემინარებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში; ჩამოგვყავს უცხოელი შეფები ჩვენი ცოდნის ასამაღლებლად. დავნერგეთ ჰასპის სტანდარტი, რაც ხაზს უსვამს უსაფრთხო კვებას".

როგორც ყველა სხვა საწარმოსა და ბიზნესს, SL Company-საც ყველაზე მეტად პანდემიის გადალახვა და იმ პერიოდში გადარჩენა გაუჭირდა. ლალი სამსონიძე იხსენებს, რომ "კოვიდის" დროს მთავარი საზრუნავი გადარჩენა იყო და უხარია, რომ მისმა ბიზნესმა ეს შეძლო. როგორც ამბობს, ეს სიტუაციის სწორი ანალიზისა და საჭირო დროს მომხმარებლისთვის შეთავაზებული სიახლეების დამსახურებაა.

"დიდი ფინანსური რესურსი გავიღეთ ახალი მენიუს შექმნაში. ახალი სწავლებებით, მოწვეული შეფებითა და "ბეწვის ხიდზე სიარულით" ჩვენ ეს შევძელით! საქმის კეთება კეთილსინდისიერად, ნდობა, ხარისხი და მუდმივი ზრუნვა განვითარებაზეეს არის ყველაზე ფუნდამენტური ღირებულება ჩემი გადმოსახედით",ამბობს ბიზნესმენი.

პანდემიური პერიოდის დაძლევის შემდეგ კი ბიზნესის გაფართოებაზეც დაიწყო ფიქრი − პურ-ფუნთუშეულის ქარხანა "ხრაშუნა" სულ ცოტა ხნის წინ ამუშავდა. ეს არის 4-მილიონიანი პროექტი ISO სერტიფიკატით, რომლის მხარდამჭერიც Enterprise Georgia გახდა. ქარხანა 63 ადამიანს ასაქმებს. გარდა ამისა, "ხრაშუნა" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პურს უფასოდ დაურიგებს.

წარმატებული ბიზნესის დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარ მიღწევად იმ სითბოსა და სიყვარულს მიიჩნევს, რასაც ადამიანებისგან ყოველდღიურად იღებს.

"ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობსნდობითა და სიყვარულით აღსავსე თვალების მზერა", − ამბობს სამსონიძე.

ზოგადად, წარმატების მთავარ ფორმულად კი საქმის სიყვარულს ასახელებს. მომავალ მეწარმე ქალებს ურჩევს, იპოვონ საქმე, რომელიც ბედნიერებას ანიჭებთ და ამისთვის დახარჯონ ენერგია. გარდა ამისა, აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც.

"შეეჯიბრე ერთადერთ ძლიერ მეტოქეს − საკუთარ თავს. მას თუ აჯობებ, ჩათვალე, წარმატებული ხარ!"

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი