Get All Access for $5/mo

''შეზღუდვებმა ჩვენი რეალური ფასი დაგვანახვა'' - ნინო წითლანაძე ვინ დაიწყო ბიზნესი 2021 წელს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2021 წელი ბევრი ადამიანისათვის საკუთარ თავში ახალი "სუპერძალის" აღმოჩენის დრო გამოდგა. ზოგმა მისთვის სრულიად უცხო სფეროში გადაწყვიტა თავის დამკვიდრება, ზოგმა კი პირადი გამოცდილება წარმატებულ საქმედ აქცია.

წარმოგიდგენთ ნინო წითლანაძეს, რომელიც უკვე 15 წელია, რაც ერთდროულად მუშაობს როგორც კომუნიკაციებში, ისე შემოქმედებით ინდუსტრიებში და ამ პანდემიურ პერიოდში დამოუკიდებელი საქმის კეთებას მიჰყო ხელი.

"ჩემს თავს ასე წარვადგენ − I'm communications person from arts and arts person from communications. თანმიმდევრული და საინტერესო კარიერის შედეგად, კომუნიკაციების სიყვარულმა მომიყვანა პერსონალურ ბრენდინგში, ხოლო შემოქმედებითი ინდუსტრიებისადმი მისწრაფებამ − კრეატიულ სტრატეგიაში. საბოლოოდ, გაგანია პანდემიის დროს წამოვედი სამსახურიდან და შევუდექი Nino Tsitlanadze Consultancy-ის ბიზნესგეგმის შექმნას და მის ამუშავებას. პანდემიამ მასწავლა ორი რამ: პირველი − არსებობს მხოლოდ აქ და ახლა, ამიტომ შესაძლებლობები და რესურსები აუცილებლად უნდა გამოიყენო, და მეორე − ყველანაირმა შეზღუდვამ ჩვენი რეალური ფასი დაგვანახვა", − აცხადებს ნინო წითლანაძე.

Nino Tsitlanadze Consultancy მუშაობს ორი მიმართულებით. პირველია პერსონალური ბრენდინგი, მეორე − კრეატიული სტრატეგიის შექმნა ორგანიზაციებისთვის. NTC-ის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს პროფესიონალებისთვის კარიერის განვითარების ეფექტური სტრატეგიის დასახვა და მათი შემოსავლის ზრდა. მეორე მხრივ, ნინო ორგანიზაციებს ინოვაციური და შემოქმედებითი მეწარმეობის მეთოდების გამოყენებას სთავაზობს, რათა მათი ბიზნესი სულ სხვა თვალით დაანახვოს და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება ასწავლოს, რაც აისახება კომპანიის შიდა გარემოზე, მომხმარებლებთან დამოკიდებულებასა და მეტ მდგრადობაზე.

"ის, რასაც მე ვაკეთებ, ქართული ბაზრისთვის ახალია. მსოფლიოში ახლა პერსონალური ბრენდინგის ბუმია და ეს ტრენდი ნელ-ნელა საქართველოშიც შემოდის. ვიტყოდი, რომ ვმუშაობ საავტორო მეთოდიკით, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც რუსულენოვან და ინგლისურენოვან სივრცეში ვისწავლე. ამას ემატება ბიზნესარქეტიპები, რასაც ამ მიმართულებით საქართველოში არავინ იყენებს, ხოლო კრეატიული სტრატეგიის შექმნის მეთოდიკა ეფუძნება ჩემს 15-წლიან გამოცდილებას და განათლებას, რომელიც მივიღე საფრანგეთში, არტ-მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე და ევროკავშირის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამაზე სწავლის დროს. დღეს, ჩემი კლიენტები არიან პროფესიონალები და კომპანიები სხვადასხვა ნიშიდან, არა მხოლოდ კულტურის სფეროდან. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, მაქსიმალურად მოვარგო ქართულ რეალობას და კლიენტების საჭიროებებს, რათა მათ მიიღონ სრულიად ახალი გამოცდილება და ეფექტური ინსტრუმენტები მათი ბიზნესის განვითარებისთვის", − აღნიშნავს ნინო წითლანაძე.

საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნინო ანტრეპრენერებს და დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს არასოდეს დანებდნენ და ერთ ჩინურ გამოთქმასაც გვიზიარებს: ძალა არის გამოყენებული ცოდნა და თვითდისციპლინა. "ჩემი ყოველი დილა იწყება წიგნის კითხვით და გრძელდება დღის გეგმაში first things first პრინციპით. არ შეუშინდეთ სირთულეებს, და თუ ათჯერ ნაცადმა ხერხმა არ იმუშავა, კრეატიულობას მოუხმეთ. კრეატიულობა ხომ თანდაყოლილი უნარია".

ნინო წითლანაძემ Entrepreneur-ს გაანდო, რომ სწორედ პანდემიამ უბიძგა მას საკუთარი ბიზნესის დაწყებისკენ. მისთვის მთავარი გამოწვევა სრული "ტურბულენტობის" პერიოდში გაბედული გადაწყვეტილების მიღება იყო და მიაჩნია, რომ გამოუვიდა კიდეც. "დღეს ვარ საკუთარი ბიზნესის მფლობელი, 4 უნივერსიტეტის ლექტორი სხვადასხვა მიმართულებით, ტრენერი, შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის თანადამფუძნებელი და დირექტორი. რთულია ამ ყველაფრის დაჯერება, როდესაც წინა რამდენიმე წელს გადავხედავ ხოლმე".

Nino Tsitlanadze Consultancy-ის მთავარი სურვილი და ხედვაა, პერსონალურ ბრენდზე ზრუნვა და განვითარება პროფესიონალებისთვის გასაგები და ჩვეული სერვისი გახდეს. როგორც ნინო განმარტავს, ნებისმიერ ადამიანს პოტენციურად აქვს პირადი ბრენდი. მისი ყველაზე მარტივი მაგალითია სახელი და გვარი, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. ხოლო ის, თუ რას ჩავდებთ მასში, უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ნინო წითლანაძის სურვილი და ამოცანა შემოქმედებითი მეწარმეების მხარდაჭერაა და ამ მიმართულებით სიახლეებს საზოგადოება ახლო მომავალში შეიტყობს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

როგორ ვმართოთ შიში?

სიმშვიდე აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანმა წონასწორობა შეინარჩუნოს.

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

სიახლეები

ფაგიო® სააფთიაქო ქსელებში დაბრუნდა

17,5 მილიონი ლარის 2-წლიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელების შედეგად, "ბიოქიმფარმი" გახდა ფაგების პირველი, GMP-სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში