Get All Access for $5/mo

"შრომისა და რისკის გარეშე ბიზნესი ვერ იქნება" - თეა ედიშერაშვილის "შოკოჰოლიკი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თეა ედიშერაშვილმა "შოკოჰოლიკის" დაფუძნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, რომ ქართული ტკბილეულის ბაზარზე სანდო, ჯანსაღი ტკბილეული დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

როგორც იხსენებს, ინსპირაცია მისი შვილებისთვის ტკბილეულის დამზადებიდან წამოვიდა. ბავშვებისთვის ტკბილეულს ყოველთვის ძალიან ფრთხილად არჩევდა და მიხვდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისი ხელით, ჯანსაღი პროდუქტებით დამზადებულს ენდობოდა.

ამბობს, რომ ბიზნესის დაწყება პანდემიის პერიოდში, როცა სხვა ყველაფერი იხურებოდა და წყვეტდა არსებობას, ნამდვილად რისკიანი გადაწყვეტილება იყო და, ცხადია, დიდ გამბედაობას მოითხოვდა.

"ფაქტობრივად, პანდემიის პერიოდში, როდესაც არსებული უამრავი ბიზნესი იხურებოდა, "დაიბადა შოკოჰოლიკი". ეს იყო ყველაზე დიდი რისკი, რაც გაბედულობის გარეშე ვერ იქნებოდა. მჯეროდა საკუთარი შექმნილი პროდუქტისა და იმის, რომ 4-თვიანი უძილო ღამეები უკვალოდ არ ჩაივლიდა", - იხსენებს თეა.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ბიზნესი წინაღობების გარეშე არ არსებობს და ყოველ ეტაპს განსხვავებული გამოწვევა ახლავს თან. მაგალითად, საწყის ეტაპზე ყველაზე დიდ გამოწვევად მისი პირველი კორპორაციული შეკვეთა ახსენდება - ასობით ნუგის ბოქსი.

"ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი ამხელა პასუხისმგებლობის აღებას, მაგრამ საბოლოოდ ვირწმუნე საკუთარი შესაძლებლობების და დიახ! მას მერე ვიცი, რომ მე ეს შემიძლია! მას მერე ვიცი, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი მართლა არ აქვს და თუ რამეს მოინდომებ მთელი გულით, ცოტა ხელსაც გაანძრევ, აუცილებლად გამოგივა".

კიდევ ერთ გამოწვევად დიდი ბიზნესის მხრიდან უნდობლობას ასახელებს - თავიდან მაღაზიათა ქსელები ეჭვის თვალით უყურებდნენ ნაწარმს. სწორედ ამიტომ მადლობელია კომპანია "სმარტის", სადაც "შოკოჰოლიკის" ტკბილეული პირველი დღიდან იყიდება.

თეა ამბობს, რომ გენდერულ სტერეოტიპებთან უჩვეულო შეჯახებამ მოუწია. ბიზნესში მისი წარმოების მიმართ მსგავს დამოკიდებულებას ვერ იხსენებს, თუმცა ასეთ გამოცდილებას გვიზიარებს:

"თავიდან, როდესაც გამოუცდელი ვიყავი, უამრავ შეცდომას ვუშვებდი ონლაინშეკვეთის მიღების დროს. მაგალითად, მერიდებოდა წინასწარ თანხის აღება. ერთხელაც ერთმა მამაკაცმა ჩაიბარა შეკვეთა და თანხა არ გადაუხადა კურიერს. დავურეკე და ვთხოვე, კონკრეტულ ანგარიშზე ჩაერიცხა თანხა და პასუხად მივიღე, არ მინდა და არ გირიცხავთ, ვინმე კაცი არ გყავთ, რომ დამალაპარაკოთო?"

დამოუკიდებელმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბიზნესის კეთება წარმოუდგენელია რისკის გაღებისა და თავდაუზოგავი შრომის გარეშე. ამასვე ურჩევს დამწყებ მეწარმეებსა და მომავალ მენეჯერებს - იშრომონ და აკეთონ ის საქმე, რაც უყვართ.

"არ შეუშინდეთ გამოწვევებს, ეცადეთ მუდმივად იზრდებოდეთ და ვითარდებოდეთ. თამამად იოცნებეთ და შემდეგ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენს ოცნებებს ფრთები შეასხათ", - ამბობს თეა ინტერვიუში.

სამომავლო გეგმა ამ ეტაპზე წარმოების გაფართოებაა - თეა ედიშერაშვილი ამბობს, რომ "შოკოჰოლიკის" ბრენდული მაღაზიისა და ნუგების საწარმოს გახსნა იგეგმება. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს, მისი ნაწარმი ექსპორტზე, საერთაშორისო ბაზარზე გაიტანოს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი