Tami Sport ახალ კამპანიას იწყებს #შენილეგენდა იწყება!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართული სპორტული ლუქსბრენდი Tami Sport გაზაფხულის დადგომასთან ერთად ახალ კამპანიას, ჰეშთეგით #შენილეგენდა იწყებს, რომელიც სპორტის სფეროში დაკავებულ ქართველ ქალებს ეხება. კამპანია ქართველი სპორტსმენი ქალების პოპულარიზაციასა და მათ აქტიურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
"ჩვენი კამპანიის ფარგლებში, მარტის თვეში 4 ქალი სპორტსმენი შეირჩა. მათ სხვადასხვა სპორტული ტიტული და მიღწევა აქვთ. გვსურს, ისინი ფართო საზოგადოებამ კარგად გაიცნოს, იცოდეს მათი მიღწევებისა და წარმატებების შესახებ. ეს მეტ მოტივაციას მისცემს როგორც პატარა და ახალგაზრდა გოგონებს, ასევე სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს, რათა სპორტული ცხოვრებით რეგულარულად და აქტიურად დაკავდნენ", − ამბობს თამი გელაშვილი, Tami Sport-ის დამფუძნებელი.
კამპანიის ფარგლებში მონაწილე სპორტსმენებს სპორტული ეკიპირება გადაეცემათ. ასევე, შეძლებენ ბრენდის პროდუქციაზე მათთვის განკუთვნილი სპეციალური ფასებით ისარგებლონ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ არაერთი სპორტსმენი ქალბატონი გახდება Tami Sport-ის რჩეული.
სპორტული ხასიათის კამპანიაში ჩართვის მსურველებს კი აპლიკაციის გაგზავნა ელექტრონულ მისამართზე: info@tamisport.ge შეუძლიათ. ამისათვის ტიტულოვანი სპორტსმენის სტატუსი სულაც არ არის საჭირო.
Tami Sport ქართული სპორტული ლუქსბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის სპორტულ სამოსს ქალბატონებისთვის ქმნის. ბრენდის დამფუძნებელი თამარ გელაშვილია. სპორტის გამორჩეულად აქტიური სახეობის – სირბილის პროფესიულად მიმდევარი, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას უკვე საკუთარი დიზაინით შექმნილ სამოსში გვიზიარებს. Tami Sport ჯანსაღი ცხოვრებისა და აქტიური, სასიამოვნო ვარჯიშისთვის მეტ თავდაჯერებულობას ჰპირდება ყველას, ვინც ბრენდის სამოსს თუნდაც ერთხელ მოარგებს საკუთარ სხეულს.