Get All Access for $5/mo

თანამედროვე ქართული მხატვრობა ერთ სივრცეში - სოფო დუღაშვილის გალერეა "ლევკასი"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოფო დუღაშვილი წარმატებული იურისტი და მედიატორია, თუმცა ყოველთვის უნდოდა ისეთი საქმის კეთება, რაც მისთვის ერთდროულად განტვირთვაცა და დამატებითი შემოსავლის მომტანიც იქნებოდა.

ასეთი საქმე აღმოჩნდა ქართული მხატვრობის სიყვარულით შექმნილი გალერეა "ლევკასი", სადაც მომხმარებლებს ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების ფართო არჩევანს სთავაზობს ყველა კატეგორიასა და ფასის დიაპაზონში. გარდა ამისა, გალერეა ფასების ღია პოლიტიკით გამოირჩევა, რაც, მისივე თქმით, ამ ბაზარზე იშვიათია.

"ბოლო წლებია განსაკუთრებით ვიყავი გატაცებული ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების კოლექციის შეგროვებით და როცა მივხვდი, რომ ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა, გადავწყვიტე ჰობი საქმედ მექცია. ამ პროცესში ძალიან დამეხმარა საკუთარი თავი, როგორც მომხმარებელი და ზუსტად მომხმარებლის თვალით შევხედე ამ ბიზნესს და გამოვასწორე ის ბლოკერები, რისი მიღებაც სხვაგან ერთ სივრცეში ჩემთვის შეუძლებელი იყო", - გვიყვება სოფო.

სოფო მომხმარებლებს სთავაზობს, სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ მათთვის სასურველი ნამუშევარი და 1-3 საათში ჩაიბარონ შეკვეთა. ამასთან, შესაძლებელია კორპორაციული შესყიდვის განხორციელებაც.

გარდა ამისა, ერთ სივრცეში თავმოყრილია ხელოვნების ნიმუშის შეძენასთან დაკავშირებული ყველა სერვისი - თავად ნამუშევრის არჩევით დაწყებული, ჩარჩოთი და ბრენდირებული შეფუთვით დამთავრებული.

Entrepreneur-თან ინტერვიუში იხსენებს, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა გალერეის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება იყო. სირთულეს წარმოადგენდა ასევე კონკურენტუნარიან ბაზარზე აგრესიული მარკეტინგით შესვლა და ონლაინ გაყიდვებთან გამკლავება, რაც საბოლოო ჯამში მოკლე დროში დაძლია და გალერეა "ლევკასი" დღეს სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება.

ანტრეპრენერი ქალის თქმით, თავის დროზე ამ საქმიანობის დაწყება ერთგვარი ლოგიკური გაგრძელება იყო იმისა, თუ რამდენად გულშემატკივრობს ის თანამედროვე ქართულ მხატვრობას, როგორი ახლო და მეგობრული ურთიერთობები აქვს არტისტებთან და, რაც მთავარია, თავადაც ძალიან დიდხანს იყო კოლექციონერი.

მომავალ ანტრეპრენერებსა და მენეჯერებს სწორედ საკუთარი გამოცდილებით ურჩევს, რომ არასდროს გადადონ იმ საქმის დაწყება, რასაც განხორციელების პოტენციალი აქ და ახლა აქვს. ჯობს გარისკონ და წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი დროულად გადადგან.

ჩვენს კითხვაზე, ვინაა მისთვის ნამდვილი ანტრეპრენერი, სოფო გვეუბნება, რომ ესაა "ოცნებების რისკიანი მხატვარი, რომელიც ხატავს ინოვაციის შტრიხებით და გადმოაქვს ხედვების კომერციული რეალობა ტილოზე".

საქმიანობის დაწყებისას, სოფოს თქმით, დიდი მოტივაცია მისცეს მეგობრებმა და იმის გაცნობიერებამ, თუ რამდენად კარგად გამოსდიოდა ეს საქმე. ინსპირაციას კი ხელოვნების სიყვარულითა და არტისტებთან ურთიერთობით იღებს.

სოფო დუღაშვილის სამომავლო გეგმებში შედის მულტიფუნქციური სივრცის შექმნა, სადაც გარდა გამოფენებისა, აუცილებლად მოეწყობა საჯარო სალექციო და სამუშაო შეხვედრები ხელოვნების ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

გარდა ამისა, ანტრეპრენერი ქალი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (icom) ეთიკის კომიტეტის წევრიცაა და ამბობს, რომ სამუზეუმო მიმართულებითაც აქვს აგრეთვე დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობები.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი