Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"თქვენს ინტუიციას უნდა ენდოთ" კენდალ ჯენერი ტეკილაზე, მდგრადობაზე და ანტრეპრენერის კარიერის დაწყებაზე საუბრობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

`

კენდალ ჯენერი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ხედავდა, როგორი სიხარულით სვამდნენ ტეკილას მისი მშობლები − კრისი და კეიტლინი. ასე რომ, როდესაც მოდელს/მეგა-ინფლუენსერს 21 წელი შეუსრულდა, ტეკილა სწრაფად გახდა მისი ნომერ პირველი სასმელი.

"მას ჩემს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ვსვამ. ეს რთული და გემრიელი ალკოჰოლური სასმელია და გამოხდის პროცესში მასზე დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება სხვადასხვა გზით. ეს ნამდვილად საინტერესოდ მიმაჩნია", − განუცხადა ჯენერმა Entrepreneur-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ტეკილას სიყვარული იყო მისი შთაგონების წყარო. მან უბიძგა ორი წლის წინ თავისი პირველი კომპანიის საწარმო დაეარსებინა − 818 Tequila. საქმიანობის დაწყების პირველ შვიდ თვეში კომპანიამ 1,5 მილიონი ბოთლი გაყიდა და ამასთან ეს ტეკილას ბრენდია, რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე კარგად იყიდება.

თუმცა, ჯენერმა და 818 Tequila-მ საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურეს. სოციალურ მედიაში ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ბრენდმა მუშებსაც გაუწია ექსპლუატაცია და მიწასაც ჰელისკოში, მექსიკაში, სადაც აგავას მოსავალს იღებენ და ხდიან.

ეს შიშები B Corp-ის ახალმა სტატუსმა უნდა გაფანტოს. გასული თვის ბოლოს, 818 Tequila არაკომერციული სერტიფიცირების ორგანიზაცია B Lab-მა გადაამოწმა. კერძოდ, აკმაყოფილებდა თუ არა კომპანია გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ სტანდარტს. კომპანიის ოპერაციები და ბიზნესმოდელი საგულდაგულოდ შეამოწმეს, დაადგინეს, საზოგადოებასა და გარემოზე რა სახის გავლენას ახდენდა, და მან ტესტი ჩააბარა.

818 Tequila არაკომერციული ორგანიზაცია S.A.C.R.E.D-ის პარტნიორია (აგავას გადარჩენა კულტურის, დასვენების, განათლებისა და განვითარებისთვის), ეს უკანასკნელი მექსიკის საზოგადოებებს ეხმარება, სადაც აგავათი ტრადიციულ ალკოჰოლურ სასმელებს ამზადებენ. ჯენერის კომპანიამ კი, მეზკალის სახდელში, სან ხუან დე ესპანატიკაში ბიბლიოთეკის, საქველმოქმედო ოფისების, საყრდენი კედლისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სადეგუსტაციო ოთახის აშენებაში შეიტანა საკუთარი წვლილი.

კომპანიისთვის ასევე პრიორიტეტია მდგრადი განვითარება. ტეკილას წარმოება სპირტსახდელში წარმოების ნარჩენებით, ბიომასის ქვაბების გამოყენებით ხდება, რაც კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აგავას სასიცოცხლო ციკლს ახანგრძლივებს და CO2-ის გამოყოფას ამცირებს.

ჯენერს მისი ტეკილას გზაზე ვესაუბრეთ.

რატომ იყო თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, 818 Tequila-ს ნაწილის სამყაროსთვის დაბრუნება?
ჯენერი: იმ წამიდან, რაც კომპანია დავაარსეთ და ჰალისკოში პირველად ჩავედი, ვთქვი, რომ ვალის დაბრუნება პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის, არამედ მთელი პლანეტისთვის. მინდოდა ჩვენი საფუძველი მდგრადობა ყოფილიყო. ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანი გახლდათ, მთელი ჩვენი წარმოების პროცესისა და მიწოდების ჯაჭვში კეთილსინდისიერი დამოკიდებულება გამოგვეჩინა დედამიწის მიმართ.

ტეკილა მექსიკაში ამზადებენ, მაგრამ მას 818 ჰქვია, რაც თქვენი კალიფორნიის ტერიტორიის, კოდი. რატომ?
ამ ბრენდს 818 დავარქვი. იგი ჩემი მშობლიური ქალაქის სიმბოლოა კალიფორნიაში და შეგრძნება ქმნის, რომ განსაკუთრებულ დღეებს ახლობლებთან ერთად ტეკილათი აღვნიშნავ. შეიძლება 818 ჩემი სახლია, მაგრამ დედამიწა ნებისმიერი ჩვენგანის სახლია, ამიტომ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას 818-ში, რაც შეიძლება მდგრადი იყოს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ.

რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად ტეკილას კომპანიის შექმნა? რა მოგწონთ ამ სასმელში?
ეს რთული და გემრიელი ალკოჰოლური სასმელია, და მასზე გამოხდის პროცესში სხვადასხვა გზით დიდი გავლენის მოხდენა შეიძლება, ეს ნამდვილად საინტერესოდ მიმაჩნია. ასევე შესანიშნავია ის, რომ ჩემს თაობას გავაცანი ტეკილა, როგორც სასმელი, რომელსაც წრუპავ და თან დღესასწაულს აღნიშნავ. ეს უბრალოდ დალევა არ არის.

რა გამოარჩევს 818-ს ყველა სხვა ანტრეპრენერული წამოწყებიდან?
დამოუკიდებლად პირველად დავაარსე კომპანია, ასე რომ, 818 არსებითად განსხვავდება ჩემი სხვა წამოწყებებისგან. მე შევძელი და იმას მივაღწიე, რაც კომპანიაში ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგალითად, 818-ისთვის მდგრადობა უზარმაზარი პრიორიტეტია. ჩვენ 1% ვართ ამ პლანეტისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 818-ის ყოველი გაყიდული ბოთლით, გარემოს დამცავ არაკომერციულ ორგანიზაციებს შემოსავლის 1%-ს შევწირავთ. ამასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გარემოზე ჩვენი წარმოების ზემოქმედება შევამციროთ. მაგალითად, ჩვენი სახდელი ქარხანა ბიომასაზე და მზის ენერგიაზე მუშაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ წიაღისეულ საწვავზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული.

რა არის თქვენთვის ყველაზე რთული ანტრეპრენერის კარიერაში?
ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში თავიდან მომხმარებელი ვიყავი, და მალე მივხვდი, რამდენად რთულია ეს ბიზნესი. იმასაც მივხვდი − ჩემი იდეა რომ რეალობად მექცია, აშშ-ში სპეციალისტები უნდა მეპოვა. მექსიკამ კი, ამ ტეკილას შექმნისადმი ჩემი გატაცება გაიზიარა. 6+ წლიანი მუშაობის შემდეგ, უამრავი რამ ვისწავლე ინდუსტრიაზე და ტეკილას წარმოებაზე.

მაგალითად, როდესაც სასმელ 818-ზე ვმუშაობდით, გავიგე, თუ როგორ შეუძლია ნებისმიერ ფაქტორს გავლენა მოახდინოს და გემოს პროფილი შეუცვალოს ტეკილას მომზადების პროცესში − აგავათი და ღუმელით დაწყებული, დისტილაციის პროცესით, კასრით და ა.შ. დამთავრებული. ჩვენი ტეკილას დასამზადებლად ტრადიციულ მეთოდებს ვიყენებთ, ამავე დროს, მდგრადობაზეც ვზრუნავთ როგორც შეგვიძლია. თანამედროვე მდგრად ტექნოლოგიასა და ტრადიციულ მეთოდებს შორის წონასწორობის პოვნა სასწავლო პროცესი იყო, მაგრამ უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან სახდელ ქარხანაში, რომელიც ჩვენს ვალდებულებებს იზიარებს, პარტნიორი ვიპოვეთ.

რა არის საუკეთესო ბიზნესრჩევა, რომელიც ოდესმე მიგიღიათ?
თქვენს ინტუიციას უნდა ენდოთ − ეს უზომოდ მნიშვნელოვანია. შესაფერისი ადამიანები უნდა დაიქირაოთ, სპეციალისტებს უნდა მოუსმინოთ, რომლებიც თქვენ გარშემო არიან და თქვენს მოსაზრებებში უნდა იყოთ დარწმუნებული.

რა ისწავლეთ თქვენი გზის სხვა ეტაპებზე, რომლებიც 818-ში გადაიტანეთ?
მოქნილი და გულმოდგინე უნდა იყო. ადამიანები "არა-ს" გეტყვიან, თქვენს იდეებზე უარს იტყვიან და არ დაგიჯერებენ, მაგრამ მთავარია თქვენი იდეის ერთგული დარჩეთ და შეუპოვრად გააგრძელოთ გზა.

Jon Small and Emily Rella

Entrepreneur Staff

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ჩემმა Tesla-მ კინაღამ შემიწირა

მეტი ავტომატიზაცია ნაკლებ უნარს ნიშნავს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია