Get All Access for $5/mo

"თრეველისტა" - პანდემიისას შექმნილი ტურისტული სააგენტო, რომელიც დღემდე წარმატებით ვითარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურისტული სააგენტო "თრეველისტა" მარიამ ნაროუშვილმა 23 წლის ასაკში, ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დააფუძნა. გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში თითქმის ყველაფერი პარალიზებული იყო, ბიზნესის და მითუმეტეს ტურისტული სააგენტოს დაარსება ორმაგ გამოწვევას ნიშნავდა.

"23 წლის ასაკში ძალიან ბევრი რამ მეჩვენებოდა სირთულედ, კომპანიის მართვა ასეთ პატარა ასაკში საპასუხისმგებლოა. მიუხედავად ჩემი დიდი სამუშაო გამოცდილებისა, კომპანიის სათავეში არასდროს ვმდგარვარ, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა საკუთარ თავთან, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადავლახე", − აღნიშნავს მარიამ ნაროუშვილი.

პანდემიის შემდგომ განვლილი ყველა სირთულის მიუხედავად, "თრეველისტა" დღემდე განაგრძოს განვითარებას დიდი მიზნებითა და გეგმებით. ამჟამად კომპანია დაინტერესებულ პირებს მრავალფეროვან ტურებს სთავაზობს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით.

როგორც მარიამი აღნიშნავს, ტურიზმის სფეროში დამფუძნებლების 70% ქალები არიან, რაც მისასალმებელი ფაქტია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად მაინც არის გენდერული სტერეოტიპები − "ქალმა როგორ შეიძლება მართოს სწორად?!" "ქალი მაინც ქალია" და ძალიან ბევრი მსგავსი ფრაზა მომისმენია, მაგრამ ეს ჩემს განვითარებასა და წინსვლას ვერასდროს შეუქმნის რაიმე სახის ბარიერს".

"თრეველისტას" დამფუძნებლის თქმით, თავდაჯერებულობა ყველა საქმეში საჭიროა, მაგრამ როდესაც საქმეს ნულიდან იწყებ და წინ საკმაოდ რთული გზა გაქვს გასავლელი, რთულია მუდმივად თავდაჯერებული იყო. შესაძლოა რაღაც ეტაპზე დაეცე და იფიქრო, რომ გაგრძელება არ შეგიძლია, თუმცა მაინც ახერხებ ძალების მოკრებასა და ყველაფერს თავიდან დაწყებას. მთავარია მონდომება, საკუთარი საქმის მიმართ სიყვარული და გამბედაობა, სხვა ყველაფერი კი დროის საკითხია.

"ძირითადად ადამიანები ბიზნესის დაწყებისგან თავს იკავებენ იმის შიშით, რომ რაღაც არ გამოუვათ, ვერ შეძლებენ. მეც ძალიან დიდი ხანი მქონდა ეს განცდა, საკუთარი თავის გამოცდის გარეშე ამას ვერასდროს გავიგებთ, ამიტომ დაიწყეთ მოქმედება დღეს!", - აღნიშნავს "თრეველისტას" დამფუძნებელი.

მარიამ ნაროუშვილის ინსპირაციის წყარო საკუთარი საქმისადმი არსებული სიყვარულია. როგორც თავად ამბობს, ყოველი დღე ახალ გამოწვევებსა და თავგადასავლებთანაა დაკავშირებული, რაც ძალიან საინტერესოა. "როდესაც ყოველდღიურადუამრავ ადამიანთან გიწევს კომუნიკაცია და პირდაპირ მოქმედებ მათ გუნება-განწყობაზე, ეს არის უმთავრესი ინსპირაცია, ჩვენ ადამიანებს ვაბედნიერებთ - მოგზაურობა ხომ ბედნიერებაა, არა?! ვფიქრობ, ამაზე დიდი ინსპირაცია საქმიანობაში არ არსებობს".

რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმებს, უახლოეს მომავალში "თრეველისტა" საქართველოს გარდა საერთაშორისო ბაზარზე აპირებს გასვლას. როგორც მარიამი აღნიშნავს, მისი მიზანია "თრეველისტა" მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია გახდეს, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი