Get All Access for $5/mo

"წარმატების სკოლა" - პლატფორმა, რომელიც კარიერულ და ორგანიზაციულ განვითარებას უზრუნველყოფს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"წარმატების სკოლის" შექმნის იდეა ნინო ეფხოშვილს 2018 წელს გაუჩნდა, რომლის მიზანიც ტრენინგებით, ინდივიდუალური თუ ჯგუფური სესიებითა და მენტორინგით ადამიანებისა და ორგანიზაციების დახმარებაა, რათა მათ საკუთარი რესურსები სწორად მართონ და განავითარონ.

"ორგანიზაციის შექმნის იდეა გამიჩნდა მაშინ, როდესაც კარგად გავიაზრე, რომ ადამიანები ბევრ რესურსს ვხარჯავთ იმაზე წუწუნში, რაც არ მოგვწონს და ამით არაფერი იცვლება, პირიქით, ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდება. რეალურად, შეგვიძლია ჩვენი ენერგია იმის შესაქმნელად გამოვიყენოთ, რაც მართლა მოგვწონს," − ამბობს ნინო ეფხოშვილი.

ნინოს თქმით, ტერმინები, როგორიცაა პიროვნული განვითარება, ღირებულებებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ქოუჩინგი, მენტორინგი... იმ პერიოდში, როდესაც საქმიანობა წამოიწყო, ბევრისთვის გაუგებარი იყო. ამ სერვისების სარგებელს კი მხოლოდ საკუთარ თავზე გამოცდის შემდეგ ხედავდნენ ადამიანები, რაც გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენდა ბიზნესისთვის. თუმცა ცნობიერების ამაღლების კუთხით ჩატარებულმა აქტიურმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო.

2017 წელს ნინო ამერიკაში N1 წარმატების ქოუჩთან, ჯეკ კენფილდთან, ჩავიდა და მისი "წარმატების პრინციპები" საქართველოში ჩამოიტანა. მართალია, პირველ ტრენინგზე 5 კაცი მოვიდა, თუმცა ამას მისთვის დაბრკოლება არ შეუქმნია. როგორც თავად აღნიშნავს, დღეს 10 000-ზე მეტი ადამიანი და ათეულობით ორგანიზაციაა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ვინც ამ პრინციპებს იყენებს პირადი თუ ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. აღსანიშნავია, რომ ნინოს გარდა დღეს ასევე სხვა "წარმატების მენტორები" მუშაობენ მოხალისეობრივ თუ კომერციულ პროექტებზე, რომლებიც "წარმატების სკოლის" ბაზაზე მომზადდნენ.

"ჩემი მთავარი ინსპირაციის წყარო ადამიანი და მათ მიერ მიღწეული შედეგებია - როდესაც ვხედავ, თუ როგორ იცვლება და უმჯობესდება ადამიანების ცხოვრება, სურვილი მიჩნდება, უფრო დიდი მასშტაბით ვაკეთო ის, რასაც დღეს ვაკეთებ. მხარდამჭერი და თანამოაზრე ადამიანების გუნდი და ჩვენი სინერგია არის ჩემთვის დიდი მოტივაცია და შთაგონება", − აღნიშნავს ნინო ეფხოშვილი.

ნინოს თქმით, ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში დღეს, როგორც არასდროს, ინდივიდები და ორგანიზაციები თავად გრძნობენ პიროვნული განვითარების, ქოუჩინგისა და მენტორინგის საჭიროებას. შესაბამისად, "წარმატების სკოლას" სურს საკუთარ მომხმარებლებს რაც შეიძლება მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქტები შესთავაზოს. მიმდინარე წლის ბოლომდე ორგანიზაციის მთავარი მიზანი საქმიანობის მასშტაბების გაზრდაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ნინო გეგმავს საერთაშორისო პარტნიორების დამატებასა და ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნას, რასაც ძალიან მალე განახორციელებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან