Black Friday Sale! 50% Off All Access

Udabno - ნინო კვერნაძე "ბიზნესი აუცილებლად გუნდთან ერთად უნდა განვითარდეს."

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Udabno

"საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის "საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ "საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

ნინო კვერნაძე
Udabno / დირექტორი

"აჭარა ჯგუფის ჰოლდინგი" წამყვანი ქართული კომპანიაა, რომელიც სამ მიმართულებას აერთიანებს: Udabno (სოფლის მეურნეობა), Adjara Group (სტუმარ-მასპინძლობა) და Collective Development (პროექტების განვითარება).

კომპანია Udabno-ს კახეთში, უკვე 7500 ჰექტარზე მეტი მიწა აქვს ათვისებული, რასაც ეტაპობრივად ავითარებს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე 2000 ჰექტარზე აქვს გაშენებული ნუშის ბაღები. ასევე, ფლობს სხვადასხვა სახეობის კენკრის ბაღებსა და ვენახს. არაერთი კულტურის გაშენებასთან ერთად, კომპანიამ განავითარა მერძეული მიმართულებაც და კამეჩებისა და თხების ფერმაც ააშენა. კომპანიას იდეის განხორციელებაში ბიზნესის დაწყების პირველივე დღიდან თანადგომა "საქართველოს ბანკმა" გაუწია.

კომპანიის პრიორიტეტია, დაასაქმოს რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი მოსახლე, იზრუნოს დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და გაზარდოს ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ. კომპანიის ჯანსაღი ამბიციაა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე ნუშის მწარმოებელ ქვეყნად მოინიშნოს.

ჩვენ ძირითადად რამდენიმე პრობლემის გადაჭრაზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი პირველი სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის განვითარებაა საქართველოში. სულ რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სფერო ასეთი საყურადღებო და საინტერესო გახდებოდა, განსაკუთრებით − ახალგაზრდებში.

ამასთანავე, როგორც იცით, ქვეყნის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებთათვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა. ჩვენს კომპანიაში კი ძალიან დიდი პროცენტით სწორედ ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სფეროს პოპულარიზაციას და აგრონომიული საქმიანობის მიმზიდველ პროფესიად ჩამოყალიბებას. ასევე, ამ სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს შესაბამის განათლებას და ცოდნის მუდმივ ამაღლებას. ამიტომ, სხვადასხვა ტრენინგითა თუ საგანმანათლებლო აქტივობით, სისტემატურად ვცდილობთ დასაქმებულების კვალიფიკაციის ამაღლებას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჯანსაღი კვება და პროდუქტი დიდ პრობლემად იქცა. ამიტომაც, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ნატურალური, ჯანსაღი ქართული პროდუქტის წარმოება და საქართველოს სახელით ექსპორტზე გატანაა. ამ თვალსაზრისით, კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოში ნუშის ბიზნესის განვითარება, ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესის ამაღლება და მსოფლიოში როგორც ნუშის მსხვილი მწარმოებლის, სახელის დამკვიდრებაა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დამფუძნებელმა ნუშის ბიზნესი წამოიწყო, დარგის გამოცდილი სპეციალისტიც კი არ არსებობდა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამფუძნებელმა გარისკა და გუნდთან ერთად მოკვლევა დაიწყო. სწორედ პროექტის შესწავლის პროცესში გადაწყდა, რომ ამ ბიზნესის წამოწყება ეკონომიკურად მომგებიანი იქნებოდა და მას საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი ჰქონდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ Udabno-ს დამფუძნებელი არა მხოლოდ კომპანიის წარმატებაზეა ორიენტირებული, არამედ მისი მიზანი ქვეყნის წინსვლა და განვითარებაა.

როდესაც ვიწყებდით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა დარგის სპეციალისტების ნაკლებობა იყო. ძალიან გაგვიჭირდა ადამიანების მოძიება, ვისაც ეს საქმე მაღალ დონეზე ესმოდათ, იცოდნენ და აინტერესებდათ. ამ პრობლემას ჩვენსავე ძალებით ვუმკლავდებით. ბოლო ხუთი ა გამოწვევებს, რაც სილიკონ ველიზე ახლა განსაკუთრებით აქტუალურია.

წლის განმავლობაში შევისწავლეთ სფერო, შევძელით ადამიანების მოძიება და მათთვის ცოდნის გაზიარება. როგორც აღვნიშნე, მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ვზრუნავთ და ვცდილობთ, დარგი უფრო ღრმად გავაცნოთ და ვასწავლოთ, რაშიც ჩვენი საერთაშორისო კონსულტანტებიც გვეხმარებიან. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა მეტნაკლებად გადავჭერით და მრავალწლიანი შრომის შემდეგ, ჩვენ უკვე საერთაშორისო სტანდარტით ვმუშაობთ.

ამ დაგროვილი გამოცდილებით კი, ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელ პოზიციაზე იმყოფებიან, უპირველეს ყოვლისა, რაც შემიძლია ვურჩიო, ეს თვითგანვითარებაზე მუშაობაა. არასდროს უნდა ეგონოს ადამიანს, რომ მან თავისი ცოდნის ზენიტს მიაღწია და აქვს უფლება, რაიმეს სწავლა შეწყვიტოს. სამყარო ყოველდღიურად ვითარდება და ჩვენც ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ ამ განვითარებას. თუ მენეჯერი ვერ აჰყვება სიახლეებს, გუნდსაც ხელს შეუშლის, კომპანიასაც და საკუთარ თავსაც.

ასევე, უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობა. ვფიქრობ, ბიზნესი აუცილებლად გუნდთან ერთად უნდა განვითარდეს. ლიდერებმა უნდა ვიზრუნოთ თანამშრომლებისთვის ცოდნის გაზიარებზე, მათთვის მოტივაციის ამაღლებასა და სტიმულის მიცემაზე. თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ აქვთ წინსვლის შესაძლებლობა. საბოლოოდ, სწორედ ამ გზით მივიღებთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს და წარმატებულ ბიზნესს. წარმატებული კომპანიის უკან წარმატებულ თანამშრომელთა გუნდი დგას. როგორც კომპანიის დირექტორისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, სწორად შეძლოს რისკის შეფასება, რადგან სწორედ ამ რისკ-ფაქტორებით წყდება სამომავლოდ ბიზნესის წარმატება თუ წარუმატებლობა.

რაც შეეხება პანდემიას, მან გავლენა ყველა კომპანიაზე იქონია, თუმცა რადგან სოფლის მეურნეობის მიმართულებაში ვართ, მაინც განვაგრძეთ მუშაობა. ველზე მარტივი იყო იმ დისტანციისა და ნორმების დაცვა, რომელსაც ჩვენგან მოითხოვდნენ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პანდემიისგან გამოწვეული სტრესი ჩვენმა თანამშრომლებმა მუშაობით დასძლიეს. ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჰოლდინგის ფარგლებში, შევიმუშავეთ პროგრამა და უდაბნოში დროებით დავასაქმეთ შეჩერებული ბიზნესის თანამშრომლები. ამით მათ საშუალება მივეცით, გაცნობოდნენ სხვა საქმიანობას და ამ გზით მიმდინარე პერიოდის ფინანსური კრიზისი გადაელახათ.

Udabno გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მუდმივად იზრდება და ღიაა ახალი პროექტებისა და იდეების განხორციელებისთვის. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ ნუშის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტზე, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენებაზე. ასევე, მერძეული მიმართულებისა და რძის საწარმოს განვითარებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია