ულისე – მარკეტინგული სააგენტო, რომლის ეფექტიანობის ერთადერთი ინდიკატორი გაყიდვებია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ყველა ბიზნესს სჭირდება მარკეტინგი, განსაკუთრებით კი სტარტაპებსა და შედარებით მცირე ზომის კომპანიებს. ხშირად სააგენტოები მხოლოდ ვიდეოპოსტებით ან სტატიკური რეკლამებით შემოიფარგლებიან, ბიზნესს კი ეფექტიანობის განსაზღვრა უჭირს. რეალურად, კომპანიებისთვის ეფექტიანობა კლიენტების ან მიღებული ფინანსური რესურსების რაოდენობით განისაზღვრება.
საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე ჩვენს საქმიანობაშიც წავაწყდით იდენტურ პრობლემას. რამდენიმე სააგენტოსთან თანამშრომლობით მივიღეთ საინტერესო კონტენტი, რეკლამის ოპტიმალური შედეგები, თუმცა ეს მომხმარებლების რაოდენობასა და პროდუქციის გაყიდვაზე არ აისახა", – ლიდია ამარიანი, მარკეტინგული სააგენტო "ულისეს" დამფუძნებელი.
"ულისე" ბიზნესს რამდენიმე სერვისს სთავაზობს:
- ბაზრის კვლევა სამიზნე აუდიტორიის უკეთ შესასწავლად;
- კონტენტის დაგეგმვა სამიზნე პერსონაჟის პრობლემებზე ხაზგასმით;
- ვიდეო და გრაფიკული კონტენტის შექმნა;
- ედვერთაიზინგი;
- ლენდინგ ფეიჯის შექმნა;
- CRM სოფტის მარტივი მოდულის დანერგვა;
- სოცმედიაში შემოსულ შეტყობინებებზე კვალიფიური სპეციალისტის მხარდაჭერა;
- ანალიტიკა.
"როდესაც მომსახურების სრული ჯაჭვი იკვრება, არ რჩება რგოლი, რომელსაც "ულისე" დამკვეთის მხარეს დატოვებს. ეს ნიშნავს, რომ მარკეტინგული მომსახურების სრული ციკლი, გაყიდვის ბოლო ეტაპამდე, ჩვენი სააგენტოს პასუხისმგებლობის ქვეშ რჩება.
ჩვენ შევცვალეთ გადახდის პირობაც. "ულისე" ბიზნესისგან ყოველთვიურ ფიქსირებულ გადასახადს არ ითხოვს, ვინაიდან კომპანიებისთვის მისაღები ფორმულა შევიმუშავეთ, რომლის მიხედვითაც, ჩვენი სააგენტო გაწეული მომსახურების ანაზღაურებას კვალიფიციურ ლიდში იღებს, ხოლო ლიდის კვალიფიციურობის რამდენიმე ინდიკატორს დამკვეთთან ერთად წინასწარ განსაზღვრავს.
გვსურს, ბიზნესი მხოლოდ პროდუქტის განვითარებაზე ზრუნავდეს, განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე, როდესაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ბრენდისთვის.
ასეთ დროს, როგორც წესი, დამფუძნებლებს მარკეტინგული სტრატეგიის დასაგეგმად დრო არ რჩებათ, თუმცა კვალიფიციური მარკეტერების ან სააგენტოს დასაქირავებლად ფინანსური რესურსი არ აქვთ.
სწორედ აქ არის ჩვენი მისია. ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ხარისხიანი პროდუქტი და სწორი ხედვა, შევთავაზოთ ხარისხსა და შედეგებზე ორიენტირებული მარკეტინგი, რომელიც მათ მოგებას ციფრებში დაანახვებს".
ლიდია აღნიშნავს, რომ "ულისე" შეიქმნა იმ აუცილებელი პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც თითქმის ყველა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი აწყდება.
"ამიტომ ვემსახურებით ერთ მიზანს: ბიზნესებს მივაწოდოთ ისეთი ციფრული მარკეტინგი, რომელიც რეკლამაში დახარჯულ თითოეულ ლარს რეალურ თანხად გარდაქმნის.
"ყველაზე დიდი გამოწვევაა ნდობის მოპოვება იყო ბრენდისთვის, რომელიც ბაზარს ახალ სტანდარტებს სთავაზობდა. არის შემთხვევები, როცა ესა თუ ის ბრენდი შეჩვეულია არასტანდარტულ სერვისს და ვერ იჯერებს, რომ შესაძლებელია კომპეტენტური და პასუხისმგებლიანი სააგენტოს ჩართვა პროცესში, რომელსაც რეალური შედეგი ექნება".
"ულისემ" ეს გამოწვევა გადალახა კვალიფიციური კადრებით, გამჭვირვალე მუშაობის სქემით, დეტალური ანალიტიკითა და რეალური გაყიდვებით, რომელიც კლიენტისთვის მთავარ არგუმენტად იქცა.
"ჩვენი სამომავლო გეგმა გაფართოება და ბაზარზე "ულისეს" პოზიციების გამყარებაა, რაც გულისხმობს ზრდას არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ ხარისხითაც. გვსურს, ჩვენი ბიზნესი იქცეს პლატფორმად, რომელიც რეალურ ღირებულებასა და გრძელვადიან წარმატებას ქმნის.
გვჯერა, რომ "ულისე" ხდება ის ძალა, რომელიც ბიზნესებს ახალ ლიგაში გადაიყვანს, მიზნების, შედეგებისა და წარმატებებისკენ ახალ შესაძლებლობებს შექმნის".