UpGrade – ერთად შევქმნათ ადამიანური კაპიტალის მართვის საუკეთესო პრაქტიკა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესგარემო უპრეცედენტო სისწრაფით იცვლება. ციფრული ტრანსფორმაცია, გლობალიზაცია, დემოგრაფიული ცვლილებები, თაობათა შორის განსხვავებული მოლოდინები და პანდემიის შემდეგ სამუშაო ფორმატის რადიკალური ცვლილება ორგანიზაციებს სრულიად ახალ რეალობას უქმნის. ამ დინამიკაში ადამიანური კაპიტალი იქცა არა მხოლოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსად, არამედ კონკურენტული უპირატესობის მთავარ წყაროდ, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს კომპანიის მდგრადობასა და ზრდის პოტენციალს.

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური კომპანიების 50-70%-ში HR პროფესიონალები უკვე ჩართული არიან სტრატეგიულ საკითხებზე მსჯელობასა და გადაწყვეტილებების მომზადებაში, თუმცა, მათგან მხოლოდ დაახლოებით 30% იღებს უშუალოდ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს, იმ კომპანიების 70-80%, რომლებიც აღიარებენ, რომ მათ წარმატებაში ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა თამაშობს გადამწყვეტ როლს, 3,5-ჯერ უფრო მაღალი ალბათობით აჩვენებენ საშუალოზე მაღალ ფინანსურ შედეგებს. ეს რიცხვები ცხადყოფს ორ რეალობას: ერთი მხრივ, სტრატეგიული HC მართვის უზარმაზარ პოტენციალს, ხოლო მეორე მხრივ – იმ სხვაობას, რომელიც ბიზნესის საჭიროებებსა და HR შესაძლებლობებს შორის ჯერ კიდევ არსებობს.

"თანამედროვე ბიზნესგარემო ისე სწრაფად იცვლება, რომ ადამიანური კაპიტალი იქცა ორგანიზაციის ცენტრალურ ღერძად. კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შედეგები მიღწევადია მხოლოდ მაშინ, როდესაც HR არა მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციის შემსრულებელია, არამედ სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორი. სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში ჩნდება საჭიროება ისეთი პლატფორმების, რომლებიც HR პროფესიონალებს ამ გზაზე რეალურად გაუწევენ მხარდაჭერას", ამბობს UpGrade-ის დამფუძნებელი სალომე არღვლიანი.

სწორედ ამ საჭიროებებზე პასუხად შეიქმნა UpGrade – ტრენინგ ცენტრი, რომლის მისიაა, ხელი შეუწყოს ადამიანური კაპიტალის მართვის (HCM) პროფესიონალების პირად და ორგანიზაციულ წარმატებას. UpGrade-ის ხედვაა, გახდეს ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში წამყვანი სასწავლო ცენტრი, რომელიც HC პროფესიონალებს განვითარების ყველა ეტაპზე სთავაზობს მაღალხარისხიან ტრენინგებს, მათ შორის ექსკლუზიურ საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებს.

UpGrade-ის მთავარი ამოცანაა, გლობალური გამოცდილება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი საქართველოსა და რეგიონის HR/HC პროფესიონალებისთვის. ცენტრი აერთიანებს საერთაშორისო სერტიფიცირებისა და გამოცდილების მქონე ტრენერებს, თანამედროვე შინაარსს და პრაქტიკაზე ორიენტირებულ მიდგომებს. აქ ფოკუსი კეთდება არა მხოლოდ თეორიაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გადაიქცეს ეს თეორია კონკრეტულ ორგანიზაციაში სამუშაო, ფუნქციურ მოდელად. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის, დარგთაშორისი დისკუსიებისა და რეალური ბიზნესქეისების ანალიზისთვის.

"UpGrade-ის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, HC პროფესიონალებთვის შეთავაზებინა ისეთი სივრცე, სადაც ისინი არა მხოლოდ ცოდნას მიიღებენ, არამედ შეძლებენ მის პრაქტიკაში გადატანას. ჩვენ გვინდა, რომ გლობალური გამოცდილება რეალურად მივიდეს ადგილობრივ პროფესიონალებამდე, დაეხმაროს მათ კრიტიკულად საჭირო კომპეტენციების განვითარებაში და ამავდროულად, შევუწყოთ ხელი ადამიანური კაპიტალის მართვის პროფესიის სტატუსის ამაღლებას", ამბობს მირანდა ხაბაზი, UpGrade-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

UpGrade-ს აქვს ჩამოყალიბებული სამი ძირითადი მიმართულება, რომლებიც HC პროფესიონალებისთვის განვითარების განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ გზებს ქმნიან: Upgrade your Skills, Upgrade your Title და Upgrade your Team. თითოეული მიმართულება პასუხობს კონკრეტულ საჭიროებას – იქნება ეს ინდივიდუალური უნარების გაძლიერება, საერთაშორისო სტატუსის მოპოვება თუ კორპორაციული გუნდის განვითარების მხარდაჭერა.

Upgrade your Skills ფოკუსირებულია თემატურ ტრენინგებზე. UpGrade ქმნის ადამიანური კაპიტალის სფეროს სხვადასხვა მიმართულების ტრენინგებს, რომლებიც ეყრდნობა უახლეს საერთაშორისო კვლევებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ამ ეტაპზე ცენტრი სთავაზობს სამ მთავარ ტრენინგს: "ადამიანური კაპიტალის სტრატეგიული მართვა", "ადამიანური კაპიტალის ანალიტიკა ISO 30414 სტანდარტის შესაბამისად" და "ორგანიზაციული განვითარება და სტრატეგიული მართვა". თითოეული მათგანი მიმართულია იმაზე, რომ HC პროფესიონალებმა თეორიული ცოდნა არა მხოლოდ შეიძინონ, არამედ მაღალი ეფექტიანობით გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში. მომავალში კი იგეგმება ტრენინგების კატალოგის კიდევ უფრო გაფართოება.

"ჩვენი თემატური ტრენინგები აგებულია უახლეს საერთაშორისო კვლევებზე, მაგრამ მათი მთავარი ღირებულება ის არის, რომ მონაწილეები თითოეული ინსტრუმენტის მეშვეობით ხედავენ, როგორ შეცვალონ საკუთარი ორგანიზაციული რეალობა. ეს არ არის მხოლოდ თეორია ეს არის პრაქტიკაში გამოყენებადი ცოდნა", ამბობს UpGrade-ის დამფუძნებელი.

Upgrade your Title მიმართულია საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებისკენ. UpGrade წარმოადგენს ადამიანური კაპიტალისა და ტალანტების მართვის სფეროში საერთაშორისო წამყვან ორგანიზაციებს და აწყობს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს. მათ შორის არის ISO 30414:2025 "ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება", რომლის სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ გახდნენ სტანდარტის საერთაშორისო სერტიფიცირებული კონსულტანტები და აუდიტორები. გარდა ამისა, ცენტრი სთავაზობს ტალანტების მართვის ინსტიტუტის (TMI) სასერტიფიკატო პროგრამებს: TMP, STMP, GTML, რომლებიც ამ სფეროში პროფესიული კვალიფიკაციის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჩარჩოს წარმოადგენს.

Upgrade your Team კი მიმართულია კომპანიებისთვის კორპორაციული ტრენინგების შეთავაზებაზე. აქ UpGrade ორგანიზაციებთან ერთად ქმნის ტრენინგ-პროგრამებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტული გუნდისა და კომპანიის საჭიროებებზე. ეს შეიძლება მოიცავდეს შიდა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას HC თემატიკაზე, "რბილი უნარების" განვითარებას (კომუნიკაცია, ლიდერობა, თანამშრომლობა), გუნდის განვითარების საჭიროებების კვლევას, პროცესების ანალიზსა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას. ასევე, დეტალურად მუშავდება სხვადასხვა თემატიკის სამუშაო შეხვედრები და გუნდური (Teambuilding) აქტივობები, რომელთა მიზანია თანამშრომლებს შორის ნდობის, ერთიანობისა და საერთო მიზნების გარშემო შეკრების გაძლიერება.

"Upgrade your Team-ის ფარგლებში ჩვენ ორგანიზაციებთან ერთად ვქმნით ისეთ პროგრამებს, რომლებიც ეხმარება არა მხოლოდ HR-, არამედ მთლიან გუნდს განვითარებაში", ამბობს სალომე არღვლიანი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

UpGrade განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სწავლების ფორმატს და გარემოს. ტრენინგების უმეტესობა ტარდება პირისპირ შეხვედრის ფორმატში, რადგან ეს უზრუნველყოფს ინტერაქციულობას, დისკუსიას და მონაწილეთა ჩართულობას. ამავე დროს, ცენტრი იყენებს ჰიბრიდულ მოდელს, რათა რეგიონებიდანაც შეძლონ HR პროფესიონალებმა ჩართვა და მონაწილეობა. UpGrade-ის პარტნიორია "ტერმინალი", სადაც შექმნილია სივრცე, რომელიც იდეალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლებისთვის – თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სამუშაო გარემო და პროფესიული კონტაქტების ჩამოყალიბების შესაძლებობა.

"ტერმინალში გვაქვს შესაძლებლობა, შევქმნათ პროცესი, რომელიც აერთიანებს თეორიას, პრაქტიკულ მუშაობას, ჯგუფურ აქტივობებსა და ერთმანეთისგან სწავლის კულტურას. პარალელურად, ჰიბრიდული ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც წარმომადგენლობითი უფლებით ვსარგებლობთ (სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი) ჩავრთოთ HR პროფესიონალები".

UpGrade-ის ტრენერთა გუნდი დაკომპლექტებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით, რომლებიც არა მხოლოდ სერტიფიცირებული პროფესიონალები არიან, არამედ თავადაც აქტიურად მუშაობენ ბიზნესში და ყოველდღიურად ურთიერთობენ ორგანიზაციულ გამოწვევებთან. მათი ჩართულობა როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინფორმატში უზრუნველყოფს მრავალფეროვან გამოცდილებას, სხვადასხვა ინდუსტრიის ქეისების გაზიარებას და იმ რეალურ მაგალითებს, რომლებიც ყველაზე კარგად აჩვენებს, როგორ მუშაობს თეორია პრაქტიკაში.

UpGrade-ის ფილოსოფია მარტივად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ადამიანური კაპიტალის პროფესიონალების განვითარება პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციის მომავალ წარმატებას. სწორედ ამიტომ ცენტრი საკუთარ თავს ხედავს არა უბრალოდ სასწავლო ორგანიზაციად, არამედ ბიზნესებისთვის პარტნიორად, რომელიც ეხმარება მათ უფრო ძლიერი HC გუნდის ჩამოყალიბებაში, უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებასა და ადამიანზე ორიენტირებული კულტურის შექმნაში.

"ინვესტიცია HC პროფესიონალების განვითარებაში არის ინვესტიცია ორგანიზაციის მომავალში. თუ გვინდა, რომ კომპანია გაიზარდოს, ინოვაციური და კონკურენტუნარიანი იყოს, ჯერ უნდა გავზარდოთ ადამიანები, ვინც კომპანიას ხდის ქმედითად . UpGrade სწორედ ამისთვის არსებობს, რომ HCპროფესიონალებს ჰქონდეთ სივრცე, სადაც ცოდნა, გამოცდილება და გლობალური სტანდარტები ერთ მთლიან პრაქტიკულ სისტემად იქცევა", გვიზიარებენ თავიანთ ხედვას დამფუძნებლები