#1 მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სურს არავის თქვენი მოსმენა საკუთარი თავის საჯარო სივრცეში გამოყვანა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ისაუბროთ. მათზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, ვისაც ემსახურებით
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩემი საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ძალიან გაანაწყენა იმან, რომ ვერაფრის მიღწევა ვერ შეძლო თავისი ძალისხმევით სოციალურ ქსელებში. მან ყველა მედიასაშუალება გამოიყენა − ვებგვერდი იქნებოდა ეს, Twitter, Instagram, თუ Facebook. რადგან ისეთ ინდუსტრიაში იყო, რომელთანაც მე რეგულარულად არ მიწევს შეხება, არასოდეს შემიხედავს, თუ რას გადასცემდა კიბერსივრცეში. საუბრისას მან მითხრა, რომ იგი სოციალური ქსელების ყველა ასპექტში იყო აქტიური, მაგრამ ჩანს, მის შემთხვევაში არაფერი ამართლებდა. მე ყველაფრის გადახედვაზე დავეთანხმე.
უპირველესად, მისი ვებგვერდის ანალიტიკის გადახედვა მთხოვა. დავადგინე, რომ თუ ადამიანები მის გვერდზე შედიოდნენ, ეს მხოლოდ უკიდურესაც ხანმოკლე დროით ხდებოდა და ბევრი მათგანი საერთოდ აღარ ბრუნდებოდა. შემდეგ გარკვეული დრო მისი ვებგვერდისა და სოციალური მედიაპოსტების გაცნობას მივუძღვენი. უნდა ვთქვა, რომ პრობლემის დანახვას დიდი დრო არ დასჭირვებია.
ჩემი მეგობრის მასალები კარგად იყო დაწერილი, მაგრამ მის ვებგვერდზე უზომოდ ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია იყო წარმოდგენილი. თუმცა ყველა პოსტი ერთ თემას ეძღვნებოდა: "აი, ვინ ვარ მე და აი, რა კარგად გამომდის ის, რასაც ვაკეთებ". ჩვენ ყველას გვიხდება რაღაც მსგავსის კეთება, როდესაც გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ცნობილები გავხდეთ. თუმცა, როდესაც გზავნილებზე ვმუშაობთ, ბალანსი უნდა მოვძებნოთ იმას შორის, თუ ვინ ვართ და როგორ შეგვიძლია სხვების დახმარება. რასაც კი თვალი გადავავლე სოციალურ ქსელებში მისი სამუშაოდან, დავინახე, რომ მისი ინფორმაცია უმთავრესად იმას ეხებოდა, თუ როგორი გასაოცარი იყო თვითონ.
ეს ყველაფერი თქვენზე არ უნდა იყოს
ოდესმე თუ ყოფილხართ საღამოზე ან კონფერენციაზე, სადაც ვიღაცას ესაუბრებოდით, რომელიც იმით გამოირჩეოდა, რომ უთვალავ ისტორიას გიამბობდათ საკუთარ თავზე? მაგრამ, როგორც კი თქვენ ან ვინმე სხვა, რაიმე სხვა თემაზე იწყებდა საუბარს, თვალები მინებივით უხდებოდა იმის გამო, რომ ეს მას არ ეხებოდა? მე მყავს ასეთი ადამიანი. თავშესაქცევია იმის დანახვა, როგორ გიყურებენ ასეთები მინის თვალებით, როდესაც თავიანთ გონებაში ინფორმაციას ამოწმებენ. თუ გნებავთ ამას ნარცისიზმი, დაბალი თვითშეფასება ან კიდევ რაიმე სხვა დაარქვით, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად დაავადებულია ამით, და ის მაშინვე გათიშავს ნებისმიერს, თუ რამდენჯერმე შეხვდება.
ეს ქალი სწორედ იგივეს აკეთებდა სოციალურ ქსელებში. მე უცნაურად მომეჩვენა, რომ ამ ტიპის პიროვნება ნამდვილად არ იყო, და სწორედ ამიტომ ვიფიქრე, არასწორი წარმოდგენა ჰქონდა მარკეტინგზე და თავისი გზავნილის მასებამდე მიყვანას არასწორად ფიქრობდა. როგორც სხვა შემთხვევებში, როდესაც რაღაცის გაკეთება გვსურს, უმჯობესია, სტრატეგიული გეგმა გვქონდეს, რათა იდეის განხორციელება შევძლოთ. უნდა ითქვას, რომ ჩვენი სტრატეგია სოციალურ ქსელებში ამისგან სრულიადაც არ განსხვავდება.
თქვენი გზავნილები თქვენს მკითხველებსა და მიმდევრებს უნდა ეხებოდეს
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის გზავნილის გადაცემა გსურთ სხვებისთვის. თქვენს გზავნილში პრიორიტეტია ის, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ სხვებისთვის! ეს უნდა იყოს თქვენი მთავარი თემა. როდესაც ადამიანები ცდილობენ ვინმეს ან რაიმეს დაუკავშირდნენ, ჩვეულებრივ, დახმარებისთვის მიმართავენ. ეს წესი როგორც ახალი სარეცხი მანქანის შეძენაზე, ისე იმაზე მუშაობისას ვრცელდება, თუ როგორ უნდა გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. ადამიანი თუ რომელიმეს ეძებს, დროს არ დაკარგავს რაღაც ისეთის ძიებაში, რაც მას არ დაეხმარება!
გაოცდებოდით თუ გეტყვით, რამდენ ადამიანს ვხვდები, რომლებსაც გულწრფელად სურთ დადებითი რესურსების როლი შეასრულონ. მათ ადამიანების დახმარება სურთ იმაში, რაშიც გამოცდილება აქვთ და სწორედ ეს არის მათი მამოძრავებელი ძალა. ეს მათი ფასეულობების ნაწილია, მაგრამ მათი გზავნილის აქტიური დამუშავების პროცესში იკარგება. თქვენი გზავნილი თქვენზე კი არა, სხვებზე უნდა იყოს გათვლილი. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ თქვენ უნდა თქვათ, ვინ ხართ და რას აკეთებთ, და სჯობს ისე შეადგინოთ თქვენი გზავნილი, რომ ნათლად ჩანდეს, როგორ ეხმარებით სხვებს.
თუ რაღაც ისეთს აკეთებთ, როგორიცაა მაგალითების ან ისტორიების მოყვანა იმის თაობაზე, როგორ დაეხმარეთ სხვებს მიზნების მიღწევაში, ისე გაუკეთებთ საკუთარ უნარებს ილუსტრირებას, რომ მათზე ღიად არც ისაუბრებთ. თქვენი აუდიტორია მიხვდება, თუ რის გაკეთება შეგიძლიათ და დადებითად განეწყობიან თქვენ მიმართ, როდესაც ილუსტრირებას გაუკეთებთ იმას, რასაც სხვა ადამიანებისთვის აკეთებთ.
სოციალური ქსელების გამოყენების პარადოქსი ისაა, რომ გვსურს, სხვებმა დაინახონ, ვინ ვართ, მაგრამ ამის გამო თქვენს რეზიუმეს მთელი სამყაროს დასანახად, ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, განუწყვეტლივ არ უნდა აქვეყნებთ. ის თქვენი ვებგვერდის მხოლოდ ერთი განყოფილების ("ჩემ შესახებ") ნაწილი უნდა იყოს. მაგრამ თქვენი სამუშაოს დიდი ნაწილი ის არის, თუ როგორ უნდა გახადოთ სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესი − არ აქვს მნიშვნელობა, რა სპეციალობა გაქვთ თქვენ.
პრობლემების მოგვარება სცადეთ
საკუთარ თავს ისე შეხედეთ, როგორც პრობლემების მომგვარებელს. თქვენ საჯარო სივრცეში გამოგყავთ საკუთარი თავი, იმიტომ, რომ მათი პრობლემების მოგვარება შეგიძლიათ. შესაძლოა, თქვენ შორის ზოგიერთებს ე.წ. ძალიან ნიშური აუდიტორია ჰქონდეთ, რომელთა დახმარებაც შეუძლიათ, იმ დროს, როდესაც სხვებს − გაცილებით დიდი დიაპაზონის. თქვენი გზავნილი ნებისმიერ შემთხვევაში ერთი უნდა იყოს − როგორ შეგიძლიათ სხვების დახმარება. თქვენი სიტყვები მათკენ უნდა იყოს მიმართული. თანაგრძნობა უნდა გამოხატოთ მათ მიმართ, ვისი დახმარებაც შეგიძლიათ. როდესაც შეძლებთ ამ დონეზე სხვებთან ურთიერთობას, უჩინარ კავშირსაც დაამყარებთ მათთან, რაც კარგ სამსახურსაც გაგიწევთ და დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ კიდეც.
თანაგრძნობა გაუწიეთ თქვენს აუდიტორიას
თქვენს აუდიტორიას სურს იცოდეს, რომ თქვენ იცით, თუ ვინ არიან ისინი, რომ გსმენიათ მათი პრობლემების შესახებ და მათი დახმარებაც შეგიძლიათ. ადამიანები მათკენ მიისწრაფიან, ვისაც ესმის მათი და ვისაც მათი დახმარება შეუძლია. როდესაც ინფლუენსერებს სწავლობთ ან ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული მდგომარეობა აქვთ მოპოვებული თავიანთ სფეროში, ეს მხოლოდ მათი მიმდევრების დამსახურებაა. ისინი ისეთ იდეებს ან ისეთ მომსახურებას სთავაზობენ ადამიანებს, რაც მათთვის არის საჭიროა და რასაც გამოიყენებენ.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ კარგად უმკლავდებით ამ ამოცანას, მესამე მხარე მოძებნეთ, რომელიც ობიექტურად შეხედავს თქვენს სოციალურ ქსელებს და ყველაფერ დანარჩენს, რაც საჯაროდ გაქვთ გამოტანილი. ზოგჯერ ჩვენ კიდევ ერთი თვალი გვჭირდება იმის გადასახედად, რასაც ვაკეთებთ. სხვების აზრის გაგება სისუსტის ნიშანი სულაც არ არის. ეს ძლიერებისა და დაჟინებულობის მაგალითია, როდესაც მასებისთვის თქვენი საუკეთესო გზავნილის შექმნაზე მუშაობთ.