📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

10 გასაოცარი ფაქტი ბილ გეიტსის შესახებ არსებობს ბევრი რამ ისეთი, რაც თქვენ ალბათ არ იცით

By დეივ სმიტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ადამიანების უმრავლესობამ მხოლოდ სამი რამ იცის ბილ გეიტსის შესახებ:

  • ბილ გეტსი ერთ დროს სიმდიდრით პირველი ადამიანი იყო ამერიკაშიც და მსოფლიოშიც და ახლა, მეორეა.
  • იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის თანადამფუძნებელია.
  • ის უზომოდ კეთილი ქველმოქმედია, ბილ & მელინდა გეიტსების ფონდის მეშვეობით ბევრს აკეთებს.

მაგრამ არსებობს კიდევ საკმაოდ ბევრი რამ ისეთი, რაც თქვენ ალბათ არ იცით.

1.გეიტსი ლეიკსაიდის მოსამზადებელი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც General Electric-ის კომპიუტერზე თავისი პირველი კომპიუტერული პროგრამა დაწერა.

ეს იყო ერთ-ერთი ვერსია თამაშისა „ჯვრები და ნულები", ამ თამაშში ადამიანის მოწინააღმდეგე კომპიუტერი იყო.

2. როგორც კი მისმა სკოლამ გეიტსის შესაძლებლობები გააცნობიერა კოდირების სფეროში, მას სკოლის მოსწავლეების კლასებში გასანაწილებელი კომპიუტერული პროგრამის დაწერის შესაძლებლობა მისცეს.

მან ეშმაკურად კოდიც კი შეცვალა, და ამიტომ მის კლასში, "არაპროპორციულად ბევრი საინტერესო გოგონა" აღმოჩნდა.

3. ბევრი სხვა წარმატებული ტექნოლოგიური ანტრეპრენერის მსგავსად, გეიტსიც გამოვიდა კოლეჯიდან.

1975 წელს მან ჰარვარდის უნივერსიტეტი დატოვა, რომ მთლიანად Microsoft- ისთვის მიეძღვნა თავი.

4. გეიტსი ერთხელ, 1977 წელს ნიუ-მექსიკოში დააპატიმრეს.

ის მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომობილს და წითელზე გაიარა.

5. 1997 წლამდე იგი ეკონომ კლასის ბილეთით დაფრინავდა.

ახლა საკუთარი თვითმფრინავი აქვს და ამას "ფულის დიდ ფლანგვას" ეძახის.

6. თვითმფრინავის გარდა, გეიტსმა ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერების კრებულში „ლესტერის კოდექსი", ყველაზე ბევრი „ფული გაფლანგა", .

ეს კოდექსი მან 1994 წელს, აუქციონზე $30.8 მილიონად შეიძინა.

7. ბილ გეიტსს სამი შვილი ჰყავს და უზარმაზარი სიმდიდრის მიუხედავად, ამბობს, რომ თითეული შვილი მემკვიდრეობით მხოლოდ $10 მილიონს მიიღებს.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მისი მთლიანი ქონების, $114.8 მილიარდისა. "ბავშვებისთვის დიდი თანხების დატოვება მათთვის სასიკეთო სულაც არ არის", – ამბობს იგი.

8. ბილ გეიტსმა უცხო ენები არ იცის.

მისი თქმით, დღემდე ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამაზე სწყდება გული.

9. მან ზეპირად იცოდა Microsoft-ში თავისი თანამშრომლების ავტომობილების ნომრები.

გეიტსი მშვიდი ბოსი სულაც არ ყოფილა. ერთ დროს ფანატიკური დამოკიდებულება ჰქონდა სამსახურის მიმართ და თანამშრომლებისგანაც იგივეს ელოდა, უნდოდა მათაც განუწყვეტლივ ემუშავათ. "მე ყველა თანამშრომლის ავტომობილის ნომრები ვიცოდი, შემეძლო ავტოსადგომზე გადამეხედა და დამენახა, როდის მოდიოდნენ ისინი სამსახურში და როდის მიდიოდნენ", - განაცხადა მან BBC- სთან ინტერვიუს დროს.

10. გეიტსი ამბობს, რომ Microsoft-ს რომ არ გაემართლებინა, ის ალბათ ხელოვნური ინტელექტის კვლევას დაიწყებდა.

გეიტსი სერიოზულად არის დაინტერესებული ხელოვნური ინტელექტით, მაგრამ ამბობს, რომ ის "იმ ბანაკშია, რომელიც სუპერ ინტელექტით გვარიანადაა შეფიქრიანებული". ამ ბანაკში იყო სტივენ ჰოკინგი, და ტექნოლოგიისა და მეცნიერების სფეროს სხვა ცნობილი ლიდერებიც არიან, მათ შორის, ილონ მასკი.

11. მისი საყვარელი ჯგუფი? Weezer.

ის „U2"-საც თავის „ფავორიტს" ეძახის და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ელოდება იმ დროს, როდესაც "Spinal tap" კიდევ მოაწყობს ტურს.

12. გეიტსი წელიწადში 50 წიგნს კითხულობს.

ის ამბობს, რომ წიგნებში სულ თავი აქვს ჩარგული და ამის გამო სულ გამახვილებული აქვს გონება. "წიგნების კითხვაა კვლავ ის მთავარი გზაა, რომლითაც ბევრ ახალს ვსწავლობ და საკუთარ თავს ვამოწმებ, რამდენად კარგად ვიგებ ყველაფერი", – ამბობს იგი.

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა