10 რამ, რისი აღიარებაც ანტრეპრენერებს არ მოსწონთ "იციან კი, რას შეეჭიდნენ?"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სტატიას, რომელიც რამდენიმე ხნის წინ წავიკითხე, იდენტური სათაური აქვს. ნუ იფიქრებთ, რომ ავტორი ანტრეპრენერობაზე განაწყენებული ადამიანია, რომელიც ცდილობს ეს საკითხი სხვებს რთულ კონტექსტში დაანახოს. პირიქით, – სიუზენ ნიუსონენი (Susanna Newsonen) ბედნიერებას იკვლევს, იგი იყენებს პოზიტიურ ფსიქოლოგიას, რათა ადამიანებს დაეხმაროს ეჭვებისაგან გათავისუფლებასა და საკუთარი ცხოვრების სტილის სიყვარულში. სიუზენი ამბობს, რომ ამ სტატიის დაწერა გადაწყვიტა, რათა ყველასთვის გულწრფელად მოეყოლა გაეზიარებინა, როგორია ანტრეპრენერობა და რამდენად საჭიროა გამოწვევების დროს რწმენით აღსავსეები ვიყოთ.
სულიერი კეთილდღეობისთვის მზრუნველი ნიუსონენი აღნიშნავს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ადვილია წამოიწყო ბიზნესი, ონლაინ გაუზიარო უამრავ ადამიანს შენს შესახებ ინფორმაცია და დაიწყო ფულის გამომუშავება. სწორედ ასე, იოლად მოთხრობილი ამბები უბიძგებს ხალხს ანტრეპრენერული ნაბიჯების ისე გადადგმისკენ, რომ სულ მცირე, ორჯერაც არ დაფიქრდნენ ამის შესახებ. სიუზენი აპლოდისმენტებით ხვდება მათ გამბედაობას, თუმცა, ამავდროულად ნაღვლობს მათზე და სვამს კითხვას-: "იციან კი, რას შეეჭიდნენ?". იგი აქვე დასძენს, რომ სამი წლის წინ, თავადაც ვერ ხვდებოდა რა ელოდა წინ. ფიქრობს, რომ ყველა პროცესი საქმის სიყვარულთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს მხოლოდ გართობა და თამაში არაა. სწორედ ამიტომ, სიუზენი გვიმხელს ანტრეპრენერობასთან დაკავშირებულ 10 ჭეშმარიტებას, რომელთა დახმარებით ჩვენ სტაბილური არსებები ვხდებით.
- პირველი, რაც მსგავსი საკითხით დაინტერესებულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, არის ის, რომ ანტრეპრენერული ნაბიჯი მარტომ უნდა გადადგას. ამაზე დაფიქრება უფრო მეტად ისეთი პიროვნებებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც ჯგუფურ მუშაობაში გაწაფულები არიან და რომელთათვისაც ადამიანური ინტერაქციები უმნიშვნელოვანესია. მომავალმა ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებლად მოუწევს ბევრ საკითხთან გამკლავება;
- სიუზენ ნიუსონენი აღნიშნავს, რომ ისეთ რთულ გზაზე, როგორიც ბიზნესის წამოწყებაა, ხშირად შევხვდებით ეჭვებს, რომლებიც მოსვენებას გვიკარგავს და გვაფიქრებინებს, გავაკეთეთ თუ არა სწორი არჩევანი. ამ კითხვის დასმა მტკივნეულია, თუმცა, ამავდროულად, იგი პოზიტიურად დადებითად აისახება ბიზნესზე;
- ხშირად, ისე ხდება, რომ თითქოს ვერ ვიაზრებთ რას ვაკეთებთ. ასეთ დროს საჭიროა მხნეობა მოვიკრიბოთ და სწავლა განვაგრძოთ, ან – სხვაზე დაკვირვებით, ან ბიზნეს-ქოუჩების დახმარებით. თუმცა საუკეთესო მასწავლებელი წინსვლაა;
- ანტრეპრენერები ხშირად უწყობენ "დაკითხვას" საკუთარ თავებს,. ეს მათ ეხმარება გადადგან ნაბიჯები, თუმცა, ამან შესაძლოა მერყეობა გამოიწვიოს. ასეთ დროს საჭიროა პატარა მცირე საქმე სრულფასოვნად შევასრულოთ- – ეს ცოტათი მოგიმატებთ თავდაჯერებულობას. განაგრძეთ ამის კეთება, ვიდრე მანამ, სანამ თავს ისევ კარგად არ იგრძნობთ;
- "შენ ეს უნდა გააკეთო.." –- ფრაზა, რომელიც შესაძლოა სადარდებლად გექცეთ. როცა საქმეს შეეჭიდებით, გახსოვდეთ, რომ შეუძლებელია ყველაფერი გააკეთოთ, ამიტომ მოუსმინეთ თქვენს გულს და მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სწორად მიგაჩნიათ;
- წამოწყებული საქმე ყველასთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ თანდათან ვაანალიზებთ, რომ გასაკეთებელი საქმეების სია არა და არ მთავრდება., პარალელურად ვაცნობიერებთ, რომ ვერავინ დაგვეხმარება. ასეთ დროს საჭიროა პრიორიტეტების გაანალიზება. განსაზღვრეთ თქვენი სამუშაო საათების რაოდენობა და ნუ შესწირავთ ბიზნესს ისეთ აუცილებელ რაღაცებს, როგორებიცაა: ძილი, ჭამა ან ვარჯიში.
- ნუ მოახდენთ ბიზნეს წინადადების უარყოფის იდენტიფიცირებას საკუთარი პიროვნების უარყოფასთან –- ის, რომ ადამიანებს არ სურთ თქვენთან თანამშრომლობა, საერთოდ არ ნიშნავს, რომ ეს თქვენს პიროვნებასაც ეხება. გახსოვდეთ: ,ბიზნეს წინადადების უარყოფა შესაიძლებოა მილიონ მიზეზთან იყოს კავშირში.- თქვენს თავს ნუ დაადანაშაულებთ.
- ანტრეპრენერები დასვენების დღეებს ვერ იყენებენ- – მნიშვნელობა არ აქვს, სად არიან, ისინი ყოველთვის ამოწმებენ იმეილს. ელ.ფოსტას. თუმცა, სიუზენ ნიუსონენი გვეუბნება, რომ დროთა განმავლობაში ისინი აუცილებლად ისწავლიან, თუ როგორ დაუთმონ ნაკლები დრო შეტყობინებებს.
- ხანდახან ძალიან რთულია პრიორიტეტების განსაზღვრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი არჩევანის წინაშე ვართ. როცა დარწმუნებული არ ხარ, რაღაც გამოვა თუ არა, ამ დროს საკუთარ თავს უნდა მიენდო.
- ანტრეპრენერობა მოითხოვს უდიდეს თვითდისციპლინას –- იმაზე მეტს, ვიდრე წარმოგიდგენია, –- ამბობს სიუზენი. ეს კი განსაკუთრებით რთული მაშინაა, როცა რწმენა დროებით დაკარგული გვაქვს. ასეთ დროს, საკუთარ თავს დასვენების საშუალება უნდა მისცე, რათა მომავალში ახალი ენერგიითა და მხნეობით გაემართო მიზნის მისაღწევად.
სტატიას დავასრულებ სიუზენ ნიუსონენის, როგორც ანტრეპრენერული სულისკვეთების მქონე ადამიანის, რჩევით, რომ საჭიროა ამ 10 ჭეშმარიტებას თვალი გავუსწოროთ და მივხვდეთ –, რომ ეს არც ისე ცუდია, როგორც ჩანს. იგი ამბობს: "ანტრეპრენერობა ხომ მხოლოდ გადაწყვეტილება არ არის, ის ცხოვრებისეული არჩევანია, რომელიც გამოწვევებით დატვირთული მოდის, როგორც სხვა ყველაფერი ცხოვრებაში".