Get All Access for $5/mo

17 მოტივატორი ლიდერი, რომელთა LinkedIn-მიმდევრები უნდა გახდეთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

LinkedIn-ი მეტია, ვიდრე ონლაინქსელი, რეზიუმეების საცავი და სამუშაოს შეთავაზებები. 500 მილიონი მომხმარებელი 200-ზე მეტ ქვეყანაში და ბიზნესზე ორიენტირებული სოციალური მედიაპლატფორმა კოლეგებთან დაკავშირებისა და მსოფლიოს წამყვანი ანტრეპრენერების, პოლიტიკოსების, ფილანტროპების და სხვების ნააზრევისთვის თვალის მიდევნების შესაძლებლობას გთავაზობთ.

თუ ონლაინშთაგონებას ეძებთ LinkedIn-ის 10 მილიონზე მეტი სამსახურის შემოთავაზებაში ან უბრალოდ, გაინტერესებთ, რას კითხულობს ბილ გეითსი თავისუფალ დროს, შეგიძლიათ ამ LinkedIn-ის მომხმარებლების პროფილების გამოწერა.

რიჩარდ ბრნსონი

მხიარულების მოყვარული და ჰალსტუხის მოძულე რიჩარდ ბრენსონი თავისი LinkedIn-გვერდისთვის, უმეტესწილად, Virgin website-ისა და თავის Fulfilling Potential blog-ის კონტენტს იყენებს. The Virgin Group-ის დამაარსებლის საყვარელი თემები კლიმატის ცვლილება, ოცნებების ასრულება და ოჯახია. ბრენსონს ჰყავს 13.4 მილიონი LinkedIn-მიმდევარი, რომლებსაც აინტერესებთ, რატომ მოხვდა იგი, საკუთარი 5.2 მილიარდიანი ქონებით, Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში, თანაც ისე, რომ მხოლოდ "თავის ხუშტურზე დადიოდა".

იან ბრემერი

მეცნიერი და ანტრეპრენერი, Eurasia Group-ის დამაარსებელი, გლობალური პოლიტიკის რისკ-ფაქტორების მკვლევარი და კონსულტანტია. ეხმარება კომპანიებსა და ბიზნესებს ისეთ ქვეყნებში, სადაც მთავრობა ნაკლებად პროგნოზირებადია. მისი შვილობილი, GZERO-მედია, ფოკუსირებულია ანალიზსა და კომენტარებზე − გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიაქვს ახალგაზრდა აუდიტორიამდე. შესაბამისად, ბრემერის LinkedIn-იც ინფორმაციულია, თავისი არცთუ ობიექტური, დამახასიათებელი მოკლე მესიჯებით. იგი აუცილებელი საკითხავია თავისი 2.5 მილიონი მიმდევრისთვის. მათთვის, ვისაც გლობალური საკითხები და ამერიკის პოლიტიკა აინტერესებს.

ჯეიმს კაანი

ჯეიმს კაანმა დააარსა Recruitment Guide-ი, როგორც პროფესიონალთა მოსაზიდი სავარჯიშო პლატფორმა. ეს უახლესი ანტრეპრენერული გმირობაა ბიზნესგურუს პროექტების გრძელ სიაში, რომელიც Dragons' Den-ისა და Shark Tank-ის მსგავს ბრიტანულ შოუშიც ჩნდება. წარმოშობით ბრიტანელი LinkedIn-ინფლუენსერი თავის 3 მილიონ მიმდევარს სტარტაპებზე, ანტრეპრენერობაზე, რეკრუტირებასა და ადამიანური რესურსების მართვაზე უზიარებს მოსაზრებებს.

დიპაკ ჩოპრა

დიპაკ ჩოპრას, ალტერნატიული და ინტეგრირებული მედიცინის ალბათ უმთავრეს ადვოკატს აშშ-ში, 5.25 მილიონზე მეტი LinkedIn-გამომწერი ჰყავს. ამ პროდუქტიულ ავტორს 80-ზე მეტი წიგნი აქვს დაწერილი ნარკოდამოკიდებულებაზე, ორსულობაზე, მშობლობაზე, წონის კლებასა და გოლფზეც კი. იგი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპიკერ-მოტივატორია. ჩოპრა ოპრა უინფრის მედიტაციის მენტორიცაა და მასთან ერთად მასპინძლობს 21-დღიან პროგრამას "მედიტაციიური გამოცდილება", რომელიც სხვადასხვა თემას აქცენტირებს. ჩოპრას LinkedIn-პოსტები დეტალურად აშუქებს ბევრ საკითხს, მათ შორის − ფიზიკურ, მენტალურ თუ ემოციურ კეთილდღეობასაც და ხშირად ბოლოვდება სქოლიოებით.

ბილ გეითსი

The Microsoft-ის თანადამფუძნებლის უკანასკნელმა საქველმოქმედო ღონისძიებამ − Microsoft-ის 4.6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების გაჩუქებამ, მას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაათმობინა. გეითსი, რომელიც 2014 წელს გადადგა Microsoft-ის თავმჯდომარეობიდან, დღეს the Bill & Melinda Gates Foundation-ის თანახელმძღვანელია. მისი LinkedIn-ის გვერდიც ამ საქმიანობის ახალ საქველმოქმედო ხასიათს ასახავს. გეითსის 13 მილიონი მიმდევარი ამ გვერდზე თითქმის ვერ ნახავს მოწინავე კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კონტენტს, თუ ეს საკითხი კაციობრიობის ყოფის გაუმჯობესებას არ უკავშირდება. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ წაიკითხონ შეფასებები, 2017 წელს გამოცემული წიგნების მისეული რეცენზიები, მათ შორის 568-გვერდიან სამეცნიერო-პოპულარულ წიგნზე, სახელწოდებით "ენერგია და ცივილიზაცია: ისტორია". როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომელმაც სკოლა მიატოვა, გეითსი კარიერულ რჩევებსაც შემოგთავაზებთ.

დენიელ გოულმანი

ფსიქოლოგმა და ინოვაციური წიგნის "ემოციური ინტელექტი: რატომაა ის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ინტელექტის კოეფიციენტი" ავტორმა დენიელ გოულმანმა პოპულარულად აქცია იდეა, რომ თვითაღიარება და ემპათია აუმჯობესებს ადამიანის შრომის ხარისხს − როგორც ლიდერობისას, ისე პირად ცხოვრებასა და სხვა ასპექტებში. გოულმენის LinkedIn-ის გვერდი დატვირთულია შთამაგონებელი თემებით − მედიტაციით დაწყებული, მენტორობით დამთავრებული.

ადამ გრანტი

პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის მენეჯმენტისა და ფსიქოლოგიის პროფესორობასთან ერთად, ადამ გრანტს გამოცემული აქვს New York Times-ის სამი ბესტსელერი − "ოფცია B: სირთულეების პირისპირ", "მდგრადობის შექმნა" და "სიხარულის პოვნა". ეს უკანასკნელი − Facebook-ის ოპერატიული სისტემების უფროსშერილ სანდბერგთან თანაავტორობით. LinkedIn-ის გვერდზე გრანტი 1.9 მილიონ მიმდევარს უზიარებს თავის მახვილგონივრულ ანალიზებს ცხოვრებაზე, სამსახურსა და ადამიანის ბუნებაზე.

ბონუსი: ხშირად ეს აზრები ჭკვიანური და ლამაზი ილუსტრაციებით ფორმდება.

რაიან ჰოლმსი

Hootsuite-ის დამაარსებელსა და გენერალურ დირექტორს, რაიან ჰოლმსს, შესაძლოა, სხვებივით არ იცნობენ, მაგრამ ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამოქმედებული მისი სოციალური ქსელი დღეს მთელ მსოფლიოში 15 მილიონ მომხმარებელს ითვლის. უთქმელადაც მისახვედრია, რომ ჰოლმსმა ბევრი რამ იცის ბრენდის შექმნასა და კომპანიის შენებაზე. ის რეგულარულად აზიარებს თავის აზრებს სოციალურ მედიასაშუალებებში, − წერს ინოვაციურ სამუშაო გარემოზე და თავის 1.57 მილიონ გამომწერს ხელოვნურ ინტელექტსაც სთავაზობს.

სელი კრავჩეკი

სელი კრავჩეკი Ellvest-ის, ყველა ინვესტორისთვის ღია ციფრული საკონსულტაციო კომპანიის, გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელია, თუმცა მისი კომპანია უფრო ფინანსებსა და ქალთა რეალურ პრობლემებზე კონცენტრირდება. Merrill Lynch Wealth Management-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ასევე აზიარებს ინსპირაციულ აზრებსაც ფულსა და მის მნიშვნელობაზე. 2.1 მილიონ LinkedIn-მიმდევარს თითქმის ყოველდღიურად შეუძლია #FinancialFeministFriday-ით ნახოს მისი პოსტები, რომლებიც ყველას, განურჩევლად სქესისა, არწმუნებს, რომ ფემინიზმი ცუდი სიტყვა არაა.

ბერნარდ მარი

ბერნარდ მარი ბესტსელერის ბიზნესავტორი, სპიკერი და სტრატეგიული მრჩეველია, რომელიც დიდ მონაცემებზე, მათ ანალიზსა და ხელოვნურ ინტელექტზე სპეციალიზდება. ამ ტექნიკურ დეტალებს დამატებული, მარის LinkedIn-ის კონტენტი გვთავაზობს პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმართულ მიდგომებსაც. მაგალითად, მარის აზრით, ყოველ წელს უნდა ჩამოვწეროთ და შევასრულოთ მინიმუმ 10 პუნქტი, პირადი მიღწევებისა და პერსონალური ბრენდირების ჩათვლით. ის თავის 1.2 მილიონ გამომწერს LinkedIn-ზე ურჩევს, შექმნან ახალი კონტენტი, "იქნება ეს ბლოგი, პოდკასტი თუ Live-ვიდეო პერსონალური ბრენდის შესაქმნელად. ამას შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენი LinkedIn-ის გვერდი, რომელიც ყოველთვის უნდა განახლდეს".

სატია ნადელა

სატია ნადელა დაახლოებით ოთხი წლის წინ გახდა Microsoft-ის გენერალური დირექტორი, მას შემდეგ, რაც კომპანიას 1992 წელს შეუერთდა და აღმასვლა დაიწყო. კომპანიის კონტენტი 3 LinkedIn-ზე 3 მილიონ მიმდევარს იზიდავს და Microsoft-ის ხელოვნურ ტექნოლოგიებს, კვანტურ კომპიუტერებსა და სხვა უახლეს ტექნიკურ საკითხებს ეხება. მაგრამ ნადელას კონტენტი მოიცავს პოლიტიკასაც, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შვილის მამობას, ინდოეთში გატარებულ ბავშვობას და იმას, თუ როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა მის ბიზნესშეხედულებებზე.

ტონი რობინსი

წარმატებულ ანტრეპრენერობასთან ერთად, ტონი რობინსმა სახელი და ქონება მოიხვეჭა, როგორც სპიკერმა და ავტორმა. მისი ბოლო წიგნია "იყავით ურყევი: თქვენი ფინანსური თავისუფლების სქემა". LinkedIn-ზე რობინსი შთამაგონებელ ციტატებს, საინტერესო სტატიებს, ფინანსური და პირადი წარმატების საიდუმლოს უზიარებს თავის 3.46 მილიონ მიმდევარს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ როგორღაც მიხვდნენ, როგორ დააგროვა ტონიმ 500 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება.

გრეჩენ რუბინი

გრეჩენ რუბინი პროდუქტიული მწერალია და New York Times-ის ბესტსელერი ავტორის ტიტულსაც ფლობს. თავის LinkedIn-ზე, სადაც მას 2.6 მილიონი გამომწერი ჰყავს, წიგნის "ბედნიერების პროექტი და უკეთ, ვიდრე აქამდე" ავტორი გვაწვდის საკუთარ მოსაზრებებს ადამიანის ბუნებაზე, ბედნიერების მოპოვებაზე, ახალი ჩვევების შეძენასა და ცუდის მოშორებაზე. დამატებით, გრეჩენი საკუთარ კონტენტსაც აზიარებს, მაგალითად, საინტერესო სტატიებს ბედნიერებისკენ მიმავალი გზის შესახებ.

ლიზ რაიანი

ლიზ რაიანი Human Workplace-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორია. მისი გამომცემლობა და საკონსულტაციო ფირმა კონცენტრირდება კარიერული განვითარების კურსებზე და გარდა ამისა, მუშაობს ორგანიზაციებთანაც, რომ მათი სამუშაო გარემო უფრო გააადამიანუროს.

რაიანის თითქმის 2.7 მილიონი მიმდევარი, უმეტესად, მისი კომპანიის გაყიდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციას იღებს, თუმცა ხანდახან რაიანი სხვა კონტენტსაც აზიარებს. მაგალითად, Forbes-ისთვის დაწერილ საკუთარ სტატიებს. ეს ყველაფერი, ძირითადად, კარიერული რჩევებია. მაგალითად: როგორ მოვითხოვოთ დაწინაურება ან როგორ ვიმუშაოთ მოხერხებულ ზედამხედველთან. რაიანი ავტორია წიგნისა "საგზაო რუკის ხელახალი გამოგონება: "დაამსხვრიეთ წესები სასურველი სამუშაოსა და კარიერის მისაღებად, რომელსაც იმსახურებთ". მისი LinkedIn-გვერდიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

ჯილ შლეზინგერი

ჯილ შლეზინგერი CBS News-ის ბიზნესანალიტიკოსი და Better Off პოდკასტის წამყვანია. საუბრობს ფულზე თავის რადიოშოუში "ჯილი და ფული", ასევე, ინტერნეტგვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ იმდენივე გამომწერი არ ჰყავს, რამდენიც სახელიან მილიარდერებს, ამ სიაში მისი პოსტები ფართო სპექტრით გვთავაზობს ფულთან დაკავშირებულ რჩევებსა და ინფორმაციას. ასე რომ, თუ ეძებთ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა ამ წელს, შეგიძლიათ შეუერთდეთ მის მიმდევართა 636 527-იან სიას.

გარი ვეინერჩუკი

გერი ვეინერჩუკის დაარსებულია VaynerMedia, რომელიც მარკეტინგულ კონსულტაციებს უწევს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Toyota და PepsiCo. მარკეტინგის ვირტუოზმა საკუთარ ბრენდს საფუძველი ჩაუყარა თითქმის 10 წლის წინ, ვიდეობლოგით Wine Library TV-ზე, მალე კი თავის მეხუთე წიგნს გამოსცემს ეკონომიკასა და ანტრეპრენერობაზე სოციალური მედიის ერაში. იმის გასაგებად, თუ რას უნდა ელოდოთ მის ახალ წიგნში (დეტალურად: "როგორ აშენებენ დიდი ანტრეპრენერები თავიანთ ბიზნესსა და ზეგავლენას, და რამდენად შეგიძლიათ ეს თქვენც"), შეუერთდით ვეინერჩუკის მიმდევრების ყოველდღიურად მზარდ სიას, რომელიც ახლა 1.5 მილიონ ადამიანს აერთიანებს.

ჯეფ ვაინერი

არ არის გასაკვირი, რომ LinkedIn-ის გენერალურ დირექტორს ჰყავს საოცრად ბევრი − 7.6 მილიონი მიმდევარი, რომლებსაც შეუძლიათ ნახონ, თუ რას მიიჩნევს ჯეფ ვაინერი პროფესიულ ქსელში გაზიარების ღირსად.

ვაინერის გვერდი LinkedIn-ის ოფიციალური ბლოგიდან, სხვადასხვა ინფლუენსერისა და მისი საყვარელი საქველმოქმედო ორგანიზაციების (მაგ. DonorsChoose.org-ის) გვერდებიდან გაზიარებული სტატიებითაა დატვირთული. ჯეფი ასევე აზიარებს პირად შეხედულებებს ყველაფერზე − Netflix-ის ორიგინალი სერიალებით დაწყებული, უახლესი ტექნოლოგიებით დამთავრებული.

იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ონლაინ, ლოგიკურია იმ ზოგიერთი სოცმედიაექსპერტის აზრზე დაყრდნობა, რომლებიც თქვენთვის სასურველ საკითხებს აქცენტირებენ.

თუ გჭირდებათ მეტი რჩევა და იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოთ განათლებაში, ჯანდაცვაში, ფულსა და ფინანსებში, შეგიძლიათ ნახოთ LinkedIn-ის ყოველწლიური ოფიციალური სია, რომელშიც ტოპ-ინფლუენსერები არიან თავმოყრილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"