5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე წარმატებულ ლიდერებსა და მენეჯერებს, რომლებიც საუკეთესო სამუშაო გარემოს ქმნიან, ჰყავთ ერთგული, კმაყოფილი თანამშრომლები და აქვთ მაღალი შედეგები. ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, მათ ის სხვა უნარ-ჩვევებიც აქვთ, რომლებიც ამ ადამიანთა პიროვნულობისთვის არის დამახასიათებელი და საქმეზეც სასიკეთოდ აისახება. რა თქმა უნდა, მსგავსი თვისებები არაერთია, თუმცა არის რამდენიმე მათგანი, რომლის ფლობა თანამედროვე ლიდერისთვის განსაკუთრებით აუცილებელია:
- სტრატეგიული აზროვნება – ეს სწორედ ის უნარია, რომელიც ნამდვილ ლიდერს უბრალო მენეჯერისგან გამოარჩევს. სტრატეგიულად მოაზროვნე ლიდერებს აქვთ ფართო ხედვა და ისინი არ იკეტებიან ვიწრო თვალსაწიერში. შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე და კომპლექსური მიდგომით იღებენ, რაც წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მსგავსი სტატია: 15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს
- მოსმენის უნარი – ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს. მას კარგად ესმის, რომ ამ მიდგომით არაერთი კონფლიქტისა და მნიშვნელოვან საკითხებზე დაგვიანებული რეაგირების არიდებაა შესაძლებელი. ეფექტური კომუნიკაციის უნარი არა მხოლოდ კარგი მოსაუბრის, არამედ კარგი მსმენელის უნარ-ჩვევის ფლობასაც გულისხმობს.
- ასერტიულობა – ამ თვისების ფლობას უფრო და უფრო მეტად აქცევენ კომპანიები თანამშრომლის აყვანისას ყურადღებას. ასერტიულობა ერთგვარი გარანტია, რომ ადამიანი გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან, ეგოცენტრიზმიდან გამომდინარე არ მიიღებს და გარშემომყოფების აზრებს, საჭირობებებს, უფლებებსა და სურვილებსაც გაითვალისწინებს.
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა – ნამდვილი ლიდერი ყოველთვის აგრძელებს სწავლას და განვითარებას ფორმალური თუ არაფორმალური გზებით. თანამედროვე სამყაროში დინამიკური ცვლილებების ფონზე, რომელიც ეფექტიანობისთვის მუდმივად ახლის სწავლასა და ათვისებას მოითხოვს, ნამდვილი ლიდერი ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს და საკუთარ თავზე მუშაობას არასოდეს წყვეტს.
მსგავსი სტატია: 12 რამ, რასაც მხოლოდ შინაგანად ძლიერი ადამიანები აკეთებენ
- რისკიანობა – რისკის გაწევის გარეშე წარმატებისა და პროგრესის მიღწევა შეუძლებელია. კარგი ლიდერი ყოველთვის ახერხებს გონივრული სარისკო ნაბიჯების გადადგმას და ამ ტიპის გადაწყვეტილებაშიც რაციონალურ და ანალიტიკურ ფაქტორებს ითვალისწინებს. ნამდვილი ლიდერის რისკიანობა არაა იმპულსური, ემოციური და ყოველთვის გაბედულ პროგნოზებს ეფუძნება.