Get All Access for $5/mo

50 რამ, რაც წარმატებას გაზრდის გაითვალისწინეთ რჩევები და უკეთესი ანტრეპრენერი გახდებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Philips Wei, Pixabay

შეისწავლეთ ახალი ტექნოლოგიები

ტექნოლოგიას თითქმის ყველანაირი პროცესის გაუმჯობესება შეუძლია, ამიტომ არ მოდუნდეთ, ყურადღებით ადევნეთ თვალი ჰორიზონტზე გამოჩენილ სიახლეებს.

მოძებნეთ ჰობი

რაიმე საქმით გატაცება ნებისმიერი ანტრეპრენერის ცხოვრების არსია. მოძებნეთ სასიამოვნო ჰობი, რომელიც სტიმულს მოგცემთ, და იმასაც მიაგნებთ, რაც პირადად თქვენ მოგწონთ.

გამოელაპარაკეთ უცნობებს

წინასწარ ვერასოდეს განსაზღვრავთ, ვის შეიძლება შეხვდეთ გზად - ახალ პარტნიორს, მენტორს, ინვესტორს, თუ თანამშრომელს?

დაამყარეთ პროფესიული ინტერნეტკავშირები

პროფესიულ ქსელურ ღონისძიებებში მონაწილეობით გაგიჩნდებათ რეპუტაციის შექმნის შანსიც.

დაეხმარეთ საზოგადოებას

თუ დრო გაქვთ, გახდით მოხალისე. ახალ ადამიანებს გაიცნობთ და თქვენს საზოგადოებას გააუმჯობესებთ.

გუნდს თქვენთან დალაპარაკების საშუალება მიეცით

ყოველდღიურად გამონახეთ დრო ნებისმიერი შეკითხვის, პრობლემის განხილვისა და საუბრისთვის.

წვრილმანებზე დროის დაკარგვა არ ღირს

ყურადღება დიდ გეგმებზე გაამახვილეთ, წვრილმანებზე დრო არასოდეს დახარჯოთ.

იზრუნეთ ყველაფრის გაუმჯობესებაზე

მიმოიხედეთ, ყველაფერს კრიტიკულად შეავლეთ თვალი და დაფიქრდით, რისი გაუმჯობესება შეიძლება.

დაიწყეთ მედიტაცია

ის გონებას გაგინათებთ, სტრესს მოგიხსნით და უფრო მეტად ყურადღებიანი იქნებით.

გამოიძინეთ

თუ ღამეში რვას საათს იძინებთ, ფიზიკურადაც და სულიერადაც გაცილებით ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.

ჯანსაღი საკვები მიირთვით

გახსოვდეთ, რომ თქვენი ორგანიზმის სიძლიერის წყარო რთული ნახშირწყლები, ცილები და ჯანსაღი ცხიმებია.

ივარჯიშეთ

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.

გონება ავარჯიშეთ

თავსატეხების და კროსვორდების საშუალებით ყურადღება გაიმახვილეთ, მეხსიერება და კრიტიკული აზროვნების უნარი გაიძლიერეთ.

გააანალიზეთ ყველაფერი

ნებისმიერი საქმე გააანალიზეთ და გამოავლინეთ მისი სუსტი თუ ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები.

ყოველთვის შეეცადეთ მეტის გაკეთებას

ყოველდღიურად რამდენიმე ნაბიჯით მეტი მაინც გაიარეთ, მეტი მოისმინეთ, ილაპარაკეთ და იმუშავეთ.

შეეგუეთ ცვლილებებს

ეცადეთ, გეგმები ვითარების შესაბამისად შეცვალოთ, არ აქვს მნიშვნელობა, უეცრად თავში ახირებული იდეა მოგივათ თუ პრობლემებს უნდა გაუმკლავდეთ.

გააგრძელთ სწავლა

დრო ისე გაანაწილეთ, რომ ყოველდღიურად რაიმე ახლის შესწავლა შეძლოთ.

საკუთარი თავისთვის დრო გამონახეთ

დრო გამოყავით თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

სცადეთ რაიმე ახალი

წინასწარ ვერასოდეს მიხვდებით, კიდევ რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო.

წვრილმანებით დაიწყეთ

თუ ახალ საქმეს ჰკიდებთ ხელს, წვრილმანებით დაიწყეთ და მასშტაბების გაზრდას ყოველთვის მოახერხებთ.

მადლიერება გამოხატეთ გულმოდგინე შრომისთვის

დრო გამონახეთ და მადლიერება გამოხატეთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას იმსახურებს.

არავითარი უსიამოვნებები თქვენ გარშემო

როცა ირგვლივ რამე ცუდს, უსიამოვნოს შეამჩნევთ, მაშინვე აღკვეთეთ, კოლეგის მიმართ დამოკიდებულება იქნება ეს თუ უბრალოდ ცუდი განწყობა.

სტრესი მოუხსენით თქვენს გუნდს

სტრესი გადამდებია. ასე რომ, შეძლებისდაგვარად ეცადეთ, თქვენს ოფისში სტრესულმა განწყობამ არ დაისადგუროს.

ეძებეთ ახალი გატაცებები

გიმეორებთ, გატაცებები ანტრეპრენერის წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამიტომ, ისინი ყველგან ეძებეთ, სადაც კი შესაძლებელია.

ყურადღება გაამახვილეთ მომხმარებლის პერსპექტივებზე

თქვენი ბიზნესი მთლიანად თქვენს მომხმარებლებზე დგას, ამიტომ მათი მოთხოვნები საკუთარ პრიორიტეტად აქციეთ.

ყველაფერი გათვალეთ

ყველაფერი ობიექტური ღირებულების მიხედვით შეაფასეთ.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

არ აქვს მნიშვნელობა, რა ხდება, საქმეები ძალიან ცუდადაც რომ მიდიოდეს, ჯგუფში ყველაზე მშვიდი თქვენ უნდა იყოთ.

გამოხატეთ საკუთარი აზრი

ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორ მიდის მათი საქმეები... ოღონდ, ეს გულწრფელად უნდა უთხრათ.

მოუსმინეთ სხვის აზრს

აღიარეთ, რომ სრულყოფილი არ ხართ, მოუსმინეთ სხვებს და მიხვდებით, როგორ შეიძლება საქმის უკეთ კეთება.

ეცადეთ, თავმდაბალი დარჩეთ

ნუ მისცემთ თქვენს ეგოს უფლებას, რომ გაჯობოთ.

მოიძიეთ ახალი პარტნიორები

პროფესიონალები ერთად დიდ საქმეებს აკეთებენ.

იმუშავეთ მენტორებთან

საკითხების შესახებ თქვენზე გამოცდილებთან იმსჯელეთ და ყურადღებით მოუსმინეთ, რას იტყვიან.

მიენდეთ ინტუიციას

ზუსტი მონაცემებისა და ინფორმაციის ფლობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა, ზოგჯერ ინტუიციასაც უგდეთ ყური.

აღიჭურვეთ მოთმინებით

დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეახსენეთ თავს, რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინება.

გარისკეთ

სირთულეები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შეგხვდებათ, მათ გადასალახავად აუცილებლად უნდა გარისკოთ.

ეძიეთ ახალი გზები

ყოველდღიური სამუშაოს უკეთ შესასრულებლად ახალი, განსხვავებული გზები მოძებნეთ.

გამოიჩინეთ ეკონომიურობა

დროს და ფულს ნუ დახარჯავთ იმაში, რაც თქვენთვის ან თქვენი ბიზნესისთვის ნამდვილად არ ღირს.

ყოველთვის თქვით, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ

არ დაიხიოთ უკან, არაფერმა შეგაშინოთ, ყოველთვის თქვით საკუთარი სათქმელი.

იცხოვრეთ თქვენი ბრენდის ცხოვრებით. საკუთარი ბრენდის ყველა ფასეულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიტანეთ და მასზე ასახეთ. თავი შეიკავეთ განკითხვისგან. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. ეცადეთ, ეს მათ წინააღმდეგ არ გამოიყენოთ. პირიქით, გვერდით დაუდექით და დაეხმარეთ, რომ ამ შეცდომებზე ისწავლონ.

გარშემო იდეალური ატმოსფერო შეიქმენით

თქვენი გარემო განსაკუთრებული უნდა იყოს - ოფისიც, მანქანაც და საძინებელიც.

რაც ხელს გიშლით, თავიდან მოიცილეთ

თუ რაიმე მუშაობასა და მიზნის მიღწევაში გაბრკოლებთ, თავიდან მოიცილეთ.

სცადეთ ყველაფერის ავტომატიზება

რაც შეიძლება ნაკლები აკეთეთ ხელით, ყოველთვის ტექნოლოგიები გამოიყენეთ.

დაივიწყეთ სრულყოფილება

სრულყოფილებას ვერასოდეს მიაღწევთ, ამიტომ არც სცადოთ. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, უკეთესი გახდეთ.

შეადგინეთ გრაფიკი

დროის განაწილებისას თავიდანვე კეთილგონიერება გამოიჩინეთ.

გახსოვდეთ: ყველა ეს ჩვევა იდეალურ ანტრეპრენერად ვერ გაქცევთ, რადგან ერთ ღამეში წარმატებული არც არავინ გამხდარა. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ ისინი და სათანადო ყურადღება დაუთმოთ თვითგანვითარებას. გჯეროდეთ, ყველაფრის მიუხედავად, წინ წახვალთ და საკუთარ მიზნებსაც აუცილებლად შეისრულებთ.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"