ბიზნესი VS კორონავირუსი - ნატალი გურიელი როგორ ვმართოთ კრიზისი?!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ნატალი გურიელი
„ავტობასის" დამფუძნებელი, CEO

"ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ეფექტი პანდემიამ სწორედ ტურიზმზე იქონია. შესაბამისად, ჩვენს კომპანიასაც მოუწია სტრატეგიული და მენეჯერული გადაწყობა. ბაზარი, რომელიც იყო მზარდი და ჰქონდა ძალზე დადებითი მატება, ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად დაიკეტა.

მთავარი შეკითხვა იყო შემდეგი: რა უნდა გვეკეთებინა მაშინ, როცა ტურიზმის სექტორი მოულოდნელად დაპაუზდა?

ჩვენი ორგანიზაციული გადაწყვეტა იყო შემდეგი ‒ უპირველესად, დავიწყეთ უსაფრთხოების სტანდარტის დანერგვა თანამშრომლებს შორის. არ ვიცოდით რისთვის გამოვიყენებდით, მაგრამ დავატრენინგეთ თანამშრომელი მძღოლები და შემოვიღეთ ტრანსპორტში ყოველდღიური დეზინფექციის სისტემა.

ამის შემდეგ, დავიწყეთ შიდა ბაზარზე მუშაობა და იმ კომპანიებთან გავედით კავშირზე, რომლებიც პანდემიის პირობებშიც ოპერირებდნენ.

ამ ნაბიჯმა გაამართლა და შედეგად მივიღეთ ის, რომ მთელი პანდემიის პერიოდში აქტიურად ვემსახურებოდით სხვადასხვა კომპანიას.

ამას დაემატა ძალიან ეფექტური და დროული კამპანია, რომელიც ჩვენს პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან Voyage Tours Georgia-სა და Travel Business Service- თან ერთად წამოვიწყეთ და რომლის დასახელებაცაა: #წამონახესაქართველო

ეს კამპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების სტიმულირებას/მხარდაჭერას, არამედ ძალიან კომფორტულ შანსს აძლევს ქართველ დამსვენებელს მოინახულოს ის შთამბეჭდავი ლოკაციები საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ არ აქვს ნანახი.

კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა სწრაფი, რადიკალური და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება გვასწავლა. თანამშრომლების ოპტიმიზაცია და კომუნიკაციის მაქსიმალურად გაციფრულება.

გვასწავლა, რომ 180 გრადუსით შეიძლება შეიცვალოს გეგმები. ყველა გათვლა შეიძლება გაჩერდეს, მაგრამ თუ გინდა გადარჩე, არ უნდა გაჩერდე. ეს გვასწავლა კორონამ ყველაზე მკაფიოდ.

თანამშრომლებისგან ძალიან დიდი შემართება და მუხტი მოდიოდა. ერთად განვიცდიდით ეპიდსიტუაციასაც და კომპანიის გამოწვევებსაც. არ დაგვითხოვია თანამშრომლები და ერთად გავუმკლავდით სიტუაციას.

ჩემი აზრით, ბიზნესს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მსგავს კრიტიკულ სიტუაციებში. როგორც იცით, სწორედ ბიზნესია ეკონომიკის ხერხემალი და შესაბამისად, ეკონომიკური წნეხი/დაწოლა ზუსტად რომ ბიზნესზე მოდის ასეთ სიტუაციებში.

პირველი რიგის ამოცანაა, რომ ბიზნესმა მოახერხოს და გადაირჩინოს თავი. უნდა გახდეს მოქნილი, შეინარჩუნოს თანამშრომლები, დაიმატოს ან შეცვალოს სერვისები/ პროდუქცია, მოარგოს ნებისმიერ გამოწვევას და ამ გზით გააგრძელოს მთლიანად ეკონომიკის გაძლიერება."

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Related Topics

სიახლეები

შალვა კაკაურიძე - საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი Cloud-ინჟინერი

"ყოველთვის ყველაზე რთულ და გამომწვევ პროექტებს ვირჩევდი, რაც მეხმარებოდა თვითგანვითარებასა და კომფორტის ზონის მიღმა გასვლაში", − შალვა კაკაურიძე.

მენეჯმენტი

და თქვენთან რა ღირს?

თანამშრომელი − გაუმართლებელი ხარჯი თუ სტრატეგიული ინვესტიცია

სიახლეები

"Park Boulevard" Sales have begun!

The multifunctional, large-scale complex contains 17 residential buildings

Business News

ქართველი მეწარმე ქალები

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

Business News

ALLGOOD - ქეითერინგ ბრენდი გუდვილისგან

სამზადისიდან სუფრამდე, ყველაფერი კარგად იქნება