Get All Access for $5/mo

ეფექტური ლიდერობა საკუთარი თავის მართვით იწყება

By Kerry Siggins

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ცუდია, რომ დაბადებისთანავე არ გვეძლევა სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. ასე რომ იყოს, ბევრად მარტივი იქნებოდა პირად ურთიერთობებში და კარიერაში წარმატების მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, შეცდომების აღიარება, გულწრფელობის გამოჩენა საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც, და ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიების წარმოჩენა.

ბედის ირონიაა, რომ ყველანაირად ვცდილობთ საუკეთესონი ვიყოთ და ამავე დროს, იმედი გვაქვს სხვებსაც ვუბიძგებთ უკეთესები გახდნენ. მაგრამ ჩვენი ბიზნესი და პირადი ცხოვრება უპირველეს ყოვლისა იმაზეა დამოკიდებული, ვიქნებით თუ არა კვალიფიციური თვითლიდერები.

რა არის თვითლიდერობა

თვითლიდერობა საკუთარი თავის ფლობა, მიზნის მისაღწევად ფიქრებსა და ნაბიჯებზე გავლენის მოხდენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საფუძვლიანად გაერკვეთ რა "ისტორიებს უამბობთ" საკუთარ თავს და სათანადოდ გააანალიზოთ ისინი. დღევანდელ ჰიპერსოციალურ სამყაროში ძალიან ადვილია საკუთარი თავის ისეთი ვერსიის შექმნა, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

მართალია, ჩვენ შეგვიძლია ეს პოზიტიური განწყობის გასაძლიერებლად გავაკეთოთ, მაგრამ თუ არ ვართ პოზიტიური ადამიანები და შესაბამისად არ ვმოქმედებთ, ეს კონფლიქტი გაგვანადგურებს, და ჩვენი ბიზნესი და ურთიერთობები დაზარალდება. ამის გამოსწორება თვითშემეცნებით შეიძლება, რომელიც არსებითად საკუთარი თავის მართვაა. პირველი ნაბიჯი თვითლიდერობისკენ მიმავალ გზაზე არჩევანია, რომ სხვებმაც მოგვისმინონ და ჩვენც მოვისმინოთ სხვების მოსაზრებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი თვითლიდერობა

როდესაც აქტიურები და გულისხმიერები ვართ, სადღაც ქრება ის ტოქსიკური გარემოც, რომელსაც შეუძლია ურთიერთობებიც გააფუჭოს, გუნდურ მუშაობასაც გამოუთხაროს ძირი და კომპანიის კულტურასაც მიაყენოს ზიანი. ეფექტური კომუნიკაციის მოდელირება, ჩვენი ბიზნესმიზნების, სურვილების, წარსული და მიმდინარე წარუმატებლობისა და წარმატებების გაანალიზებით იწყება და იმავე პრობლემების წარმატებით გადაჭრის ინიციატივებს უწყობს ხელს, რომლებიც ზრდის განუყოფელი ნაწილია.

შეუძლებელია სხვებს წარმატებით უხელმძღვანელოთ, თუ უპირველესად, თვითონ არ მიდიხართ ამ მიმართულებით. თქვენი ხელმძღვანელებიც ასეთივე ძლიერი ლიდერები უნდა იყვნენ, თუ თავიანთი გუნდების წარმატებები სურთ. ადვილი დასანახია, თუ როგორ ხდება თვითლიდერობა ორგანიზაციის წარმატების განუყოფელი ნაწილი დაქვემდებარებულთა ჯაჭვის მეშვეობით. როდესაც თვითლიდერობა საწყისი დონის პოზიციებზე ვრცელდება, თქვენს ბიზნესში იქნება ეს თუ შინ, ნებისმიერი შეძლებს საკუთარი პოტენციალის გამოვლენას და აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

თვითლიდერობის განვითარების გზები

საკუთარი თავი უნდა შეიმეცნოთ, თავმდაბალი და საქმიანობაში მთლიანად ჩართული უნდა გახდეთ. აუცილებელია თვითრეფლექსიაში ვარჯიში, შეფასება, თუ როგორ უნდა მოახდინოთ გავლენა ვითარებაზე და სცადოთ საუკეთესო რეაქცია გქონდეთ მოვლენებზე. დაადგინეთ, როგორ გავლენას ახდენთ თქვენს კოლეგებზე და გუნდის საერთო შედეგებზე. თქვენს მოსაზრებებსა და ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე და ხელი შეუწყვეთ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს, ერთმანეთს გაუგონ. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იცოდეს, თუ როგორ უჭერს მხარს კომპანიის მისიას, ამიტომ აიღეთ პასუხისმგებლობა და დაადგინეთ, როგორ უნდა შეუწყოთ ამას ხელი. ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეთ და შეკითხვები დასვით, რადგან ეს უწყობს ხელს ინკლუზიურობას, აქტიურობასა და კრეატიულობას.

ინიციატივა გამოავლინეთ. ნუ დაელოდებით, როდის გეტყვიან, რა უნდა გააკეთოთ და ნურც იმის ლოდინს დაიწყებთ, რომ სხვა ადამიანები მოგიგვარებენ პრობლემებს. მაღლა ასწიეთ ხელი და მოხალისე გახდით. ვითარების გასაუმჯობესებლად საკუთარი წინადადებები წამოაყენეთ. არ შეეგუოთ უფერულ ცხოვრებას.

პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე. თქვენი შეხედულებები, ძალისხმევა და შეცდომები მართეთ. ჩივილსა და სხვების დადანაშაულებას მოერიდეთ. ამის ნაცვლად, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რის გაკეთება შეგიძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

რეალურად შეხედეთ სამყაროს. დაეხმარეთ ადამიანებს უკეთესები გახდნენ და სთხოვეთ მათ, ასეთივე კეთილგანწყობილები იყვნენ თქვენ მიმართ.

მამაცი იყავით. თქვენი იდეები გაუზიარეთ გარშემომყოფებს, მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს და დახმარება სთხოვეთ, როდესაც გჭირდებათ. წარუმატებლობასაც მშვიდად შეხვდით, უბრალოდ აღიარეთ, რომ ჩვენ ყველანი ყოველდღიურად მეტს და მეტს ვსწავლობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას.

საკუთარ თავზე იზრუნეთ. საკუთარ თავზე უკეთ არავინ გიცნობთ. პასუხისმგებლობა აიღეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ბედნიერებასა და დამოკიდებულებაზე სამყაროს მიმართ. გულწრფელად ისაუბრეთ საკუთარ მენეჯერთან თქვენს საერთო კეთილდღეობაზე. გახსოვდეთ, რომ თავის მოვლა დისციპლინაა და არა ფუფუნება.

საუკეთესო ლიდერები საკუთარი მაგალითით ხელმძღვანელობენ ადამიანებს. მათ იციან, რომ თვითლიდერობას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მისაღწევად. როდესაც გაარკვევთ, ვინ ხართ და თუ როგორ უნდა წარადგინოთ საკუთარი თავი, უკეთეს გადაწყვეტილებებსაც მიიღებთ და უფრო სტაბილურ ურთიერთობებსაც დაამყარებთ. ადამიანებიც, დიდი ალბათობით, მეტი პატივისცემით განეწყობიან თქვენ მიმართ, მეტი ნდობა და მოტივაცია ექნებათ თქვენს მაგალითს მიჰყვნენ.

Kerry Siggins

Entrepreneur Leadership Network® Contributor

Chief Executive Officer

Kerry Siggins is the CEO of StoneAge, a global leader of high-pressure waterblast cleaning equipment. She was one of Colorado’s Top 25 Most Influential Young Professionals and was a finalist for Colorado’s CEO of the Year. She hosts the podcast Reflect Forward and authors a popular blog.
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ