Get All Access for $5/mo

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Image credit

ჯეფ ბეზოსს დამწყებ ანტრეპრენერთათვის გზავნილი აქვს: "მზად იყავით დიდი რისკისთვის და იმისთვისაც, რომ არ გაგიმართლებთ".

ბეზოსმა ეს Amazon-ის კონფერენცია re: Mars-ზე განაცხადა, შეკითხვის პასუხად, რა რჩევას მისცემდა ნებისმიერს, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს.

"გარისკეთ! გასარისკად მზად უნდა იყოთ. თუ ბიზნესიდეა გაქვთ, რომლის განხორციელება არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, ალბათ მასზე უკვე ვიღაც მუშაობს", − თქვა მან, − "რაღაც ისეთი უნდა გქონდეთ, რამაც შესაძლოა არ გაამართლოს და ბევრი თვალსაზრისით ექსპერიმენტიც კი გამოდგეს".

"ბევრი ასეთი ექსპერიმენტი არ გაამართლებს, მაგრამ "დიდი მარცხები" წარმატებისკენ მიმავალი გზის აუცილებელი ნაწილია", − დასძინა მან.

"ჩვენ მუდამ ვრისკავთ, მუდამ მარცხზე ვლაპარაკობთ. ვითარების შესაცვლელად მარცხი აუცილებელია. თუ ასე არ ვაკეთებთ, სავარაუდოდ, საკმარისად არ ვცდილობთ. უფრო მეტი უნდა გააკეთოთ და დამარცხდებით, მაგრამ სწორედ ასე უნდა მოხდეს, ეს ნორმალურია".

ბეზოსმა Amazon მხოლოდ 10 თანამშრომლით 1995 წელს დააფუძნა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ საჯარო კომპანიად აქცია, დაახლოებით წლიური $860 მილიარდი საბაზრო კაპიტალიზაციით.

მსგავსი სტატია: ჯეფ ბეზოსი $150 მილიარდიანი ქონებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

მას მიაჩნია, რომ გარისკვასა და მარცხის ატანასთან ერთად, ანტრეპრენერი საკუთარ საქმეზე ძლიერად უნდა იყოს შეყვარებული.

"თქვენ მათთან მოგიწევთ კონკურენცია, ვინც თავის საქმეზეა შეყვარებული", − თქვა მან, − "გარდა ამისა, ანტრეპრენერი მომხმარებლით უნდა იყოს შეპყრობილი, მუდამ მასზე უნდა ფიქრობდეს".

მსგავსი სტატია: "ჯეფ ბეზოსის ლოგიკა" - 1999 წლის კლასიკა

"ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლით იყოთ შეპყრობილი", − განაცხადა მან, − "მხოლოდ მათი მოლოდინი კი არ უნდა დააკმაყოფილოთ, არამედ უფრო მეტი − გაახაროთ კიდეც ისინი".
ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გამოანათე 6-ჯერ უფრო შრომისუნარიანი საქართველო

"საქართველოში დასაქმებულთა 85%-ს არ მოსწონს საკუთარი სამსახური"